მოიძებნა 669199 ჩანაწერი
211321.
განძის კუნძული | თავი 18
კვლავ შემოვიდა შიგნით და ისე მიუჯდა მარაგის გადათვლას, თითქოს ქვეყანაზე სხვა აღარაფერი ადარდებდა.
He re-entered the log-house and set about counting up the stores as if nothing else existed.
211322.
განძის კუნძული | თავი 18
ცალი თვალი მაინც ტომისაკენ ეჭირა და, როგორც კი გარდაიცვალა, მეორე დროშა გაშალა და მოწიწებით გადააფარა მის გვამს.
But he had an eye on Tom's passage for all that, and as soon as all was over, came forward with another flag and reverently spread it on the body.
211323.
განძის კუნძული | თავი 18
ნუ დაღონდებით, ბატონო, – ხელი ჩამოართვა და უთხრა სკვაირს.
Don't you take on, sir, he said, shaking the squire's hand.
211324.
განძის კუნძული | თავი 18
მას აღარაფერი უჭირს; ვინც თავისი კაპიტნისა და პატრონისათვის დადებს თავს, მას არაფერი უნდა ეფიქრებოდეს.
All's well with him; no fear for a hand that's been shot down in his duty to captain and owner.
211325.
განძის კუნძული | თავი 18
მერე მე გამიხმო განზე.
Then he pulled me aside.
211326.
განძის კუნძული | თავი 18
რამდენ კვირაში ელით თქვენ და სკვაირი მაშველ ხომალდს?
In how many weeks do you and squire expect the consort?
211327.
განძის კუნძული | თავი 18
მე ავუხსენი: ეს კვირეების კი არა, მთელი თვეების ამბავია-მეთქი – თუ აგვისტოს ბოლოს არ დავბრუნდებოდით, ბლენდლი გამოგზავნიდა გემს ჩვენს საძებნად, მაგრამ არც უფრო ადრე და არც უფრო გვიან.
I told him it was a question not of weeks but of months, that if we were not back by the end of August Blandly was to send to find us, but neither sooner nor later.
211328.
განძის კუნძული | თავი 18
სამწუხაროა, ბატონო, ის მეორე გზობა ტვირთი რომ დავკარგეთ.
It's a pity, sir, we lost that second load.
211329.
განძის კუნძული | თავი 18
ტყვია-წამლით თავს გავიტანთ.
As for powder and shot, we'll do.
211330.
განძის კუნძული | თავი 18
მაგრამ სურსათის მარაგია მცირე, ძალიან მცირე; ისე მცირე, ექიმო ლივსი, რომ, შეიძლება ჯობია კიდეც, ეს ზედმეტი მჭამელი რომ აღარ გვყავს.
But the rations are short, very short—so short, Dr. Livesey, that we're perhaps as well without that extra mouth.
211331.
განძის კუნძული | თავი 18
თან დროშის ქვეშ ტომის ცხედარზე მანიშნა.
And he pointed to the dead body under the flag.
211332.
განძის კუნძული | თავი 18
სწორედ ამ დროს ყუმბარამ გრუხუნითა და სტვენით გადაუქროლა ძელურს და ჩვენ უკან ტყეში დაეცა.
Just then, with a roar and a whistle, a round-shot passed high above the roof of the log-house and plumped far beyond us in the wood.
211333.
განძის კუნძული | თავი 18
მეორე ცდაზე უკეთესად დამიზნებული გამოუვიდათ.
At the second trial, the aim was better.
211334.
განძის კუნძული | თავი 18
ყუმბარა მესერს შიგნით დაეცა, ქვიშის ბუღი დააყენა, მაგრამ სხვა არაფერი დაუზიანებია.
the ball descended inside the stockade, scattering a cloud of sand but doing no further damage.
211335.
განძის კუნძული | თავი 18
ეს სახლი გემიდან სულ არა ჩანს.
the house is quite invisible from the ship.
211336.
განძის კუნძული | თავი 18
ალბათ, დროშას თუ უმიზნებენ.
It must be the flag they are aiming at.
211337.
განძის კუნძული | თავი 18
ეს არა მარტო ვაჟკაცური, ზღვა ოსნური გრძნობა გახლდათ, არამედ კარგი პოლიტიკაც, რომელიც ჩვენს მტრებს უჩვენებდა, რომ არაფრად ვაგდებდით მათი ზარბაზნის ბათქაბუთქს.
For it was not only a piece of stout, seamanly, good feeling; it was good policy besides and showed our enemies that we despised their cannonade.
211338.
განძის კუნძული | თავი 18
მთელი საღამო გრძელდებოდა ზარბაზნის გრიალი.
All through the evening they kept thundering away.
211339.
განძის კუნძული | თავი 18
იძულებულები იყვნენ, მაღლა ესროლათ, ასე რომ, ყუმბარა მოწყვეტით ვარდებოდა ძირს და ქვიშაში ეფლობოდა.
They had to fire so high that the shot fell dead and buried itself in the soft sand.
211340.
განძის კუნძული | თავი 18
ასხლეტილი ყუმბარის შიშიც არა გვქონდა, თუმცა ერთმა მათგანმა სახურავი გახვრიტა და იატაკშიც გაატანა.
We had no ricochet to fear, and though one popped in through the roof of the log-house and out again through the floor.