მოიძებნა 669199 ჩანაწერი
211501.
განძის კუნძული | თავი 20
პირადად მე თქვენთვის ავი არასოდეს მდომებია.
Now, I never meant you no harm, myself.
211502.
განძის კუნძული | თავი 20
ეგ ჩემთან არ გაგივა.
That won't do with me.
211503.
განძის კუნძული | თავი 20
ჩვენ ზუსტად ვიცით, რა განზრახვაც გქონდათ.
We know exactly what you meant to do.
211504.
განძის კუნძული | თავი 20
თან კაპიტანმა მშვიდად გადახედა და ჩიბუხის გატენა განაგრძო.
And the captain looked at him calmly and proceeded to fill a pipe.
211505.
განძის კუნძული | თავი 20
გრეის არაფერი უთქვამს და არც მე მიკითხავს მისთვის რამე.
Gray told me nothing, and I asked him nothing.
211506.
განძის კუნძული | თავი 20
ახ, ნეტავი სულაც ამაფეთქებინა და ჩამაძირინა წყალში გემიცა და მთელი ეს კუნძულიც!
I would see you and him and this whole island blown clean out of the water into blazes first.
211507.
განძის კუნძული | თავი 20
ამ ცოტა ფიცხმა შეტევამ სილვერი თითქოს დააშოშმინა.
This little whiff of temper seemed to cool Silver down.
211508.
განძის კუნძული | თავი 20
ადრე თითქოს გაბრაზება ეტყობოდა, მაგრამ ახლა თავი შეიკავა.
He had been growing nettled before, but now he pulled himself together.
211509.
განძის კუნძული | თავი 20
ცხადია, მე ვერ ვუკარნახებ ჯენტლმენებს, რა მიიჩნიონ სწორად და რა – არა.
I would set no limits to what gentlemen might consider shipshape, or might not, as the case were.
211510.
განძის კუნძული | თავი 20
რაკი ჩიბუხის მოწევას აპირებთ, კაპიტანო, გავკადნიერდები და მეც მოვუკიდებ.
And seeing as how you are about to take a pipe, captain, I'll make so free as do likewise.
211511.
განძის კუნძული | თავი 20
მართლაც გატენა ჩიბუხი და ცეცხლი მოუკიდა.
And he filled a pipe and lighted it.
211512.
განძის კუნძული | თავი 20
ორივენი კარგა ხანს მდუმარედ ეწეოდნენ.
And the two men sat silently smoking for quite a while.
211513.
განძის კუნძული | თავი 20
ოხან ერთმანეთს შეხედავდნენ სახეში, ხან თამბაქოს აჭერდნენ თითს ჩიბუხში, ხან კი გადაიხრებოდნენ და აპურჭყებდნენ.
Now looking each other in the face, now stopping their tobacco, now leaning forward to spit.
211514.
განძის კუნძული | თავი 20
თქვენ მოგვცემთ რუკას, რომ განძი ვიპოვოთ და თავს დაანებებთ საწყალი მეზღვაურებისთვის თოფის სროლას და მძინარეებისათვის თავების ხეთქვას.
You give us the chart to get the treasure by, and drop shooting poor seamen and stoving of their heads in while asleep.
211515.
განძის კუნძული | თავი 20
ამას თუ იზამთ, არჩევანს შემოგთავაზებთ.
You do that, and we'll offer you a choice.
211516.
განძის კუნძული | თავი 20
გინდათ, გემში ჩასხედით ჩვენთან ერთად, როცა განძს დავაბინავებთ, და გეფიცებით, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, უვნებლად გადაგსვამთ სადმე ნაპირზე.
Either you come aboard along of us, once the treasure shipped, and then I'll give you my affy-davy, upon my word of honour, to clap you somewhere safe ashore.
211517.
განძის კუნძული | თავი 20
ანდა, თუ ეგ არ დაგიჯდებათ ჭკუაში, – რადგან ზოგი ჩემი მეზღვაური ხეპრეა და მათ ჭკუა არ მოეკითხებათ, – შეგიძლიათ აქაც დარჩეთ!
Or if that ain't to your fancy, some of my hands being rough and having old scores on account of hazing, then you can stay here, you can.
211518.
განძის კუნძული | თავი 20
გპირდებით, პირველსავე შემხვედრ ხომალდს ვაცნობებ თქვენს ადგილ-სამყოფელს და მოსაშველებლად გამოვგზავნი.
I'll give my affy-davy, as before to speak the first ship I sight, and send them here to pick you up.
211519.
განძის კუნძული | თავი 20
თან იმედი მაქვს, ამ ძელურში მყოფი ყველა მეზღვაური აწონ-დაწონის ჩემს სიტყვებს, რადგან, რაც ერთს ვუთხარი, იმას ყველას ვეუბნები.
And I hope, that all hands in this here block house will overhaul my words, for what is spoke to one is spoke to all.
211520.
განძის კუნძული | თავი 20
კაპიტანი სმოლეტი წამოდგა და ჩიბუხის ფერფლი მარცხენა ხელისგულზე დაიბერტყა.
Captain Smollett rose from his seat and knocked out the ashes of his pipe in the palm of his left hand.