მოიძებნა 669199 ჩანაწერი
211701.
განძის კუნძული | თავი 22
მივხვდი, რომ თუ ნავის პოვნა იმ საღამოს მინდოდა, აღარ უნდა დამეხანებინა.
I saw I must lose no time if I were to find the boat that evening.
211702.
განძის კუნძული | თავი 22
ბუჩქნარში საკმაოდ მაღლა ამოზიდული თეთრი კლდე ჯერ კიდევ ერთი მერვედი მილის დაშორებით მაინც იქნებოდა ისარაზე.
The white rock, visible enough above the brush, was still some eighth of a mile further down the spit.
211703.
განძის კუნძული | თავი 22
გვარიანი დრო დამჭირდა იქ მისაღწევად, თან ხშირად დაოთხილი მივფორთხავდი ჯაგებში.
It took me a goodish while to get up with it, crawling, often on all fours, among the scrub.
211704.
განძის კუნძული | თავი 22
მის ძირში მწვანე კორდიანი პატარა ტაფობი დაეფარა ბორცვებსა და მუხლამდე სიმაღლის ხშირ ჩირგვნარს.
Right below it there was an exceedingly small hollow of green turf, hidden by banks and a thick underwood about knee-deep.
211705.
განძის კუნძული | თავი 22
ტაფობის შუაგულში იდგა თხის ტყავებისაგან გაკეთებული პატარა კარავი.
And in the centre of the dell, sure enough, a little tent of goat-skins.
211706.
განძის კუნძული | თავი 22
სასწრაფოდ ჩავედი, ავწიე კარვის კალთა და დავინახე ბენ განის ნავი.
I dropped into the hollow, lifted the side of the tent, and there was Ben Gunn's boat.
211707.
განძის კუნძული | თავი 22
მაგარი ხის ტლანქი ჩარჩო, რომელზედაც გადაჭიმული იყო ბალნიანი მხარით შიგ შებრუნებული თხის ტყავები.
a rude, lopsided framework of tough wood, and stretched upon that a covering of goat-skin, with the hair inside.
211708.
განძის კუნძული | თავი 22
ნავი მოცუცქნული ჩანდა თვით ჩემთვისაც და, ვერც წარმომიდგენია, როგორ გაუძლებდა ზრდასრულ ვაჟკაცს.
The boat was extremely small, even for me, and I can hardly imagine that it could have floated with a full-sized man.
211709.
განძის კუნძული | თავი 22
ერთი დასაჯდომი ფიცარი იდო და ისიც, რაც კი შეიძლებოდა, დაბლა; აგრეთვე ჰქონდა ფეხის მისაჭერის მაგვარი რაღაც ცხვირის მხარეს და ორმოსასმელიანი ნიჩაბი.
There was one thwart set as low as possible, a kind of stretcher in the bows, and a double paddle for propulsion.
211710.
განძის კუნძული | თავი 22
მანამდე არ მენახა ისეთი პატარა ნავი, როგორსაც ძველი ბრიტანელები აკეთებდნენ, მაგრამ ახლა ვნახე.
I had not then seen a coracle, such as the ancient Britons made, but I have seen one now.
211711.
განძის კუნძული | თავი 22
ბენ განის ნავი ოდესღაც ადამიანის ხელიდან გამოსულ პირველ და ყველაზე საძაგელ ნიმუშს მიაგავდა.
I can give you no fairer idea of Ben Gunn's boat than by saying it was like the first and the worst coracle ever made by man.
211712.
განძის კუნძული | თავი 22
მაგრამ ძველებური ნავის უპირატესობაც მოეპოვებოდა იმ მხრივ, რომ უზომოდ მსუბუქი და ადვილად გადასატან-გადმოსატანი იყო.
But the great advantage of the coracle it certainly possessed, for it was exceedingly light and portable.
211713.
განძის კუნძული | თავი 22
ამასობაში სხვა აზრი დამებადა და ისე ძალიან მომეწონა, დარწმუნებული ვარ, თვითონ კაპიტანი სმოლეტიც რომ გადამდგომოდა წინ, მაინც განვახორციელებდი.
In the meantime I had taken another notion and become so obstinately fond of it that I would have carried it out, I believe, in the teeth of Captain Smollett himself.
211714.
განძის კუნძული | თავი 22
გული დავაჯერე, რომ მეამბოხეებს დილანდელი მარცხის შემდგომ ყველაზე უფრო მეტად ღუზის ამოღება და ზღვაში გასვლა ეწადათ.
I had quite made up my mind that the mutineers, after their repulse of the morning, had nothing nearer their hearts than to up anchor and away to sea.
211715.
განძის კუნძული | თავი 22
ჩემი აზრით, ამაში ხელის შეშლა კარგი იქნებოდა.
I thought, it would be a fine thing to prevent.
211716.
განძის კუნძული | თავი 22
მე ხომ შევნიშნე, რომ გუშაგები უნავოდ დატოვეს და ვიფიქრე, ეს საქმე არც თუ დიდად სახიფათო შესასრულებელი იქნებამეთქი.
Now that I had seen how they left their watchmen unprovided with a boat, I thought it might be done with little risk.
211717.
განძის კუნძული | თავი 22
მერე დავჯექი და დაბნელებას დაველოდე.
Down I sat to wait for darkness.
211718.
განძის კუნძული | თავი 22
საგანგებოდ გამორჩეული ღამე დადგა ჩემი განზრახვის აღსასრულებლად.
It was a night out of ten thousand for my purpose.
211719.
განძის კუნძული | თავი 22
ნისლმა ზეცა დაფარა.
The fog had now buried all heaven.
211720.
განძის კუნძული | თავი 22
როგორც კი დღის უკანასკნელი სხივები მიილია, განძის კუნძულზე წყვდიადი ჩამოწვა.
As the last rays of daylight disappeared, absolute blackness settled down on Treasure Island.