მოიძებნა 669199 ჩანაწერი
211121.
განძის კუნძული | თავი 15
და მერე ერთი უჩქმიტე.
And then you'll give him a nip.
211122.
განძის კუნძული | თავი 15
შენი ნათქვამიდან ვერც ერთი სიტყვა ვერ გავიგე.
I don't understand one word that you've been saying.
211123.
განძის კუნძული | თავი 15
მაგრამ მაგას რაღა აზრი აქვს – აბა, როგორ უნდა მოვხვდე გემზე?
But that's neither here nor there; for how am I to get on board?
211124.
განძის კუნძული | თავი 15
მაგრამ მე მაქვს ჩემი ხელით ნაკეთები ნავი.
But, there's my boat, that I made with my two hands.
211125.
განძის კუნძული | თავი 15
თეთრი კლდის ქვეშ ვინახავ.
I keep her under the white rock.
211126.
განძის კუნძული | თავი 15
თუ გაჭირდა, შეიძლება იმით ვცადოთ ბედი სიბნელეში.
If the worst come to the worst, we might try that after dark.
211127.
განძის კუნძული | თავი 15
მთელმა კუნძულმა გრუხუნით მისცა ექო ზარბაზნის გრიალს.
All the echoes of the island awoke and bellowed to the thunder of a cannon.
211128.
განძის კუნძული | თავი 15
ბრძოლა დაიწყეს! – შევძახე მე, – მომყევი!
They have begun to fight! I cried, Follow me.
211129.
განძის კუნძული | თავი 15
შიში სულ გადამავიწყდა და ნავსადგომისაკენ მოვკურცხლე.
And I began to run towards the anchorage, my terrors all forgotten.
211130.
განძის კუნძული | თავი 15
მარცხენა მხარეს ირბინე, მეგობარო ჯიმ!
keep to your left hand, mate Jim!
211131.
განძის კუნძული | თავი 15
პირველად აგე იქ მოვკალი თხა.
Theer's where I killed my first goat.
211132.
განძის კუნძული | თავი 15
ხანდახან, როცა მეგონა, ალბათ კვირაა-მეთქი, მოვდიოდი აქ და ვლოცულობდი.
I come here and prayed, nows and thens, when I thought maybe a Sunday.
211133.
განძის კუნძული | თავი 15
აქ ეკლესია, რა თქმა უნდა, არ იყო, მაგრამ ლოცვა მაინც სიმშვიდეს მანიჭებდა.
It weren't quite a chapel, but it seemed more solemn like.
211134.
განძის კუნძული | თავი 15
თანაც ბენ განს არც მღვდელი ჰყავდა და არც ბიბლია გააჩნდა...
And then Ben Gunn was short-handed—no chaplain, nor so much as a Bible...
211135.
განძის კუნძული | თავი 15
მერე ისევ დუმილი ჩამოვარდა და ერთი მეოთხედი მილის დაშორებით, ჩემ წინ, ტყის თავზე ჰაერში ბრიტანეთის ეროვნული დროშა აფრიალდა.
Another pause, and then, not a quarter of a mile in front of me, I beheld the Union Jack flutter in the air above a wood.
211136.
განძის კუნძული | თავი 16
ექიმი აგრძელებს თხრობას: როგორ დატოვეს გემი.
Narrative Continued by the Doctor: How the Ship Was Abandoned.
211137.
განძის კუნძული | თავი 16
იქნებოდა დაახლოებით ორის ნახევარი, როცა ისპანიოლადან ორი ნავი გაემართა ნაპირისაკენ.
I t was about half past one, the two boats went ashore from the Hispaniola.
211138.
განძის კუნძული | თავი 16
კაპიტანი, მე და სკვაირი კაბინაში ვთათბირობდით.
The captain, the squire, and I were talking matters over in the cabin.
211139.
განძის კუნძული | თავი 16
მცირე ქარიც რომ ყოფილიყო, თავს დავეცემოდით გემზე დატოვებულ ექვს მეამბოხეს, გადავჭრიდით ბაგირს და ზღვაში შევცურდებოდით.
Had there been a breath of wind, we should have fallen on the six mutineers who were left aboard with us, slipped our cable, and away to sea.
211140.
განძის კუნძული | თავი 16
მაგრამ ქარი არ ქროდა.
But the wind was wanting.