მოიძებნა 669199 ჩანაწერი
211661.
განძის კუნძული | თავი 22
გრეიმ პირიდან გამოიძრო ჩიბუხის ტარი და სულ გადაავიწყდა, თამბაქოს რომ აბოლებდა, ისე გაშეშდა ამის დანახვაზე.
Gray took his pipe out of his mouth and fairly forgot to put it back again, so thunder-struck he was at this occurrence.
211662.
განძის კუნძული | თავი 22
ექიმი ლივსი გაგიჟდა?
is Dr. Livesey mad?
211663.
განძის კუნძული | თავი 22
ჩემი აზრით, ექიმს რაღაც გეგმა აქვს, და, თუ ალღო არ მატყუებს, ახლა ბენ განის სანახავად უნდა მიდიოდეს.
the doctor has his idea; and if I am right, he's going now to see Ben Gunn.
211664.
განძის კუნძული | თავი 22
მართალი აღმოვჩნდი.
I was right.
211665.
განძის კუნძული | თავი 22
მაგრამ, ამასობაში, რაკი სახლში სულის შემხუთავი სიცხე ჩამოწვა და მესერს შიგნით მოქცეული პატარა ქვიშიანი ნაკვეთიც შუადღის მზემ გაავარვარა, თავში სხვა ფიქრიც მომივიდა, რომელიც სულაც არ იყო სწორი.
but in the meantime, the house being stifling hot and the little patch of sand inside the palisade ablaze with midday sun, I began to get another thought into my head, which was not by any means so right.
211666.
განძის კუნძული | თავი 22
თქვენ წარმოიდგინეთ, ექიმის ბედი შემშურდა, რომელიც გრილ, ჩრდილიან ტევრში მისეირნობდა, ხოლო გარშემო ჩიტები ჭიკჭიკებდნენ და ფიჭვების საამო სუნი იდგა.
What I began to do was to envy the doctor walking in the cool shadow of the woods with the birds about him and the pleasant smell of the pines.
211667.
განძის კუნძული | თავი 22
ამ დროს კი მე პაპანაქებაში ვიხრუკებოდი, სამოსით მიწებებული ვიყავი ცხელ ფისს, თან იმდენი სისხლი ენთხია ჩემ ირგვლივ, იმდენი გვამი ეყარა გარშემო, რომ ეს ადგილი შემზიზღდა.
while I sat grilling, with my clothes stuck to the hot resin, and so much blood about me and so many poor dead bodies lying all around that I took a disgust of the place.
211668.
განძის კუნძული | თავი 22
თუ გნებავთ, სულელი მიწოდეთ (მართლაც სულელური საქმის ჩადენასაც ვაპირებდი), მაგრამ გადაწყვეტილი კი მქონდა, რაც შეიძლებოდა დიდი სიფრთხილით მემოქმედა.
I was a fool, if you like, and certainly I was going to do a foolish, overbold act; but I was determined to do it with all the precautions in my power.
211669.
განძის კუნძული | თავი 22
ეს საგზალი, თუ რაიმე შემემთხვეოდა, მეორე საღამომდე მეყოფოდა.
These biscuits, should anything befall me, would keep me, at least, from starving till far on in the next day.
211670.
განძის კუნძული | თავი 22
შემდეგ წყვილი დამბაჩა ავიღე და რაკი სათოფისწამლე ქვა და ტყვიები უკვე მქონდა, თავი კარგად შეიარაღებულად ჩავთვალე.
The next thing I laid hold of was a brace of pistols, and as I already had a powder-horn and bullets, I felt myself well supplied with arms.
211671.
განძის კუნძული | თავი 22
რაც შეეხებოდა ჩემს გეგმას, თავისთავად ურიგო არ ჩანდა.
As for the scheme I had in my head, it was not a bad one in itself.
211672.
განძის კუნძული | თავი 22
მინდოდა ჩავსულიყავი ისარაზე, რომელიც ნავსადგომს აღმოსავლეთის მხრით გაშლილი ზღვისაგან ჰყოფდა, მეპოვნა წინა საღამოს შენიშნული თეთრი კლდე და გადამემოწმებინა, მართლა იქ ჰქონდა დამალული ნავი ბენ განს თუ არა.
I was to go down the sandy spit that divides the anchorage on the east from the open sea, find the white rock I had observed last evening, and ascertain whether it was there or not that Ben Gunn had hidden his boat.
211673.
განძის კუნძული | თავი 22
მაგრამ, ვინაიდან ზუსტად ვიცოდი, არავინ დამრთავდა ზღუდის გარეთ გასვლის ნებას, ერთადერთი ისღა დამრჩენოდა, უნებართვოდ დავდგომოდი გზას და მალულად გადავმძვრალიყავი მესერზე.
But as I was certain I should not be allowed to leave the enclosure, my only plan was to take French leave and slip out when nobody was watching.
211674.
განძის კუნძული | თავი 22
ჰოდა, ბოლოს ისე მოხდა, რომ საოცრად ხელსაყრელი პირობები შემექმნა.
Well, as things at last fell out, I found an admirable opportunity.
211675.
განძის კუნძული | თავი 22
სკვაირი და გრეი კაპიტანს შველოდნენ ჭრილობის შეხვევაში; ნაპირისაკენ გზა ხსნილი იყო.
The squire and Gray were busy helping the captain with his bandages, the coast was clear.
211676.
განძის კუნძული | თავი 22
გავექანე, მესერზე გადავხტი, შევერიე ხშირ ტყეს და, სანამ ჩემს გაპარვას შენიშნავდნენ, ისე შორს გავედი, რომ ამხანაგები ხმასაც ვეღარ მომაწვდენდნენ.
I made a bolt for it over the stockade and into the thickest of the trees, and before my absence was observed I was out of cry of my companions.
211677.
განძის კუნძული | თავი 22
ეს გახლდათ ჩემი მეორე სიბრიყვე, პირველზე გაცილებით უარესი, რადგან სახლი მხოლოდ ორი ჯანსაღი კაცის ანაბარა მივატოვე.
This was my second folly, far worse than the first, as I left but two sound men to guard the house.
211678.
განძის კუნძული | თავი 22
მაგრამ, პირველის მსგავსად, ესეც ყველას გადასარჩენად ჩავიდინე.
but like the first, it was a help towards saving all of us.
211679.
განძის კუნძული | თავი 22
კუნძულის აღმოსავლეთ ნაპირისაკენ ავიღე გეზი.
I took my way straight for the east coast of the island.
211680.
განძის კუნძული | თავი 22
გადაწყვეტილი მქონდა, ისარასთან როგორმე ისე ჩავსულიყავი, ნავსადგომის მხრიდან ჩემთვის არავის მოეკრა თვალი.
I was determined to go down the sea side of the spit to avoid all chance of observation from the anchorage.