მოიძებნა 669199 ჩანაწერი
211281.
განძის კუნძული | თავი 17
დანარჩენი სამი ნავთან ერთად ჩაიძირა.
The other three had gone down with the boat.
211282.
განძის კუნძული | თავი 17
ჩვენდა სამწუხაროდ, უკვე ნაპირს მოახლოებულთა ხმებიც მოგვესმა ტყიდან და არა მარტო მესრისაკენ მიმავალი გზის მოჭრის საფრთხე შეგვექმნა, არამედ იმისაც შეგვეშინდა, ვაითუ ჰანტერსა და ჯოისს ექვსნი დაესხნენ თავს, იმათ კი გულმა და სიმტკიცემ უმტყუნოთო.
To add to our concern, we heard voices already drawing near us in the woods along shore, and we had not only the danger of being cut off from the stockade in our half-crippled state but the fear before us whether, if Hunter and Joyce were attacked by half a dozen, they would have the sense and conduct to stand firm.
211283.
განძის კუნძული | თავი 17
ვიცოდით ჰანტერი შეუპოვარი კაცი იყო, ოღონდ ჯოისისა გვეეჭვებოდა – მსახურის კვალობაზე საამო, თავაზიანი კაცი ჩანდა და ჯაგრისით ტანსაცმლის გაწმენდა ემარჯვებოდა, როგორც მეომარი კი, დიდი ვერაფერი შვილი ბრძანდებოდა.
Hunter was steady, that we knew; Joyce was a doubtful case—a pleasant, polite man for a valet and to brush one's clothes, but not entirely fitted for a man of war.
211284.
განძის კუნძული | თავი 17
ამ ფიქრებში გართულებმა, რაც შეგვეძლო სწრაფად გავტოპეთ ნაპირზე და საწყალი პატარა ნავი ჩვენი დენთისა და სანოვაგის მთელი ნახევარი მარაგითურთ უკან მოვიტოვეთ.
With all this in our minds, we waded ashore as fast as we could, leaving behind us the poor little-boat and a good half of all our powder and provisions.
211285.
განძის კუნძული | თავი 18
პირველი დღის ბრძოლის დასასრული.
End of the First Day's Fighting.
211286.
განძის კუნძული | თავი 18
რაც ძალი და ღონე გვქონდა, მესრისაკენ მოვკურცხლეთ და ტყეში შევცვივდით.
We made our best speed across the strip of wood that now divided us from the stockade.
211287.
განძის კუნძული | თავი 18
ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე, უფრო და უფრო ახლოს ისმოდა მეკობრეთა ხმები.
At every step we took the voices of the buccaneers rang nearer.
211288.
განძის კუნძული | თავი 18
მალე მათი ფეხების ბაგაბუგი და ტოტების ლაწალუწიც გავიგონეთ.
Soon we could hear their footfalls as they ran and the cracking of the branches.
211289.
განძის კუნძული | თავი 18
ვგრძნობდი, ცხარე შეტაკება მოგველოდა და თოფი მოვიმარჯვე.
I began to see we should have a brush for it in earnest and looked to my priming.
211290.
განძის კუნძული | თავი 18
ტრელონი შეუდარებელი მსროლელია.
Trelawney is the dead shot.
211291.
განძის კუნძული | თავი 18
თქვენი თოფი იმას მიეცით.
Give him your gun.
211292.
განძის კუნძული | თავი 18
მათ თოფები გაცვალეს.
They exchanged guns.
211293.
განძის კუნძული | თავი 18
ტრელონი ისევ ისე მდუმარედ და მშვიდად ერთი წამით შედგა, თოფი შეამოწმა, ყველაფერი რიგზეა თუ არა სროლისთვისო.
Trelawney, silent and cool as he had been since the beginning of the bustle, hung a moment on his heel to see that all was fit for service.
211294.
განძის კუნძული | თავი 18
ამ დროს შევნიშნე, რომ გრეის იარაღი არ გააჩნდა და ამიტომ ჩემი დაშნა გადავეცი.
At the same time, observing Gray to be unarmed, I handed him my cutlass.
211295.
განძის კუნძული | თავი 18
გულს მოგვეფონა, როცა დავინახეთ, როგორ დაიფურთხა მან ხელზე, წარბები შეიჭმუხნა და მახვილის პირი ჰაერში ააშხუილა.
It did all our hearts good to see him spit in his hand, knit his brows, and make the blade sing through the air.
211296.
განძის კუნძული | თავი 18
მისი ყოველი მოქმედება აშკარად მოწმობდა, რომ ჩვენი ახალი თანამებრძოლი იმედს არ გაგვიცრუებდა.
It was plain from every line of his body that our new hand was worth his salt.
211297.
განძის კუნძული | თავი 18
ორმოციოდე ნაბიჯის შემდეგ ტყის პირას გავედით და წინ მესერი დავინახეთ.
Forty paces farther we came to the edge of the wood and saw the stockade in front of us.
211298.
განძის კუნძული | თავი 18
ზღუდეს დაახლოებით სამხრეთ მხარის შუაგულში მივადექით.
We struck the enclosure about the middle of the south side.
211299.
განძის კუნძული | თავი 18
თითქმის იმავე წამს, სამხრეთაღმოსავლეთ კუთხესთან კისრისტეხით მომავალი შვიდი მეამბოხეც გამოჩნდა ბოცმან ჯობ ენდერსონის მეთაურობით.
Almost at the same time, seven mutineers—Job Anderson, the boatswain, at their head—appeared in full cry at the southwestern corner.
211300.
განძის კუნძული | თავი 18
დაგვინახეს თუ არა, შეყოვნდნენ, თითქოს შეკრთნენო და, სანამ გონს მოვიდოდნენ, არა მარტო მე და სკვაირმა, არამედ ძელურში ჩასაფრებულმა ჰანტერმა და ჯოისმაც მოვასწარით სროლა.
They paused as if taken aback, and before they recovered, not only the squire and I, but Hunter and Joyce from the block house, had time to fire.