მოიძებნა 669199 ჩანაწერი
211201.
განძის კუნძული | თავი 16
გესმით ჩემი?
do you hear me?
211202.
განძის კუნძული | თავი 16
ხმა არავინ გასცა.
There was no answer.
211203.
განძის კუნძული | თავი 16
შენ გეუბნები, ვიბრეჰემ გრეი...
Abraham Gray—it's to you I am speaking.
211204.
განძის კუნძული | თავი 16
კვლავ არავინ გასცა პასუხი.
Still no reply.
211205.
განძის კუნძული | თავი 16
გრეი, – გაიმეორა ბატონმა სმოლეტმა ცოტა უფრო ხმამაღლა, – მე გემს ვტოვებ და გიბრძანებ, შენს კაპიტანს გამოჰყვე.
Gray, resumed Mr. Smollett, a little louder, I am leaving this ship, and I order you to follow your captain.
211206.
განძის კუნძული | თავი 16
ვიცი კარგი კაცი ხარ და იმასაც ვიტყვი, რომ არც სხვები არიან ისე ცუდები, როგორც თავს აჩვენებენ.
I know you are a good man at bottom, and I dare say not one of the lot of you's as bad as he makes out.
211207.
განძის კუნძული | თავი 16
აი, ხელში საათი მიჭირავს: ოცდაათ წამს გაძლევ მოსაფიქრებლად!
I have my watch here in my hand; I give you thirty seconds to think.
211208.
განძის კუნძული | თავი 16
დუმილი ჩამოვარდა.
There was a pause.
211209.
განძის კუნძული | თავი 16
წამო, ჩემო კარგო, – განაგრძო კაპიტანმა, – ნუღა ითრევ ფეხს!
Come, my fine fellow, continued the captain; don't hang so long in stays.
211210.
განძის კუნძული | თავი 16
თორემ ყოველ წამს მეტ საფრთხეში ვაგდებ ჩემსა და ამ პატიოსანი ხალხის სიცოცხლეს!
I'm risking my life and the lives of these good gentlemen every second.
211211.
განძის კუნძული | თავი 16
უცბად ატყდა შეხლა-შემოხლა, გაისმა დარტყმების ხმა და ზევით ამოიჭრა ვიბრეჰემ გრეი, რომელსაც ლოყაზე დანის ნაჭრილობევი ეტყობოდა.
There was a sudden scuffle, a sound of blows, and out burst Abraham Gray with a knife cut on the side of the cheek.
211212.
განძის კუნძული | თავი 16
მან პატრონის სტვენის გამგონე ძაღლივით მოაშურა კაპიტანს.
He came running to the captain like a dog to the whistle.
211213.
განძის კუნძული | თავი 16
თქვენთან მოვდივარ, ბატონო, – თქვა მან.
I'm with you, sir, said he.
211214.
განძის კუნძული | თავი 16
მართალია გემს მოვშორდით, მაგრამ მესრისაგანაც ჯერ კიდევ შორს ვიყავით.
We were clear out of the ship, but not yet ashore in our stockade.
211215.
განძის კუნძული | თავი 17
ექიმი აგრძელებს თხრობას: პატარა ნავის უკანასკნელი მგზავრობა.
Narrative Continued by the Doctor: The little-boat's Last Trip.
211216.
განძის კუნძული | თავი 17
ეს მგზავრობა სრულიად განსხვავდებოდა ყველა დანარჩენისაგან.
This trip was quite different from any of the others.
211217.
განძის კუნძული | თავი 17
უპირველეს ყოვლისა, ჩვენი პატარა ნავი მეტისმეტად მძიმედ გახლდათ დატვირთული.
In the first place, the little gallipot of a boat that we were in was gravely overloaded.
211218.
განძის კუნძული | თავი 17
ხუთი ვაჟკაცი უკვე აღემატებოდა მისი ტევადობის უნარს.
Five grown men, and three of them was already more than she was meant to carry.
211219.
განძის კუნძული | თავი 17
ამას ერთვოდა თოფისწამალი, ლორი და პურის ტომრებიც.
Add to that the powder, pork, and bread-bags.
211220.
განძის კუნძული | თავი 17
ნავის კიჩო პირამდე წყალში იჯდა.
The gunwale was lipping astern.