მოიძებნა 669199 ჩანაწერი
211241.
განძის კუნძული | თავი 17
ზარბაზანი სრულიად გადაგვავიწყდა და ჩვენდა საუბედუროდ ახლა მას ხუთი არამზადა ხსნიდა შალითას.
We had entirely forgotten the long nine; and there, to our horror, were the five rogues busy about her, getting off her jacket.
211242.
განძის კუნძული | თავი 17
იმანაც გამიელვა მაშინვე თავში, რომ ზარბაზნის ყუმბარები და დენთიც ხელუხლებლად დაგვრჩა და ერთი ცულის დაკვრით ყველაფერი ხელში ჩაუვარდებოდათ ბოროტმოქმედებს.
Not only that, but it flashed into my mind at the same moment that the round-shot and the powder for the gun had been left behind, and a stroke with an axe would put it all into the possession of the evil ones abroad.
211243.
განძის კუნძული | თავი 17
იზრაელი ფლინტის მეზარბაზნე იყო, – გვითხრა გრეიმ ჩახლეჩილი ხმით.
Israel was Flint's gunner, said Gray hoarsely.
211244.
განძის კუნძული | თავი 17
გავბედეთ და ნავს პირდაპირ მისადგომი ადგილისაკენ ვუქენით პირი.
At any risk, we put the boat's head direct for the landing-place.
211245.
განძის კუნძული | თავი 17
ამასობაში დინებას იმდენად დავაღწიეთ თავი, რომ ნიჩბის ნელი მოსმითაც მივიწევდით წინ და შემეძლო, მტკიცედ დამეჭირა გეზი მიზნისაკენ.
By this time we had got so far out of the run of the current that we kept steerage way even at our necessarily gentle rate of rowing, and I could keep her steady for the goal.
211246.
განძის კუნძული | თავი 17
ოღონდ უარესი ის იყო, რომ ახლანდელი გეზის წყალობით, ჩვენი ნავი კიჩოს ნაცვლად, უკვე მთელი სიგრძით მივუშვირეთ ისპანიოლას.
But the worst of it was that with the course I now held we turned our broadside instead of our stern to the Hispaniola.
211247.
განძის კუნძული | თავი 17
მესმოდა და ვხედავდი, რომით დაბუჟებული იზრაელ ჰენდზი ყუმბარას როგორ მოარახრახებდა გემბანზე.
I could hear as well as see that brandy-faced rascal Israel Hands plumping down a round-shot on the deck.
211248.
განძის კუნძული | თავი 17
ვინ არის ყველაზე კარგი მსროლელი? – იკითხა კაპიტანმა.
Who's the best shot? asked the captain.
211249.
განძის კუნძული | თავი 17
ბატონო ტრელონი, ვერ მომაშორებთ თავიდან ერთერთ იმათგანს?
Mr. Trelawney, will you please pick me off one of these men?
211250.
განძის კუნძული | თავი 17
ტრელონი ფოლადივით ცივი ბრძანდებოდა.
Trelawney was as cool as steel.
211251.
განძის კუნძული | თავი 17
ახლაც უხმოდ გაუსინჯა თოფს ფალია.
He looked to the priming of his gun.
211252.
განძის კუნძული | თავი 17
ოღონდ ფრთხილად იხმარეთ ეგ თოფი, ბატონო, თორემ ნავს გადააბრუნებთ.
Now, easy with that gun, sir, or you'll swamp the boat.
211253.
განძის კუნძული | თავი 17
ჩვენ მოპირდაპირე მხარეს გადავიხარეთ, რათა წონას წორობა დაგვეცვა და ყველაფერი ისე მარჯვედ მოვახერხეთ, რომ ერთ წვეთ წყალსაც არ შემოუსხამს.
We leaned over to the other side to keep the balance, and all was so nicely contrived that we did not ship a drop.
211254.
განძის კუნძული | თავი 17
ამასობაში ზარბაზანი საბრუნზე შემოატრიალეს.
They had the gun, by this time, slewed round upon the swivel.
211255.
განძის კუნძული | თავი 17
ჰენდზი, რომელიც ზუმბით ხელში ლულასთან იდგა, ყველაზე უკეთ ჩანდა.
Hands, who was at the muzzle with the rammer, was in consequence the most exposed.
211256.
განძის კუნძული | თავი 17
ბედმა მაინც არ გაგვიღიმა, ვინაიდან რაწამს ტრელონიმ თოფი დაცალა, იგი ძირს დაიხარა, ტყვიამ თავზე გადაუქროლა და დანარჩენი ოთხიდან ერთი დაეცა.
However, we had no luck, for just as Trelawney fired, down he stooped, the ball whistled over him, and it was one of the other four who fell.
211257.
განძის კუნძული | თავი 17
ყვირილს, რომელიც მას აღმოხდა, არა მარტო ხომალდზე მყოფმა ამხანაგებმა აუბეს მხარი, არამედ ნაპირიდანაც ბევრმა მისცა ხმა.
The cry he gave was echoed not only by his companions on board but by a great number of voices from the shore.
211258.
განძის კუნძული | თავი 17
გავიხედე იქით და დავინახე, რომ ტყიდან ჯგროდ გამოცვივდნენ მეკობრეები და ნავებში ჩახტნენ.
looking in that direction I saw the other pirates trooping out from among the trees and tumbling into their places in the boats.
211259.
განძის კუნძული | თავი 17
მაშ, წინ გავწიოთ, – შესძახა კაპიტანმა.
Give way, then, cried the captain.
211260.
განძის კუნძული | თავი 17
თუ ნაპირს დროზე ვერ მივაღწიეთ, დავიღუპებით!
If we can't get ashore, all's up.