მოიძებნა 669199 ჩანაწერი
211581.
განძის კუნძული | თავი 21
რამდენიმე ტყვია ძელურს მოხვდა, მაგრამ შიგნით არც ერთს არ შემოუღწევია.
Several bullets struck the loghouse, but not one entered.
211582.
განძის კუნძული | თავი 21
როცა ბოლი გაიფანტა, მესერი და გარშემო ტყე კვლავ წინანდელივით მიწყნარებული და ცარიელი გამოჩნდა.
as the smoke cleared away and vanished, the stockade and the woods around it looked as quiet and empty as before.
211583.
განძის კუნძული | თავი 21
არც ერთი შტო არ ირხეოდა და არც ერთი თოფის ლულის ლაპლაპი არ ამჟღავნებდა მტრების იქ ყოფნას.
Not a bough waved, not the gleam of a musket-barrel betrayed the presence of our foes.
211584.
განძის კუნძული | თავი 21
მაინც სიმართლის თქმა ჯობია, – წაიბუტბუტა კაპიტანმა.
Next best thing to tell the truth, muttered Captain.
211585.
განძის კუნძული | თავი 21
გაუტენე თოფი, ჰოკინზ.
Load his gun, Hawkins.
211586.
განძის კუნძული | თავი 21
რას იტყვით, რამდენი ისროლეს თქვენს მხარეს, ექიმო?
How many should say there were on your side, doctor?
211587.
განძის კუნძული | თავი 21
ამ მხარეს სამი გასროლა იყო.
Three shots were fired on this side.
211588.
განძის კუნძული | თავი 21
სამი გაელვება დავინახე: ორი ერთმანეთის ახლოს, ერთი – დასავლეთისაკენ.
I saw the three flashes—two close together—one farther to the west.
211589.
განძის კუნძული | თავი 21
სამი... – გაიმეორა კაპიტანმა.
Three! repeated the captain.
211590.
განძის კუნძული | თავი 21
მაგრამ არც ისე ადვილი იყო პასუხის გაცემა.
But this was not so easily answered.
211591.
განძის კუნძული | თავი 21
აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან მხოლოდ თითო გასროლა იყო.
From the east and west only a single shot had been fired.
211592.
განძის კუნძული | თავი 21
ასე იყო თუ ისე, ცხადი გახდა, იერიშს ჩრდილოეთის მხრიდან მოიტანდნენ და დანარჩენი სამი მხრიდან მხოლოდ ჩვენს შესაშინებლად ისროდნენ.
It was plain, therefore, that the attack would be developed from the north and that on the other three sides we were only to be annoyed by a show of hostilities.
211593.
განძის კუნძული | თავი 21
მაგრამ კაპიტანმა სმოლეტმა მაინც არ შეცვალა თავისი განრიგი.
But Captain Smollett made no change in his arrangements.
211594.
განძის კუნძული | თავი 21
ის ამტკიცებდა, თუ მეამბოხეებმა მოახერხეს მესრის გადმოლახვა, ხელთ იგდებენ რომელიმე დაუცველ სათოფურს და ჩვენს საკუთარ ციხე-სიმაგრეშივე ვირთხებივით ამოგვჟლეტენო.
If the mutineers succeeded in crossing the stockade, he argued, they would take possession of any unprotected loophole and shoot us down like rats in our own stronghold.
211595.
განძის კუნძული | თავი 21
ფიქრისათვის აღარც გვეცალა.
Nor had we much time left to us for thought.
211596.
განძის კუნძული | თავი 21
უცბად ხმამაღალი „ვაშათი“ მეკობრეთა მცირე გუნდი ჩრდილოეთის მხრიდან გამოხტა და მესერს მოაშურა.
Suddenly, with a loud huzza, a little cloud of pirates leaped from the woods on the north side and ran straight on the stockade.
211597.
განძის კუნძული | თავი 21
იმავე დროს ტყიდან კვლავ განახლდა სროლა.
At the same moment, the fire was once more opened from the woods.
211598.
განძის კუნძული | თავი 21
ერთი ტყვია კარში შემოიჭრა და ექიმის თოფი დაამსხვრია.
A rifle ball sang through the doorway and knocked the doctor's musket into bits.
211599.
განძის კუნძული | თავი 21
მოიერიშენი მაიმუნებივით ჯგროდ მოასხდნენ ღობეს.
The boarders swarmed over the fence like monkeys.
211600.
განძის კუნძული | თავი 21
სკვაირმა და გრეიმ კიდევ და კიდევ ისროლეს.
Squire and Gray fired again and yet again.