მოიძებნა 669199 ჩანაწერი
211521.
განძის კუნძული | თავი 20
სულ ეგ არის? – იკითხა მან.
Is that all? he asked.
211522.
განძის კუნძული | თავი 20
მეხის მადლმა, უკანასკნელი სიტყვაა! – მიუგო ჯონმა.
Every last word, by thunder! answered John.
211523.
განძის კუნძული | თავი 20
ახლა მე მომისმინეთ.
Now you'll hear me.
211524.
განძის კუნძული | თავი 20
თუ სათითაოდ ჩამბარდებით იარაღაყრილნი, გპირდებით, ყველას ბორკილებს დაგადებთ და შინ, ინგლისში, წაგიყვანთ პატიოსნად გასამართლებისათვის.
If you'll come up one by one, unarmed, I'll engage to clap you all in irons and take you home to a fair trial in England.
211525.
განძის კუნძული | თავი 20
განძს ვერ იპოვით.
You can't find the treasure.
211526.
განძის კუნძული | თავი 20
ხომალდის წაყვანა არ შეგიძლიათ – თქვენ შორის ვერავინ შეძლებს გემის მართვას.
You can't sail the ship—there's not a man among you fit to sail the ship.
211527.
განძის კუნძული | თავი 20
ბრძოლაში ვერ დაგვამარცხებთ – ეს გრეი ხუთ თქვენგანს დაუსხლტა ხელიდან.
You can't fight us—Gray, there, got away from five of you.
211528.
განძის კუნძული | თავი 20
თქვენი გემი შებოჭილია, ბატონო სილვერ.
Your ship's in irons, Master Silver.
211529.
განძის კუნძული | თავი 20
ამჯერად ასე გელაპარაკებით და ეს არის უკანასკნელი კეთილი სიტყვები, რომელთაც ჩემი პირიდან ისმენთ; ღმერთმანი, მეორედ თუ შეგხვდით, ტყვიას მოგაყოლებთ ზურგში.
I stand here and tell you so; and they're the last good words you'll get from me, for in the name of heaven, I'll put a bullet in your back when next I meet you.
211530.
განძის კუნძული | თავი 20
გადასარევი დასანახი იყო სილვერის სახე: ბრაზისაგან კინაღამ თვალები წამოსცვივდა.
Silver's face was a picture; his eyes started in his head with wrath.
211531.
განძის კუნძული | თავი 20
ჩიბუხი გამობერტყა.
He shook the fire out of his pipe.
211532.
განძის კუნძული | თავი 20
გამომიწოდეთ ხელი წამოსადგომად!
Give me a hand up!
211533.
განძის კუნძული | თავი 20
ვინ გამომიწვდის ხელს? – დაიღრიალა მან.
Who'll give me a hand up? he roared.
211534.
განძის კუნძული | თავი 20
არც ერთი ჩვენგანი არ განძრეულა.
Not a man among us moved.
211535.
განძის კუნძული | თავი 20
სილვერი უსაზიზღრესი ლანძღვა-გინებით წამობობღდა ქვიშაზე, პარმაღს მოეჭიდა და ყავარჯენზე წამოიმართა.
Growling the foulest imprecations, he crawled along the sand till he got hold of the porch and could hoist himself again upon his crutch.
211536.
განძის კუნძული | თავი 20
შემდეგ წყაროში ჩააფურთხა...
Then he spat into the spring.
211537.
განძის კუნძული | თავი 20
ერთი საათიც არ გავა, რომ, მეხის მადლმა, თქვენს ძველ ჯიხურს რომიანი კასრივით შევახურებ!
Before an hour's out, I'll stove in your old block house like a rum puncheon.
211538.
განძის კუნძული | თავი 20
ერთი საათიც არ გავა, რომ უკვე სხვარიგად იცინებთ.
Before an hour's out, you'll laugh upon the other side.
211539.
განძის კუნძული | თავი 20
ვინც მოკვდება – ბედს ეწევა!
Them that die'll be the lucky ones.
211540.
განძის კუნძული | თავი 20
და საშინელი გინებით წაჩლახუნდა, ძლივს ჩაიარა ქვიშიანი ფერდობი; ოთხი-ხუთი ფუჭი ცდის შემდგომ სამშვიდობო ალმიანი კაცის შემწეობით მესერზე გადაბობღდა და ხეებში გაუჩინარდა.
And with a dreadful oath he stumbled off, ploughed down the sand, was helped across the stockade, after four or five failures, by the man with the flag, and disappeared in an instant afterwards among the trees.