მოიძებნა 669199 ჩანაწერი
211621.
განძის კუნძული | თავი 21
სწორედ მაშინ, როცა მე მოვკარი თვალი, გააგდებინა კიდეც იარაღი, მძლავრად დაჰკრა სახეში და ზურგზე დასცა.
And just as my eyes fell upon him, beat down his guard and sent him sprawling on his back with a great slash across the face.
211622.
განძის კუნძული | თავი 21
სახლს შემოურბინეთ, ბიჭებო!
Round the house, lads!
211623.
განძის კუნძული | თავი 21
ამ ალიაქოთშიც კი შევატყვე, კილო შეეცვალა.
Even in the hurly-burly, I perceived a change in his voice.
211624.
განძის კუნძული | თავი 21
მექანიკურად დავემორჩილე განკარგულებას, პირი ვიბრუნე აღმოსავლეთისაკენ და შემართული დაშნით სახლის კუთხეს შემოვურბინე.
Mechanically, I obeyed, turned eastwards, and with my cutlass raised, ran round the corner of the house.
211625.
განძის კუნძული | თავი 21
მეორე წამში პირისპირ შევეჩეხე ენდერსონს.
Next moment I was face to face with Anderson.
211626.
განძის კუნძული | თავი 21
მომესმა მისი ღრიალი და აქნეულმა დაშნამ მზის სხივებში გაიელვა.
He roared aloud, and his hanger went up above his head, flashing in the sunlight.
211627.
განძის კუნძული | თავი 21
შეშინების დროც აღარ მქონდა, მაგრამ, რაკი დარტყმა კვლავ მემუქრებოდა, სამჯერ გადავხტი ცალ მხარეს, ფხვიერ ქვიშაზე ფეხი ამიცდა და თავდაყირა დავგორდი ფერდობზე.
I had not time to be afraid, but as the blow still hung impending, leaped in a trice upon one side, and missing my foot in the soft sand, rolled headlong down the slope.
211628.
განძის კუნძული | თავი 21
როცა პირველად გარეთ გამოვვარდი, შევნიშნე, რომ დანარჩენი მეამბოხეებიც უკვე მოსდგომოდნენ მესერს.
When I had first sallied from the door, the other mutineers had been already swarming up the palisade.
211629.
განძის კუნძული | თავი 21
წითელ საღამურჩაჩიან ერთ კაცს დაშნა პირში გაერჭო, ღობის თავზე შემომჯდარიყო და ცალი ფეხი აქეთ გადმოედო.
One man, in a red night-cap, with his cutlass in his mouth, had even got upon the top and thrown a leg across.
211630.
განძის კუნძული | თავი 21
ჰოდა, ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ როცა კვლავ ფეხზე წამოვდექი, ყველაფერი ისევ ისე დამხვდა: წითელ საღამურჩაჩიან ჯეელს კვლავ ნახევრად გადმოელაჯებინა და მეორეს ჯერ კიდევ უჩანდა თავი მესერს ზემოთ.
Well, so short had been the interval that when I found my feet again all was in the same posture, the fellow with the red night-cap still half-way over, another still just showing his head above the top of the stockade.
211631.
განძის კუნძული | თავი 21
თუმცა, ამ ერთ სულისმოთქმაში ბრძოლა დასრულდა და გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა.
And yet, in this breath of time, the fight was over and the victory was ours.
211632.
განძის კუნძული | თავი 21
მეორეს ტყვია მოხვედროდა სათოფურთან იმ დროს, როცა შიგ სახლში ისროდა და ახლა სულთმობრძავი გორავდა.
Another had been shot at a loophole in the very act of firing into the house and now lay in agony.
211633.
განძის კუნძული | თავი 21
მესამე, როგორც მე დავინახე, ექიმმა წააქცია.
A third, as I had seen, the doctor had disposed of at a blow.
211634.
განძის კუნძული | თავი 21
იმასაც ბრძოლის ველზე მიეტოვებინა დაშნა და, სიკვდილის შიშით, დაზაფრული, ისევ ღობეზე გადაფოფხებას ცდილობდა.
And he, having left his cutlass on the field, was now clambering out again with the fear of death upon him.
211635.
განძის კუნძული | თავი 21
მაგრამ მისი სიტყვები უპასუხოდ დარჩა – თოფი არავის უსვრია; უკანასკნელმა მოიერიშემ თავს უშველა და დანარჩენებთან ერთად ტყეში მიიმალა.
But his words were unheeded, no shot was fired, and the last boarder made good his escape and disappeared with the rest into the wood.
211636.
განძის კუნძული | თავი 21
რამდენიმე წამში მოიერიშე გუნდისაგან აღარაფერი დარჩა, გარდა ხუთი დამარცხებულისა, რომელთაგან ოთხი მესერს შიგნით ეგდო, ერთი კი – გარეთ.
In three seconds nothing remained of the attacking party but the five who had fallen, four on the inside and one on the outside of the palisade.
211637.
განძის კუნძული | თავი 21
ექიმი, გრეი და მე თავქუდმოგლეჯილები შევცვივდით თავშესაფარში.
The doctor and Gray and I ran full speed for shelter.
211638.
განძის კუნძული | თავი 21
გადარჩენილებს შეეძლოთ მალე დაბრუნებულიყვნენ, აეღოთ თოფები და ყოველ წამში განეახლებინათ სროლა.
The survivors would soon be back where they had left their muskets, and at any moment the fire might recommence.
211639.
განძის კუნძული | თავი 21
ამასობაში სახლი ცოტა გაწმენდილიყო ბოლისაგან და ერთი თვალის გადავლებით დავინახეთ, რა ფასად დაგვიჯდა გამარჯვება.
The house was by this time somewhat cleared of smoke, and we saw at a glance the price we had paid for victory.
211640.
განძის კუნძული | თავი 21
ჰანტერი ერთ სათოფურთან იწვა გრძნობამიხდილი; მეორე სათოფურთან – ჯოისი, ტყვიით თავგახვრეტილი და სამუდამოდ გაშეშებული.
Hunter lay beside his loophole, stunned; Joyce by his, shot through the head, never to move again.