მოიძებნა 669199 ჩანაწერი
211721.
განძის კუნძული | თავი 22
ბოლოს, როცა მხარზე შევიდე ნავი და ბორძიკ-ბორძიკითა და ხელის ცეცებით გამოვიტანე ტაფობიდან, ხომალდის სადგომ ყურეში ორი წერტილიღა ჩანდა.
And when, at last, I shouldered the coracle and groped my way stumblingly out of the hollow where I had supped, there were but two points visible on the whole anchorage.
211722.
განძის კუნძული | თავი 22
ერთი იყო უზარმაზარი კოცონი სანაპიროზე, რომლის გვერდითაც დამარცხებული მეკობრეები ღრეობდნენ.
One was the great fire on shore, by which the defeated pirates lay carousing in the swamp.
211723.
განძის კუნძული | თავი 22
მეორე კი – უბრალო ლაქა წყვდიადში – ღუზაზე მდგარი ხომალდის ადგილსამყოფელს უჩვენებდა.
The other, a mere blur of light upon the darkness, indicated the position of the anchored ship.
211724.
განძის კუნძული | თავი 22
შუქს რომ ვხედავდი, ის მხოლოდ ნისლში არეკლილი სხივები იყო, რომლებიც კიჩოს სარკმლიდან იფრქვეოდა.
What I saw was merely a reflection on the fog of the strong rays that flowed from the stern window.
211725.
განძის კუნძული | თავი 22
უკუქცევა ახლახან დაწყებულიყო და ქვიშის განიერი ზოლი უნდა გამევლო, რომელშიაც კოჭებამდე ჩავეფალი რამდენჯერმე, სანამ უკანდახეული წყლის კიდეს მივაღწევდი.
The ebb had already run some time, and I had to wade through a long belt of swampy sand, where I sank several times above the ankle, before I came to the edge of the retreating water.
211726.
განძის კუნძული | თავი 22
მერე ცოტაზე შევტოპე და ნავი ფსკერით საკმაოდ მარჯვედ დავუშვი ზღვის ზედაპირზე.
Wading a little way in, with some strength and dexterity, set my coracle, keel downwards, on the surface.
211727.
განძის კუნძული | თავი 23
ყველაზე უკეთ ბზრიალ-ტრიალი ემარჯვებოდა.
Turning round and round was the manoeuvre she was best at.
211728.
განძის კუნძული | თავი 23
ბენ განმაც ხომ აღიარა: უცნაური მოსახმარია, სანამ ალღოს არ აუღებო.
Even Ben Gunn himself has admitted that it was queer to handle till you knew her way.
211729.
განძის კუნძული | თავი 23
ისიც ყოველ მხარეს შვრებოდა პირს, გარდა იმ მიმართულებისა, რომელიც მე მინდოდა.
It turned in every direction but the one I was bound to go.
211730.
განძის კუნძული | თავი 23
უმეტესად გემის პარალელურად მიცურავდა და დარწმუნებული ვარ, ხომალდზე ვერასოდეს მოვხვდებოდი, უკუქცევა რომ არ დამხმარებოდა.
the most part of the time we were broadside on, and I am very sure I never should have made the ship at all but for the tide.
211731.
განძის კუნძული | თავი 23
საბედნიეროდ, როგორც არ უნდა მომესვა ნიჩაბი, უკუქცევის ნაკადი მაინც გემისკენ მითრევდა და „ისპანიოლაც“ ზღვაში გასასვლელ სრუტეში ისე იდგა, ძნელად თუ ავცდებოდი მას.
By good fortune, paddle as I pleased, the tide was still sweeping me down; and there lay the Hispaniola right in the fairway, hardly to be missed.
211732.
განძის კუნძული | თავი 23
შემდეგ მისი ანძები და სხეული გამოიკვეთა და თითქმის მაშინვე (რადგან, რაც უფრო შორს მივცურავდი, უკუქცევის დინება მით უფრო სწრაფი ხდებოდა) ღუზის ბაგირთანაც გავჩნდი და ჩავებღაუჭე.
The next moment, as it seemed (for, the farther I went, the brisker grew the current of the ebb), I was alongside of her hawser and had laid hold.
211733.
განძის კუნძული | თავი 23
გემი ისე ძლიერ იზიდებოდა ღუზისაგან, რომ ბაგირი მშვილდის ლარივით მოჭიმულიყო.
The hawser was as taut as a bowstring, and the current so strong she pulled upon her anchor.
211734.
განძის კუნძული | თავი 23
ხომალდის გარშემო, წყვდიადში, უკუქცევის ნაკადი მთის პატარა მდინარესავით შხუოდა და ჩუხჩუხებდა.
All round the hull, in the blackness, the rippling current bubbled and chattered like a little mountain stream.
211735.
განძის კუნძული | თავი 23
ჩემი დანის ერთი გადასმა და ისპანიოლას შურდულივით გააქანებდა დინება.
One cut with my sea-gully and the Hispaniola would go humming down the tide.
211736.
განძის კუნძული | თავი 23
ეს კი კარგი საქმე გახლდათ, მაგრამ მერე მოვისაზრე, რომ უცბად გადაჭრილი მოჭიმული ბაგირი ისევე სახიფათოა, როგორც ტლინკია ცხენი.
So far so good, but it next occurred to my recollection that a taut hawser, suddenly cut, is a thing as dangerous as a kicking horse.
211737.
განძის კუნძული | თავი 23
თუ ასე ტუტუცურად მოვწყვეტდი ღუზას ისპანიოლას, მე და ჩემი ნავი ერთად გადავყირავდებოდით ზღვაში.
If I were so foolhardy as to cut the Hispaniola from her anchor, I and the coracle would be knocked clean out of the water.
211738.
განძის კუნძული | თავი 23
ამან ცოტა შემაფიქრიანა და რომ ისევ არ გაეღიმა ჩემთვის ბედს, ხელი უნდა ამეღო განზრახვაზე.
This brought me to a full stop, and if fortune had not again particularly favoured me, I should have had to abandon my design.
211739.
განძის კუნძული | თავი 23
სიომ, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან უბერავდა, ჩამოღამების შემდეგ სამხრეთ-დასავლეთიდან დაქროლა.
But the light airs which had begun blowing from the south-east and south had hauled round after nightfall into the south-west.
211740.
განძის კუნძული | თავი 23
ჩემდა სასიხარულოდ, ვიგრძენი, როგორ მოეშვა ბაგირი.
To my great joy, I felt the hawser slacken in my grasp.