მოიძებნა 669199 ჩანაწერი
211361.
განძის კუნძული | თავი 19
შენ კარგი ბიჭი კი ხარ, მაგრამ, რაც უნდა იყოს, მაინც ბიჭი ხარ.
You're a good boy, or I'm mistook; but you're only a boy, all told.
211362.
განძის კუნძული | თავი 19
რომიც ვერ მიმადგმევინებს ფეხს იქ, სადაც შენ მიდიხარ... რომიც!
Rum wouldn't bring me there, where you're going—not rum wouldn't.
211363.
განძის კუნძული | თავი 19
სანამ არ ვნახავ ნამდვილ ჯენტლმენს და პატიოსან სიტყვას არ ჩამოვართმევ!
till I see your born gentleman and gets it on his word of honour.
211364.
განძის კუნძული | თავი 19
და მან მესამედ მიჩქმიტა.
And he pinched me the third time.
211365.
განძის კუნძული | თავი 19
და როცა ბენ განი დაგჭირდებათ, იცი სადაც უნდა მიპოვოთ, ჯიმ.
And when Ben Gunn is wanted, you know where to find him, Jim.
211366.
განძის კუნძული | თავი 19
სწორედ იქ, სადაც დღეს მნახე.
Just where you found him today.
211367.
განძის კუნძული | თავი 19
ვინც მოვა, თეთრი ალამი უნდა ჰქონდეს ხელთ და მარტო უნდა მოვიდეს.
And him that comes is to have a white thing in his hand, and he's to come alone.
211368.
განძის კუნძული | თავი 19
უთხარი, ბენ განს თავისი საკუთარი მიზეზები აქვს-თქო.
And you'll say this: 'Ben Gunn, has reasons of his own.
211369.
განძის კუნძული | თავი 19
სულ ეგ არის?
Is that all?
211370.
განძის კუნძული | თავი 19
კარგი, – ვუთხარი მე, – ახლა შემიძლია წავიდე?
Good, said I, and now may I go?
211371.
განძის კუნძული | თავი 19
ხომ არ დაგავიწყდება?
You won't forget?
211372.
განძის კუნძული | თავი 19
თავისი საკუთარი მიზეზები – ეს არის მთავარი.
Reasons of his own; that's the mainstay.
211373.
განძის კუნძული | თავი 19
ჰო, ახლა, – თან ხელს არ მიშვებდა, – მგონი შეიძლება წახვიდე, ჯიმ.
Well, then—still holding me—I reckon you can go, Jim.
211374.
განძის კუნძული | თავი 19
და, ჯიმ, თუ სილვერი შეგხვდება, ხომ არ უღალატებ ბენ განს?
And, Jim, if you was to see Silver, you wouldn't go for to sell Ben Gunn?
211375.
განძის კუნძული | თავი 19
ამ დროს გრიალმა გააწყვეტინა სიტყვა: ზარბაზნის ყუმბარა ლაწალუწით შემოიჭრა ხეებში და სადაც ჩვენ ვლაპარაკობდით, იქიდან ასიოდე ნაბიჯზე ქვიშაში ჩაეფლო.
Here he was interrupted by a loud report, and a cannonball came tearing through the trees and pitched in the sand not a hundred yards from where we two were talking.
211376.
განძის კუნძული | თავი 19
მეორე წამში ორივემ სხვადასხვა მიმართულებით მოვუსვით.
The next moment each of us had taken to his heels in a different direction.
211377.
განძის კუნძული | თავი 19
მერე მთელი საათი აზანზარებდა კუნძულს ზარბაზნის გრიალი და ყუმბარები ხათქახუთქით ცვიოდა ტყეში.
For a good hour to come frequent reports shook the island, and balls kept crashing through the woods.
211378.
განძის კუნძული | თავი 19
მე ერთი საფარიდან მეორეში გადავრბოდი და მეჩვენებოდა, თითქოს მე მომდევდნენ ფეხდაფეხ ეს თავზარდამცემი მოციქულები.
I moved from hiding-place to hidingplace, always pursued, or so it seemed to me, by these terrifying missiles.
211379.
განძის კუნძული | თავი 19
ზღვის ნიავი ტყეს აშრიალებდა და ახმაურებდა და სრუტის რუხ ზედაპირზე ჭავლებს აჩენდა.
The sea breeze was rustling and tumbling in the woods and ruffling the grey surface of the anchorage.
211380.
განძის კუნძული | თავი 19
უკუქცევის ტალღაც კარგა შორს ჩაწეულიყო და ქვიშის ფართო ზოლი გაეშიშვლებინა.
the tide, too, was far out, and great tracts of sand lay uncovered.