მოიძებნა 669199 ჩანაწერი
211541.
განძის კუნძული | თავი 21
როგორც კი სილვერი გაუჩინარდა, კაპიტანი შინ შემობრუნდა და აღმოაჩინა, რომ გრეის გარდა, არც ერთი აღარ იყო თავის ადგილზე.
As soon as Silver disappeared, the captain turned towards the interior of the house and found not a man of us at his post but Gray.
211542.
განძის კუნძული | თავი 21
მერე, როცა ყველანი ჩვენი ადგილებისაკენ გავიძურწეთ.
And then, we all slunk back to our places.
211543.
განძის კუნძული | თავი 21
თქვენ ისე შეასრულეთ თქვენი მოვალეობა, როგორც ნამდვილ მეზღვაურს შეშვენის.
you've stood by your duty like a seaman.
211544.
განძის კუნძული | თავი 21
ბატონო ტრელონი, თქვენმა საქციელმა გამაკვირვა, ბატონო ჩემო.
Mr. Trelawney, I'm surprised at you, sir.
211545.
განძის კუნძული | თავი 21
ექიმო, მეგონა სამეფო მუნდირი გეცვათ!
Doctor, I thought you had worn the king's coat!
211546.
განძის კუნძული | თავი 21
თუ ეგრე იმსახურეთ ფონტენუასთან, აჯობებდა შინიდან ფეხი არ გამოგედგათ!
If that was how you served at Fontenoy, you'd have been better in your berth.
211547.
განძის კუნძული | თავი 21
ექიმის დასტა კვლავ სათოფურებს დაუბრუნდა.
The doctor's watch were all back at their loopholes.
211548.
განძის კუნძული | თავი 21
დანარჩენები სათადარიგო თოფების ტენას შეუდგნენ.
the rest were busy loading the spare muskets.
211549.
განძის კუნძული | თავი 21
დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ყველას ალმური ასდიოდა სახეზე და, როგორც იტყვიან, შეხურებულები იყვნენ.
everyone with a red face, you may be certain, and a flea in his ear, as the saying is.
211550.
განძის კუნძული | თავი 21
კაპიტანი ერთხანს ჩუმად გვიყურებდა.
The captain looked on for a while in silence.
211551.
განძის კუნძული | თავი 21
განგებ გავაცოფე ისე მწარედ და, როგორც თქვა, ერთი საათიც არ გაივლის, რომ შემოგვიტევენ.
I pitched it in red-hot on purpose; and before the hour's out, as he said, we shall be boarded.
211552.
განძის კუნძული | თავი 21
რიცხვით გვჭარბობენ, მაგრამ ჩვენ საფარში ვიბრძვით და, ერთი წუთით ადრე შემეძლო ისიც მეთქვა, ბრძოლაში წესრიგს დავიცავთ-მეთქი.
We're outnumbered, but we fight in shelter; and a minute ago I should have said we fought with discipline.
211553.
განძის კუნძული | თავი 21
მაინც არ მეპარება ეჭვი, რომ, თუ მოინდომებთ, ჩვენ შევძლებთ მათ დამარცხებას!
I've no manner of doubt that we can drub them, if you choose.
211554.
განძის კუნძული | თავი 21
მერე იქაურობა შემოიარა და გამოგვიცხადა, ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეაო.
Then he went the rounds and saw, as he said, that all was clear.
211555.
განძის კუნძული | თავი 21
სახლს ორ მხარეს, აღმოსავლეთით და დასავლეთით, მხოლოდ ორ-ორი სათოფური ჰქონდა; სამხრეთის მხარეს, სადაც პარმაღი იყო – ორი; ხოლო ჩრდილოეთით – ხუთი.
On the two short sides of the house, east and west, there were only two loopholes; on the south side where the porch was, two again; and on the north side, five.
211556.
განძის კუნძული | თავი 21
სწორედ ოცი თოფი გვქონდა შვიდ კაცს.
There was a round score of muskets for the seven of us.
211557.
განძის კუნძული | თავი 21
შეშა ოთხ ხორად იდგა – თითო ხორა ყოველი მხარის შუა ადგილას, და მაგიდებს მოგაგონებდათ.
the firewood had been built into four piles—tables, you might say.
211558.
განძის კუნძული | თავი 21
ყველა მაგიდაზე ცოტა ტყვია-წამალი და ოთხ-ოთხი გატენილი თოფი იდო გამზადებული.
One about the middle of each side, and on each of these tables some ammunition and four loaded muskets were laid ready.
211559.
განძის კუნძული | თავი 21
საცეცხლე გარეთ გაიტანეთ, – თქვა კაპიტანმა, – სუსხი უკვე მოტყდა და ჯობია, თვალებს ბოლი არ გვიწვავდეს.
Toss out the fire, said the captain; the chill is past, and we mustn't have smoke in our eyes.
211560.
განძის კუნძული | თავი 21
ბატონმა ტრელონიმ რკინის საცეცხლე კალათი ციმციმ გაიტანა და ნაკვერცხლებს ქვიშა წააყარა.
The iron fire-basket was carried bodily out by Mr. Trelawney, and the embers smothered among sand.