მოიძებნა 669199 ჩანაწერი
211481.
განძის კუნძული | თავი 20
თქვენ ან ჩემი გემის მზარეული იქნებით, – და მაშინ ჩინებულადაც მოგეპყრობიან; ან – კაპიტანი სილვერი, – ჩვეულებრივი მეამბოხე და მეკობრე...
You're either my ship's cook—and then you were treated handsome—or Captain Silver, a common mutineer and pirate.
211482.
განძის კუნძული | თავი 20
ადგომისას ხელი მომაშველეთ, ეგ არის და ეგ.
you'll have to give me a hand up again, that's all.
211483.
განძის კუნძული | თავი 20
რა კოხტა, ლამაზი ადგილია!
A sweet pretty place you have of it here.
211484.
განძის კუნძული | თავი 20
სწორედ, ასე ვთქვათ, ბედნიერი ოჯახივით მოგიყრიათ თავი.
Why, there you all are together like a happy family, in a manner of speaking.
211485.
განძის კუნძული | თავი 20
თუ სათქმელი გაქვთ რამე, ჯობს თქვათ, – ცივად შეაწყვეტინა კაპიტანმა.
If you have anything to say, my man, better say it, said the captain.
211486.
განძის კუნძული | თავი 20
მართალი ბრძანდებით, კაპიტანო სმოლეტ, – მიუგო სილვერმა.
Right you were, Cap'n Smollett, replied Silver.
211487.
განძის კუნძული | თავი 20
იქნებ მე თვითონაც შევშინდი და ამიტომაც ვარ ახლა აქ მოსალაპარაკებლად.
maybe I was shook myself; maybe that's why I'm here for terms.
211488.
განძის კუნძული | თავი 20
მაგრამ, დაიხსომეთ, კაპიტანო, ეგ მეორეჯერ აღარ გამოგივათ.
But you mark me, captain, it won't do twice, by thunder!
211489.
განძის კუნძული | თავი 20
ჩვენ შემოვიღებთ გუშაგობას და რომსაც იმდენად აღარ მივეტანებით.
We'll have to do sentry-go and ease off a point or so on the rum.
211490.
განძის კუნძული | თავი 20
უნდა გითხრათ, რომ მე ფხიზელი ვიყავი, ოღონდ ძაღლივით დაღლილი კი ვეგდე და ერთი წამით ადრე რომ გამომღვიძებოდა, პირდაპირ საქმეზე წაგასწრებდით!
But I'll tell you I was sober; I was on'y dog tired; and if I'd awoke a second sooner, I'd 'a caught you at the act, I would.
211491.
განძის კუნძული | თავი 20
ის ჯერ კიდევ არ იყო მკვდარი, არა, როცა მე მასთან მივედი!
He wasn't dead when I got round to him, not he.
211492.
განძის კუნძული | თავი 20
მერე? – რაც შეიძლება გულგრილად ჰკითხა კაპიტანმა სმოლეტმა.
Well? says Captain Smollett as cool as can be.
211493.
განძის კუნძული | თავი 20
სილვერის ნალაპარაკევი მისთვის ნამდვილი გამოცანა იყო, მაგრამ ამას ვერანაირად ვერ შეატყობდით კილოზე.
All that Silver said was a riddle to him, but you would never have guessed it from his tone.
211494.
განძის კუნძული | თავი 20
მე კი ბენ განის უკანასკნელი სიტყვები მომაგონდა.
Ben Gunn's last words came back to my mind.
211495.
განძის კუნძული | თავი 20
მივხვდი, რომ ის მეკობრეებს მაშინ ესტუმრა, როცა მთვრალები ეყარნენ ცეცხლის ირგვლივ.
I began to suppose that he had paid the buccaneers a visit while they all lay drunk together round their fire.
211496.
განძის კუნძული | თავი 20
ჩვენ განძი გვინდა და ვიპოვით კიდეც.
We want that treasure, and we'll have it.
211497.
განძის კუნძული | თავი 20
რუკა გაქვთ, ხომ გაქვთ?
You have a chart, haven't you?
211498.
განძის კუნძული | თავი 20
რა საჭიროა, ეგრე უკმეხად მოეპყრათ კაცს?
You needn't be so husky with a man.
211499.
განძის კუნძული | თავი 20
დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მაგით ვერაფერს იხეირებთ.
there ain't a particle of service in that, and you may lay to it.
211500.
განძის კუნძული | თავი 20
მოგახსენებთ, რომ ეგ რუკა ჩვენ გვინდა.
What I mean is, we want your chart.