მოიძებნა 669199 ჩანაწერი
211221.
განძის კუნძული | თავი 17
რამდენჯერმე შემოასხა კიდეც წყალმა და, ასიოდე იარდიც არ გაგვევლო, რომ შარვალი და ქურთუკის კალთები დამისველდა.
Several times we shipped a little water, and my breeches and the tails of my coat were all soaking wet before we had gone a hundred yards.
211222.
განძის კუნძული | თავი 17
კაპიტანმა ტვირთი გაგვაწონასწორებინა და ნავი ცოტა უფრო თანაბრად ჩაჯდა წყალში.
The captain made us trim the boat, and we got her to lie a little more evenly.
211223.
განძის კუნძული | თავი 17
მეორე მხრივ, ზღვის უკუქცევამ დასავლეთის მძლავრი დინება წარმოშვა, რომელიც შემდეგ სამხრეთისაკენ და ზღვისაკენ იქცევდა პირს და, დილით რომ შემოვედით, იმ სრუტეს დაუყვებოდა.
In the second place, the ebb was now making—a strong rippling current running westward through the basin, and then south'ard and seaward down the straits by which we had entered in the morning.
211224.
განძის კუნძული | თავი 17
ჩვენი მძიმედ დატვირთული ნავისთვის უბრალო ჭავლიც კი საფრთხეს წარმოადგენდა; მაგრამ უარესი ის იყო, რომ დინება სწორ გეზს გვაცდენდა და ვეღარ ვახერხებდით კონცხს გაღმა ჩვენი ძველი მისადგომისაკენ გზის გაკვლევას.
Even the ripples were a danger to our overloaded craft, but the worst of it was that we were swept out of our true course and away from our proper landing-place behind the point.
211225.
განძის კუნძული | თავი 17
დინებას რომ მივყოლოდით, ნავებთან მიგვაგდებდა, სადაც ყოველ წუთს შეიძლებოდა გამოჩენილიყვნენ მეკობრეები.
If we let the current have its way we should come ashore beside the gigs, where the pirates might appear at any moment.
211226.
განძის კუნძული | თავი 17
ვეღარ ვახერხებ მესრისაკენ გეზის დაჭერას, – მოვახსენე კაპიტანს.
I cannot keep her head for the stockade, sir, said I to the captain.
211227.
განძის კუნძული | თავი 17
საჭესთან მე ვიჯექი, ხოლო ის და რედრუთი ნიჩბებს უსვამდნენ.
I was steering, while he and Redruth, two fresh men, were at the oars.
211228.
განძის კუნძული | თავი 17
იქნებ ცოტა უფრო ღონივრად მოუსვათ?
Could you pull a little stronger?
211229.
განძის კუნძული | თავი 17
მაგრად უნდა დაუდგეთ, მაგრად, სანამ თქვენსას არ გაიტანთ!
You must bear up, bear up until you see you're gaining.
211230.
განძის კუნძული | თავი 17
ასე ნაპირს ვერასოდეს ვერ მივაღწევთ, – ვთქვი მე.
We'll never get ashore at this rate, said I.
211231.
განძის კუნძული | თავი 17
თუ ეგ ერთადერთი გეზია, რომლითაც თავის შეკავება შეგვიძლია, ესე იგი, მაგას არ უნდა ვუღალატოთ, - მომიგო კაპიტანმა.
If it's the only course that we can lie, sir, we must even lie it, returned the captain.
211232.
განძის კუნძული | თავი 17
დინების აღმა უნდა დავიჭიროთ გეზი.
We must keep upstream.
211233.
განძის კუნძული | თავი 17
თუ ერთხელ ქარისაგან დაცულ მხარეს მოვექეცით ჩვენს მისადგომ ადგილს, ძნელი იქნება ვთქვათ, სად უნდა გადავსხდეთ ნაპირზე, თანაც შეიძლება ნავებიც დაგვესხნენ თავს.
if once we dropped to leeward of the landing-place, it's hard to say where we should get ashore, besides the chance of being boarded by the gigs.
211234.
განძის კუნძული | თავი 17
ამ მხარეს კი დინება ნელ-ნელა შესუსტდება და მაშინ შევძლებთ გზა ნაპირ-ნაპირ გავიკვლიოთ.
whereas, the way we go the current must slacken, and then we can dodge back along the shore.
211235.
განძის კუნძული | თავი 17
შეგიძლიათ უკვე ცოტა ირიბად მიმართოთ ნავი.
you can ease her off a bit.
211236.
განძის კუნძული | თავი 17
გმადლობთ, – ვუთხარი მე, თითქოს არაფერიც არ მომხდარიყო, რადგან ყველამ ერთხმად გადავწყვიტეთ, ისე მოვპყრობოდით მას, როგორც ჩვენიანს.
Thank you, said I, quite as if nothing had happened, for we had all quietly made up our minds to treat him like one of ourselves.
211237.
განძის კუნძული | თავი 17
უცბად კვლავ კაპიტნის აღელვებული ხმა გაისმა.
Suddenly the captain spoke up again.
211238.
განძის კუნძული | თავი 17
ეგ მეც ვიფიქრე, – ვთქვი მე, რადგან დარწმუნებული ვიყავი, ციხესიმაგრისათვის ყუმბარების დაშენას გულისხმობდა.
I have thought of that, said I, for I made sure he was thinking of a bombardment of the fort.
211239.
განძის კუნძული | თავი 17
ეგენი ვერ შეძლებენ ზარბაზნის გადმოტანას ნაპირზე და, კიდეც რომ გადმოიტანონ, ტყეში ვერ გამოათრევენ...
They could never get the gun ashore, and if they did, they could never haul it through the woods.
211240.
განძის კუნძული | თავი 17
ერთი უკან გაიხედეთ, ექიმო.
Look astern, doctor.