მოიძებნა 669199 ჩანაწერი
211421.
განძის კუნძული | თავი 19
ამ ყველს იტალიაში აკეთებენ და ძალიან ნოყიერია.
A cheese made in Italy, very nutritious.
211422.
განძის კუნძული | თავი 19
ვახშმობამდე მოხუცი ტომი მიწას მივაბარეთ და ერთ ხანს მისი სამარის გარშემო თავშიშველნი ვიდექით.
Before supper was eaten we buried old Tom in the land and stood round him for a while bare-headed.
211423.
განძის კუნძული | თავი 19
შეშა ბლომად შემოვზიდეთ, მაგრამ კაპიტანს მაინც ეცოტავა და გვითხრა: ხვალ უფრო გულმოდგინედ უნდა მოვკიდოთ ამ საქმეს ხელიო.
A good deal of firewood had been got in, but not enough for the captain's fancy, and he shook his head over it and told us we "must get back to this tomorrow rather livelier".
211424.
განძის კუნძული | თავი 19
შემდეგ, როცა ვივახშმეთ და თითო მოზრდილი ჭიქა გროგიც დავაყოლეთ, სამი ბელადი კუთხეში შეიკრიბა მომავალი გეგმის დასაწყობად.
Then, when we had eaten our pork and each had a good stiff glass of brandy grog, the three chiefs got together in a corner to discuss our prospects.
211425.
განძის კუნძული | თავი 19
ეტყობოდა, აღარ იცოდნენ, რა ეღონათ, რადგან სურსათი ისე ცოტა გვქონდა, რომ სანამ მაშველი გემი მოაღწევდა, მანამდე კარგა ხნით ადრე გაგვძვრებოდა შიმშილით სული.
It appears they were at their wits' end what to do, the stores being so low that we must have been starved into surrender long before help came.
211426.
განძის კუნძული | თავი 19
მაგრამ, გადაწყდა, რომ ჩვენი მთავარი იმედი იყო, მანამდე გვეხოცა მეკობრეები, სანამ ან იარაღს არ დაყრიდნენ, ან ისპანიოლათი არ გაიქცეოდნენ კუნძულიდან.
But our best hope, it was decided, was to kill off the buccaneers until they either hauled down their flag or ran away with the Hispaniola.
211427.
განძის კუნძული | თავი 19
ცხრამეტიდან უკვე თხუთმეტზე ჩამოვიდნენ; ორი კიდევ დაჭრილი ჰყავდათ.
From nineteen they were already reduced to fifteen, two others were wounded.
211428.
განძის კუნძული | თავი 19
ყოველთვის, როცა კი წავესწრებოდით თოფის სასროლ მანძილზე, შემთხვევა არ უნდა გაგვეშვა ხელიდან; ოღონდ ჩვენს თავსაც უნდა გავფრთხილებოდით.
Every time we had a crack at them, we were to take it, saving our own lives, with the extremest care.
211429.
განძის კუნძული | თავი 19
გარდა ამისა, ორი მძლავრი მოკავშირეც გვყავდა – რომი და ჰავა.
And besides that, we had two able allies—rum and the climate.
211430.
განძის კუნძული | თავი 19
რაც შეეხება პირველს, მართალია ნახევარი მილით მაინც ვიყავით დაშორებულები მეამბოხეებისგან, მაგრამ გვიანობამდე გვესმოდა მათი ღრიანცელი და სიმღერა.
As for the first, though we were about half a mile away, we could hear them roaring and singing late into the night.
211431.
განძის კუნძული | თავი 19
ჰავის შესახებ კი ექიმი თავის პარიკს იფიცებოდა, ჭაობში დაბანაკებულნი რომ არიან, უწამლოდ ერთ კვირასაც ვერ გაატანენ, ნახევარი მაინც გულაღმა დაეყრებაო.
As for the second, the doctor staked his wig that, camped where they were in the marsh and unprovided with remedies, the half of them would be on their backs before a week.
211432.
განძის კუნძული | თავი 19
მაგათთვის გემია მთავარი და, მე მგონი, კვლავ მეკობრეობას მიჰყოფენ ხელს!
It's always a ship, and they can get to buccaneering again, I suppose.
211433.
განძის კუნძული | თავი 19
ეს პირველი გემია, რომელიც დავკარგე, - ნაღვლიანად თქვა კაპიტანმა სმოლეტმა.
First ship that ever I lost, said Captain Smollett.
211434.
განძის კუნძული | თავი 19
დაღლილობისაგან მისავათებული ვიყავი და როცა მივწექი, მართალია, დიდხანს ვიტრიალე შამფურივით, მაგრამ მერე მკვდარივით დამეძინა.
I was dead tired, as you may fancy; and when I got to sleep, which was not till after a great deal of tossing, I slept like a log of wood.
211435.
განძის კუნძული | თავი 19
სხვები კარგა ხნის ამდგრები იყვნენ.
The rest had long been up.
211436.
განძის კუნძული | თავი 19
უკვე ესაუზმათ კიდეც და შეშის გროვისათვის ერთი იმდენი კიდევ მოემატებინათ.
They had already breakfasted and increased the pile of firewood.
211437.
განძის კუნძული | თავი 19
მომესმა უცბად ვიღაცის ხმა, რასაც მაშინვე განცვიფრებული შეძახილიც მოჰყვა:
I heard someone say; and then, immediately after, with a cry of surprise.
211438.
განძის კუნძული | თავი 19
წამოვხტი, თვალები მოვიფშვნიტე და კედელში დატანებულ სათოფურს ვეცი.
I jumped, and rubbing my eyes, ran to a loophole in the wall.
211439.
განძის კუნძული | თავი 20
სილვერის მოციქულობა.
Silver's Embassy.
211440.
განძის კუნძული | თავი 20
მესერს ორი კაცი მოსდგომოდა.
there were two men just outside the stockade.