მოიძებნა 669199 ჩანაწერი
211161.
განძის კუნძული | თავი 16
განსაკუთრებით წყარომ მიიპყრო ჩემი ყურადღება.
What particularly took my fancy was the spring.
211162.
განძის კუნძული | თავი 16
მართალია, ისპანიოლას კაბინაც საკმაოდ კარგი ადგილი იყო, ბლომად იარაღი, ტყვია-წამალი, სანოვაგე და ჩინებული ღვინოც გვქონდა მომარაგებული, მაგრამ ერთი რამ გადაგვავიწყდა – წყალი არ გაგვაჩნდა.
For though we had a good enough place of it in the cabin of the Hispaniola, with plenty of arms and ammunition, and things to eat, and excellent wines, there had been one thing overlooked—we had no water.
211163.
განძის კუნძული | თავი 16
ამაზე ფიქრში ვიყავი გართული, როცა კუნძული სასიკვდილოდ განწირული ადამიანის კივილმა შეძრა.
I was thinking this over when there came ringing over the island the cry of a man at the point of death.
211164.
განძის კუნძული | თავი 16
ვიღაცის მოკვლის ამბავი უცხო არ გახლავთ ჩემთვის – სხვა რომ არა იყოს რა, მისი მეფური უმაღლესობის, კამბერლენდის მთავრის ხელქვეით ვმსახურობდი და ერთ-ერთი ბრძოლისას თვითონ მეც დამჭრეს.
I was not new to violent death—I have served his Royal Highness the Duke of Cumberland, and got a wound myself at Fontenoy.
211165.
განძის კუნძული | თავი 16
„ჯიმ ჰოკინზი გამოესალმა სიცოცხლეს“, გამიელვა მაშინვე თავში.
"Jim Hawkins is gone," was my first thought.
211166.
განძის კუნძული | თავი 16
ძველი ჯარისკაცობა ბევრს ნიშნავს, მაგრამ ექიმობა კიდევ უფრო მეტია.
It is something to have been an old soldier, but more still to have been a doctor.
211167.
განძის კუნძული | თავი 16
ჩვენს საქმეში ყოყმანის დრო არ გვაქვს.
There is no time to dilly-dally in our work.
211168.
განძის კუნძული | თავი 16
მეც მაშინვე გონს მოვედი, დაუყოვნებლივ მივბრუნდი სანაპიროზე და ნავში ჩავხტი.
so now I made up my mind instantly, and with no time lost returned to the shore and jumped on board the jolly-boat.
211169.
განძის კუნძული | თავი 16
საბედნიეროდ, ჰანტერი კარგად უსვამდა ნიჩაბს.
By good fortune Hunter pulled a good oar.
211170.
განძის კუნძული | თავი 16
ყველანი თავზარდაცემულები დამხვდნენ.
I found them all shaken.
211171.
განძის კუნძული | თავი 16
ქაღალდივით გათეთრებული სკვაირი იჯდა და ღრმა ფიქრებს მისცემოდა, ეს რა ხიფათში ჩავყარე ხალხიო.
The squire was sitting down, as white as a sheet, thinking of the harm he had led us to.
211172.
განძის კუნძული | თავი 16
კინაღამ გული შეუღონდა, კივილი რომ გაიგონა.
He came nigh-hand fainting, when he heard the cry.
211173.
განძის კუნძული | თავი 16
ცოტა ზეწოლა და ჩვენი იქნება.
Another touch of the rudder and that man would join us.
211174.
განძის კუნძული | თავი 16
ჩემი გეგმა კაპიტანს გავაცანი და დაწვრილებით მოვითათბირეთ, როგორ მოვქცეულიყავით.
I told my plan to the captain, and between us we settled on the details of its accomplishment.
211175.
განძის კუნძული | თავი 16
მოხუცი რედრუთი კაბინისა და გემის წინა ნაწილს შორის გასასვლელში ჩავასაფრეთ სამი-ოთხი გატენილი თოფით, თან ლეიბი გავატანეთ ამოსაფარებლად.
We put old Redruth in the gallery between the cabin and the forecastle, with three or four loaded muskets and a mattress for protection.
211176.
განძის კუნძული | თავი 16
ჰანტერმა ნავი კიჩოს სარკმელთან მოაყენა და მე და ჯოისმა ის დენთის ყუთებით, თოფებით, ორცხობილის ტომრებით, ლორიანი და კონიაკიანი კასრებით და ჩემი ძვირფასი საექიმო ხელსაწყოების ყუთით დავტვირთეთ.
Hunter brought the boat round under the stern-port, and Joyce and I set to work loading her with powder tins, muskets, bags of biscuits, kegs of pork, a cask of cognac, and my invaluable medicine chest.
211177.
განძის კუნძული | თავი 16
სკვაირი და კაპიტანი გემბანზე დარჩნენ.
The squire and the captain stayed on deck.
211178.
განძის კუნძული | თავი 16
ბატონო ჰენდზ, როგორც ხედავთ, აქ ორნი ვდგავართ ორ-ორი დატენილი დამბაჩით.
Mr. Hands, here are two of us with a brace of pistols each.
211179.
განძის კუნძული | თავი 16
თქვენ ექვსიდან თუ რომელიმემ გაბედა რაიმე ნიშნის მიცემა, სულს გაგაფრთხობინებთ!
If any one of you six make a signal of any description, that man's dead.
211180.
განძის კუნძული | თავი 16
მეამბოხეები შეშფოთდნენ, ერთად შეგროვდნენ და ცოტა ხნის თათბირის შემდეგ ქვევით ჩავიდნენ.
They were a good deal taken aback, and after a little consultation one and all tumbled down.