მოიძებნა 669199 ჩანაწერი
211141.
განძის კუნძული | თავი 16
თან გასაჭირი კიდევ უფრო მოგვემატა, როცა ჰანტერი ჩამოვიდა და გვითხრა, ჯიმ ჰოკინზიც ნავში ჩახტა და სხვებთან ერთად ნაპირზე გადავიდაო.
And to complete our helplessness, down came Hunter with the news that Jim Hawkins had slipped into a boat and was gone ashore with the rest.
211142.
განძის კუნძული | თავი 16
ჯიმ ჰოკინზის ღალატის ეჭვი გულში არ გაგვივლია, ოღონდ მისი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებამ კი შეგვაფიქრიანა.
It never occurred to us to doubt Jim Hawkins, but we were alarmed for his safety.
211143.
განძის კუნძული | თავი 16
გახელებულ მეზღვაურებში ჩავარდნილი ბიჭის დანახვის იმედი თითქმის აღარც გვქონდა.
With the men in the temper they were in, it seemed an even chance if we should see the lad again.
211144.
განძის კუნძული | თავი 16
ავცვივდით გემბანზე.
We ran on deck.
211145.
განძის კუნძული | თავი 16
მიდამოს საზიზღარმა სიმყრალემ გულს შემომყარა.
the nasty stench of the place turned me sick.
211146.
განძის კუნძული | თავი 16
თუ სადმე შეიძლებოდა კაცს ეყნოსა ციებ-ცხელებისა და დიზენტერიის სუნი, უთუოდ ამ საძაგელ ნავსაყუდელში უნდა ყოფილიყო.
If ever a man smelt fever and dysentery, it was in that abominable anchorage.
211147.
განძის კუნძული | თავი 16
ექვსი მოღალატე მიმჯდარიყო აფრის ქვეშ, გემის წინა მხარეს და ბუზღუნებდა.
The six scoundrels were sitting grumbling under a sail in the forecastle.
211148.
განძის კუნძული | თავი 16
ერთი მათგანი – „ლილიბულეროს“ უსტვენდა.
One of them was whistling "Lillibullero".
211149.
განძის კუნძული | თავი 16
ლოდინიც აუტანელი გახდა და ამიტომ გადაწყდა, ნაპირის დასაზვერად ჰანტერთან ერთად პატარა ნავით წავსულიყავი.
Waiting was a strain, and it was decided that Hunter and I should go ashore with the jolly-boat in quest of information.
211150.
განძის კუნძული | თავი 16
მე და ჰანტერმა კი რუკაზე აღნიშნული მესერისაკენ ავიღეთ გეზი.
Hunter and I pulled straight in, in the direction of the stockade upon the chart.
211151.
განძის კუნძული | თავი 16
ნავების გუშაგებად დატოვებული ორი მეზღვაური ჩვენმა დანახვამ რატომღაც შეაშფოთა.
The two who were left guarding their boats seemed in a bustle at our appearance.
211152.
განძის კუნძული | თავი 16
დავინახე, როგორ ეთათბირებოდნენ ერთმანეთს, რა ვქნათო.
I could see the pair discussing what they ought to do.
211153.
განძის კუნძული | თავი 16
სილვერისთვის სათქმელად რომ წასულიყვნენ, ყველაფერი იქნებ სხვანაირად დატრიალებულიყო, მაგრამ, გადაწყვიტეს, რომ მათ თავიანთი საქმე ებარათ და ამიტომ მშვიდად უნდა მსხდარიყვნენ და კვლავ „ლილიბულერო“ ეღიღინათ.
Had they gone and told Silver, all might have turned out differently; but they had their orders, I suppose, and decided to sit quietly where they were and hark back again to "Lillibullero".
211154.
განძის კუნძული | თავი 16
ნაპირი აქ ოდნავ იყო შეჭრილი ყურეში.
There was a slight bend in the coast.
211155.
განძის კუნძული | თავი 16
ასიოდე ნაბიჯიც არ გამევლო, რომ მესერს მივადექი.
I had not gone a hundred yards when I reached the stockade.
211156.
განძის კუნძული | თავი 16
აი, საქმე როგორ გახლდათ: თითქმის ბორცვის თავზე ანკარა წყარო მოჩუხჩუხებდა.
This was how it was: a spring of clear water rose almost at the top of a knoll.
211157.
განძის კუნძული | თავი 16
ზედ ბორცვზე და წყაროს თავზე დიდი ძელური დაედგათ, რომელიც გაჭირვებით ორმოცამდე კაცს დაიტევდა.
Well, on the knoll, and enclosing the spring, they had clapped a stout log-house fit to hold two score of people on a pinch.
211158.
განძის კუნძული | თავი 16
მის ირგვლივ ფართო ადგილი მოეკაფათ და გარშემო ექვსი ფუტის სიმაღლის მესერი შემოეყოლებინათ, რომელსაც არც კარი გააჩნდა, არც რაიმე სხვა შესასვლელი.
All round this they had cleared a wide space, and then the thing was completed by a paling six feet high, without door or opening.
211159.
განძის კუნძული | თავი 16
ძელურში გამაგრებული ხალხისთვის ყოველმხრივ მოსახერხებელი ჩანდა – მათ შეეძლოთ მშვიდად მსხდარიყვნენ საფარში და თავდამსხმელები კაკბებივით ეხოცათ.
The people in the log-house had them in every way; they stood quiet in shelter and shot the others like partridges.
211160.
განძის კუნძული | თავი 16
მხოლოდ ფხიზელი გუშაგი და სურსათის მარაგი დასჭირდებოდათ.
All they wanted was a good watch and food.