მოიძებნა 669199 ჩანაწერი
211101.
განძის კუნძული | თავი 15
მე ფლინტის გემზე ვიყავი, როცა მან განძი მიწაში ჩაფლა.
I were in Flint's ship when he buried the treasure.
211102.
განძის კუნძული | თავი 15
ნაპირზე თითქმის ერთ კვირას დარჩნენ, ჩვენი ძველი ლომ-ვეშაპი კი მოშორებით იდგა.
They was ashore nigh on a week, and us standing off and on in the old Walrus.
211103.
განძის კუნძული | თავი 15
ერთ მშვენიერ დღეს ნაპირიდან ნიშანი მოგვცეს და ლურჯი ხელსახოცით თავშეხვეული ფლინტი მარტოდმარტო მოგვადგა პაწია ნავით.
One fine day up went the signal, and here come Flint by himself in a little boat, and his head done up in a blue scarf.
211104.
განძის კუნძული | თავი 15
გემზე კაციშვილმა ვერ გვიგეთ, როგორ მოახერხა მან ეს.
How he done it, not a man aboard us could make out.
211105.
განძის კუნძული | თავი 15
ბილი ბოუნზი კაპიტნის თანაშემწედ მუშაობდა, აყლაყუდა ჯონს მომარაგების საქმე ებარა.
Billy Bones was the mate; Long John, he was quartermaster.
211106.
განძის კუნძული | თავი 15
მათ ჰკითხეს ფლინტს, განძი რა უყავიო.
They asked him where the treasure was.
211107.
განძის კუნძული | თავი 15
თუ გნებავთ, გადაბრძანდით ნაპირზე და დარჩით.
You can go ashore, if you like, and stay.
211108.
განძის კუნძული | თავი 15
ჰოდა, სამი წლის შემდეგ, სხვა გემზე რომ ვიყავი, ეს კუნძული დავინახეთ.
Well, I was in another ship three years back, and we sighted this island.
211109.
განძის კუნძული | თავი 15
აქ ფლინტის განძია.
here's Flint's treasure.
211110.
განძის კუნძული | თავი 15
მოდი, გადავსხდეთ ნაპირზე და ვიპოვოთ-მეთქი.
let's land and find it.
211111.
განძის კუნძული | თავი 15
კაპიტანს არაფრად ეჭაშნიკა, მაგრამ ჩემს ამხანაგებს ჭკუაში დაუჯდათ და გადმოვსხედით.
The captain was displeased at that, but my messmates were all of a mind and landed.
211112.
განძის კუნძული | თავი 15
თორმეტ დღეს ეძებეს და დღედაღამე სულ უფრო და უფრო უმატებდნენ ჩემს ლანძღვას, სანამ, ერთ მშვენიერ დილას, ყველანი გემზე არ დაბრუნდნენ.
Twelve days they looked for it, and every day they had the worse word for me, until one fine morning all hands went aboard.
211113.
განძის კუნძული | თავი 15
შენ კი, ბენჯამინ გან, აი, თოფი, ნიჩაბი და წერაქვი.
As for you, Benjamin Gunn, says they, here's a musket, and a spade, and pick-axe.
211114.
განძის კუნძული | თავი 15
ბრძანდებოდე აქ და შენთვის მონახე ფლინტის ფულები.
You can stay here and find Flint's money for yourself..
211115.
განძის კუნძული | თავი 15
ჰოდა, ჯიმ, სამი წელი დავყავი აქ.
Well, Jim, three years have I been here.
211116.
განძის კუნძული | თავი 15
ვგავარ მე უბრალო მეზღვაურს?
Do I look like a man before the mast?
211117.
განძის კუნძული | თავი 15
ამ სიტყვებზე თვალი ჩამიკრა და მწარედ მიჩქმიტა.
And with that he winked and pinched me hard.
211118.
განძის კუნძული | თავი 15
ეს სიტყვები მოახსენე შენს სკვაირს, ჯიმ.
Just you mention them words to your squire, Jim.
211119.
განძის კუნძული | თავი 15
სამი წელი მარტო იყო-თქო ამ კუნძულზე, დღე და ღამე, დარსა თუ ავდარში.
Three years he were the man of this island, light and dark, fair and rain.
211120.
განძის კუნძული | თავი 15
ხანდახან მას იქნებ ლოცვა მოაგონდებოდა, ან იქნებ მოხუცი დედა ახსენდებოდა, ცოცხალია თუ არაო; მაგრამ ბენ განის დროის უმეტესი ნაწილი... მისი დროის უმეტესი ნაწილი სხვა საქმეს ხმარდებოდა-თქო.
sometimes he would maybe think upon a prayer, and sometimes he would maybe think of his old mother, so be as she's alive; but the most part of Gunn's time —the most part of his time was took up with another matter.