მოიძებნა 669199 ჩანაწერი
211261.
განძის კუნძული | თავი 17
მხოლოდ ერთ ნავში ჩასხდნენ, მეორე ნავის გუნდი ეტყობა ნაპირ-ნაპირ მორბის გზის მოსაჭრელად.
Only one of the gigs is being manned, sir, the crew of the other most likely going round by shore to cut us off.
211262.
განძის კუნძული | თავი 17
მე მაგათი დარდი არცა მაქვს – ყუმბარისა მეფიქრება!
It's not them I mind; it's the round-shot.
211263.
განძის კუნძული | თავი 17
უკუქცევის დინება, რომელმაც ასე შეგვაფერხა, ახლა თავის დანაშაულს ისყიდდა და ჩვენს მდევარს აფერხებდა.
The ebb-tide, which had so cruelly delayed us, was now making reparation and delaying our assailants.
211264.
განძის კუნძული | თავი 17
ერთადერთ საფრთხედ ზარბაზანიღა რჩებოდა.
The one source of danger was the gun.
211265.
განძის კუნძული | თავი 17
ნავს გავაჩერებდი და ერთ კაცსაც მოვიშორებდი თავიდან.
I'd stop the boat and pick off another man.
211266.
განძის კუნძული | თავი 17
მაგრამ აშკარა იყო, მათ განზრახვას, ესროლათ, აღარაფერი დააბრკოლებდა.
But it was plain that they meant nothing should delay their shot.
211267.
განძის კუნძული | თავი 17
ზედაც არ დაუხედავთ თავიანთი წაქცეული ამხანაგისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ის არ მომკვდარა და, გავარჩიე კიდეც, განზე გაცოცებას ცდილობდა.
They had never so much as looked at their fallen comrade, though he was not dead, and I could see him trying to crawl away.
211268.
განძის კუნძული | თავი 17
მოემზადეთ! შესძახა უცებ სკვაირმა.
Ready! cried the squire.
211269.
განძის კუნძული | თავი 17
შესდექ! – ექოსავით მოადევნა ხმა კაპიტანმა.
Hold! cried the captain, quick as an echo.
211270.
განძის კუნძული | თავი 17
და მან და რედრუთმა ისეთი სიფიცხით მოუსვეს ნიჩბები უკან, რომ ნავის კიჩო მთლიანად წყალში ამოევლო.
And he and Redruth backed with a great heave that sent her stern bodily under water.
211271.
განძის კუნძული | თავი 17
ზარბაზანიც იმ წამს გავარდა.
The report fell in at the same instant of time.
211272.
განძის კუნძული | თავი 17
პირველად ჯიმმა სწორედ ამ სროლის ხმა გაიგონა, სკვაირის ნასროლის ხმას იქამდე არ მიუღწევია.
This was the first that Jim heard, the sound of the squire's shot not having reached him.
211273.
განძის კუნძული | თავი 17
ვერავინ გაიგო, ნამდვილად სად გადაიარა ყუმბარამ, მაგრამ, მგონი, თავზე გადაგვიქროლა და ალბათ მისმა ქარმა შეუწყო ხელი ჩვენს მარცხს.
Where the ball passed, not one of us precisely knew, but I fancy it must have been over our heads and that the wind of it may have contributed to our disaster.
211274.
განძის კუნძული | თავი 17
ნავი ძალიან წყნარად დაეშვა კიჩოთი ფსკერზე სამი ფუტის სიღრმის წყალში, მხოლოდ კაპიტანი და მე დავრჩით ერთმანეთის პირისპირ.
At any rate, the boat sank by the stern, quite gently, in three feet of water, leaving the captain and myself, facing each other, on our feet.
211275.
განძის კუნძული | თავი 17
დანარჩენი სამი მთლიანად წყალში ამოევლო და გაილუმპა.
The other three took complete headers, and came up again drenched and bubbling.
211276.
განძის კუნძული | თავი 17
აქამდე დიდი არაფერი ზიანი მოგვსვლია.
So far there was no great harm.
211277.
განძის კუნძული | თავი 17
ჩვენიანი არავინ მომკვდარა და შეგვეძლო ნაპირზე მშვიდობიანად გავსულიყავით.
No lives were lost, and we could wade ashore in safety.
211278.
განძის კუნძული | თავი 17
მაგრამ მთელი მარაგი ფსკერზე დაგვრჩა და, რაც კიდევ უარესი იყო, ხუთი თოფიდან სროლისთვის მხოლოდ ორიღა ვარგოდა.
But there were all our stores at the bottom, and to make things worse, only two guns out of five remained in a state for service.
211279.
განძის კუნძული | თავი 17
ჩემი თოფი კალთიდან ავიტაცე და ინსტინქტურად თავს ზემოთ დავიჭირე.
Mine I had snatched from my knees and held over my head, by a sort of instinct.
211280.
განძის კუნძული | თავი 17
კაპიტანი კი თავის თოფს ფალასკასავით მხარზე მოგდებულს ატარებდა და, როგორც ჭკვიან კაცს, კონდახი ზემოთ ჰქონდა მოქცეული.
As for the captain, he had carried his over his shoulder by a bandoleer, and like a wise man, lock uppermost.