მოიძებნა 669199 ჩანაწერი
211381.
განძის კუნძული | თავი 19
დღის პაპანაქების შემდეგ სიცივე ქურთუკში მატანდა.
The air, after the heat of the day, chilled me through my jacket.
211382.
განძის კუნძული | თავი 19
ისპანიოლა კვლავ ძველ ადგილას იდგა ღუზაზე.
The Hispaniola still lay where she had anchored.
211383.
განძის კუნძული | თავი 19
მე რომ შევხედე, ზუსტად იმ წამს კიდევ გამოტყვრა იქიდან ცეცხლის ენა, გაისმა გრიალი და კიდევ ერთმა ყუმბარამ გაიზუზუნა ჰაერში.
Even as I looked, there came another red flash and another report that sent the echoes clattering, and one more round-shot whistled through the air.
211384.
განძის კუნძული | თავი 19
ამით კიდეც დასრულდა ზარბაზნის სროლა.
It was the last of the cannonade.
211385.
განძის კუნძული | თავი 19
ცოტა ხანს ვიწექი და ვუთვალთვალებდი ფაცაფუცს, რომელიც იერიშს მოჰყვა.
I lay for some time watching the bustle which succeeded the attack.
211386.
განძის კუნძული | თავი 19
სანაპიროზე, მესრის სიახლოვეს კაცები ცულებით ჩეხავდნენ რაღაცას, როგორც შემდეგ მივხვდი – ნავს.
Men were demolishing something with axes on the beach near the stockade— the boat, I afterwards discovered.
211387.
განძის კუნძული | თავი 19
შორს, მდინარის შესართავთან დიდი ცეცხლი გუზგუზებდა, ხოლო იმ ადგილსა და გემს შორის ნავი მიდი-მოდიოდა და შიგ მსხდომნი ბავშვებივით ხალისითა და ყვირილ-ჭყივილით უსვამდნენ ნიჩბებს.
Away, near the mouth of the river, a great fire was glowing among the trees, and between that point and the ship one of the gigs kept coming and going, the men, whom I had seen so gloomy, shouting at the oars like children.
211388.
განძის კუნძული | თავი 19
ხმის კილოზე ეტყობოდათ, რომ უკვე რომს გონება აერია მათთვის.
But there was a sound in their voices which suggested rum.
211389.
განძის კუნძული | თავი 19
ბოლოს ვიფიქრე, ახლა შეიძლება მესრისკენ მობრუნებამეთქი.
At length I thought I might return towards the stockade.
211390.
განძის კუნძული | თავი 19
გვარიანად შორს ვიყავი ჩასული ქვემოთ დაბალ, ქვიშიან ისარაზე, რომელიც აღმოსავლეთიდან უვლიდა ნავსადგომს და ზღვის უკუქცევის დროს, ჩონჩხის კუნძულს უერთდებოდა.
I was pretty far down on the low, sandy spit that encloses the anchorage to the east, and is joined at half-water to Skeleton Island.
211391.
განძის კუნძული | თავი 19
როცა წამოვდექი, მოშორებით, ისარას დაყოლებაზე, დაბალი ჯაგნარიდან განმარტოებით თა ვამოყოფილი საკმაოდ მაღალი და უცნაური თეთრი ფერის კლდე დავინახე.
as I rose to my feet, I saw, some distance further down the spit and rising from among low bushes, an isolated rock, pretty high, and peculiarly white in colour.
211392.
განძის კუნძული | თავი 19
თავში გამიელვა, რომ ეს სწორედ ის თეთრი კლდე უნდა ყოფილიყო, რომელიც ბენ განმა ახსენა და, თუ ოდესმე ნავი დამჭირდებოდა, მეცოდინებოდა, სად მომეძებნა.
It occurred to me that this might be the white rock of which Ben Gunn had spoken and that some day or other a boat might be wanted and I should know where to look for one.
211393.
განძის კუნძული | თავი 19
სწრაფად მოვითავე სათქმელი და იქაურობა მოვათვალიერე.
I had soon told my story and began to look about me.
211394.
განძის კუნძული | თავი 19
მთელი ძელური – სახურავი, კედლები და იატაკი გაუკუთხავი ძელებისაგან გაეკეთებინათ.
The log-house was made of unsquared trunks of pine—roof, walls, and floor.
211395.
განძის კუნძული | თავი 19
იატაკი ბევრგან ფუტით ან ფუტ-ნახევრით იყო დაშორებული ქვიშიან ნიადაგს.
The latter stood in several places as much as a foot or a foot and a half above the surface of the sand.
211396.
განძის კუნძული | თავი 19
კარს პარმაღი ჰქონდა წინ და გადმობურულის ქვეშ პატარა წყარო ჩარაკრაკებდა უცნაური შესახედაობის ხელოვნურ აუზში.
There was a porch at the door, and under this porch the little spring welled up into an artificial basin of a rather odd kind.
211397.
განძის კუნძული | თავი 19
შიგნით ბევრი აღარაფერი შემორჩენილიყო: ოღონდ ერთ კუთხეში კერიისთვის იდო ქვის ფილა, ცეცხლის დასანთებად კი – ძველი, ჟანგიანი რკინის კალათი.
Little had been left besides the framework of the house, but in one corner there was a stone slab laid down by way of hearth and an old rusty iron basket to contain the fire.
211398.
განძის კუნძული | თავი 19
გადანაჭრებზე ეტყობოდა, რა მშვენიერი მაღალი კორომი გაენადგურებინათ.
we could see by the stumps what a fine and lofty grove had been destroyed.
211399.
განძის კუნძული | თავი 19
ხეების გაკაფვის შემდეგ ნიადაგის უმეტესი ნაწილი წვიმას ჩაერეცხა, ანდა ქარით მოტანილ ქვიშას დაეფარა.
Most of the soil had been washed away or buried in drift after the removal of the trees.
211400.
განძის კუნძული | თავი 19
მხოლოდ იქ, სადაც ქვაბიდან გადმოდენილი წყარო ქვიშიან კალაპოტში ჩამჯდარი მიიკვლევდა გზას ქვევით, კვლავ სქლად ხასხასებდა ხავსი, გვიმრა და დაბალი, ჯუჯა ბუჩქნარი.
Only where the streamlet ran down from the kettle a thick bed of moss and some ferns and little creeping bushes were still green among the sand.