მოიძებნა 669199 ჩანაწერი
211441.
განძის კუნძული | თავი 20
ერთი თეთრ ქსოვილს აფრიალებდა, მეორე – წყნარად იდგა მის გვერდით.
one of them waving a white cloth, the other, standing placidly by.
211442.
განძის კუნძული | თავი 20
ჯერ ძალიან ადრე იყო და ძალიან ციოდა, სუსხი ძვალრბილში ატანდა.
It was still quite early, and the coldest morning and chill that pierced into the marrow.
211443.
განძის კუნძული | თავი 20
ცა მოწმენდილ-მოკრიალებული იყო, ხეების კენწეროები მზის შუქში ვარდისფრად ღვიოდა.
The sky was bright and cloudless overhead, and the tops of the trees shone rosily in the sun.
211444.
განძის კუნძული | თავი 20
მაგრამ იქ, სადაც სილვერი და მისი მხლებელი იდგნენ, კვლავ ჩრდილი იდგა და მათ მუხლებამდე სწვდებოდათ დაბალი, თეთრი ნისლი, რომელიც ღამით ლაქაშიდან ამოცოცებულიყო.
But where Silver stood with his lieutenant, all was still in shadow, and they waded knee-deep in a low white vapour that had crawled during the night out of the morass.
211445.
განძის კუნძული | თავი 20
სუსხი და ნისლი კუნძულისათვის კარგს არას მოასწავებდა.
The chill and the vapour taken together told a poor tale of the island.
211446.
განძის კუნძული | თავი 20
მერე მეკობრეებს შეეხმაურა:
Then he hailed the buccaneer.
211447.
განძის კუნძული | თავი 20
სამშვიდობო ალმით ვართ! – დაიძახა სილვერმა.
Flag of truce, cried Silver.
211448.
განძის კუნძული | თავი 20
კაპიტანი პარმაღზე იდგა, ოღონდ ფრთხილობდა, რომ თუ სროლას დაუპირებდნენ, ტყვიას არიდებოდა.
The captain was in the porch, keeping himself carefully out of the way of a treacherous shot, should any be intended.
211449.
განძის კუნძული | თავი 20
მერე მოგვიბრუნდა და გვითხრა.
He turned and spoke to us.
211450.
განძის კუნძული | თავი 20
ექიმის ჯგუფი – საგუშაგოზე!
Doctor's watch on the lookout.
211451.
განძის კუნძული | თავი 20
ექიმო, თქვენ ჩრდილოეთის მხარე დაიჭირეთ, გეთაყვა; ჯიმ, შენ – აღმოსავლეთის; გრეიმ – დასავლეთის.
Doctor, take the north side, if you please; Jim, the east; Gray, west.
211452.
განძის კუნძული | თავი 20
სწრაფად, ბიჭებო, და თან ფრთხილად!
Lively, men, and careful.
211453.
განძის კუნძული | თავი 20
შემდეგ ისევ მეამბოხეებს მიუტრიალდა:
And then he turned again to the mutineers.
211454.
განძის კუნძული | თავი 20
მერედა რა გნებავთ ამ თქვენი სამშვიდობო ალმით?
And what do you want with your flag of truce?
211455.
განძის კუნძული | თავი 20
ამჯერად უკვე მეორემ გასცა პასუხი.
This time it was the other man who replied.
211456.
განძის კუნძული | თავი 20
მე მაგას არ ვიცნობ!
I don't know him.
211457.
განძის კუნძული | თავი 20
ამ საწყალმა ბიჭებმა, თქვენ რომ თავი აარიდეთ სამსახურს, მე ამირჩიეს კაპიტნად, – მან განსაკუთრებული ტკეპნით წარმოთქვა სიტყვები: „თავი აარიდეთ“.
These poor lads have chosen me captain, after your desertion, sir—laying a particular emphasis upon the word "desertion".
211458.
განძის კუნძული | თავი 20
ჩვენ ისევ დაგემორჩილებით, თუ შევთანხმდებით და არაფერი იქნება საშიში.
We're willing to submit, if we can come to terms, and no bones about it.
211459.
განძის კუნძული | თავი 20
მე სულაც არ მინდა თქვენთან ლაპარაკი.
I have not the slightest desire to talk to you.
211460.
განძის კუნძული | თავი 20
თუ თქვენ გაქვთ რაიმე სათქმელი, შეგიძლიათ მობრძანდეთ.
If you wish to talk to me, you can come, that's all.