მოიძებნა 669199 ჩანაწერი
211761.
განძის კუნძული | თავი 23
უკანასკნელი ბიძგით რომ მოვწყდი, ხელი მომიხვდა გემის კიჩოს მოაჯირიდან გადმოკიდებულ წვრილ თოკზე.
Just as I gave the last impulsion, my hands came across a light cord that was trailing overboard across the stern bulwarks.
211762.
განძის კუნძული | თავი 23
მგონი, ეს უბრალო ინსტინქტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, რაკი ერთხელ ხელში მომხვდა თოკი და დამაგრებულიც გამოდგა, ცნობისმოყვარეობამ მძლია და გადავწყვიტე, ერთხელ მაინც შემეხედა კაბინის სარკმელში.
It was at first mere instinct, but once I had it in my hands and found it fast, curiosity began to get the upper hand, and I determined I should have one look through the cabin window.
211763.
განძის კუნძული | თავი 23
თოკზე ავიწიე, როცა ვივარაუდე, საკმაოდ ახლო ვარმეთქი, უდიდესი საფრთხის მიუხედავად, ნახევრად წამოვიმართე და ამგვარად შევძელი კაბინის ჭერისა და ოთახის მცირე ნაწილის მოთვალიერება.
I pulled in hand over hand on the cord, and when I judged myself near enough, rose at infinite risk to about half my height and thus commanded the roof and a slice of the interior of the cabin.
211764.
განძის კუნძული | თავი 23
ამასობაში გემი და მისი პაწია თანამგზავრი გვარიანი სისწრაფით მისრიალებდნენ წყალში.
By this time the schooner and her little consort were gliding pretty swiftly through the water.
211765.
განძის კუნძული | თავი 23
გემი, როგორც ზღვაოსნები იტყვიან, „ლაპარაკობდა“ და თანაც ხმამაღლა; განუწყვეტელი შხუილით მიაპობდა ჭავლისებურ ზვირთებს.
The ship was talking, as sailors say, loudly, treading the innumerable ripples with an incessant weltering splash.
211766.
განძის კუნძული | თავი 23
სანამ სარკმლის რაფის ზემოდან არ გადავიხედე, ვერაფრით ვერ მივხვდი, გუშაგებმა აქამდე რატომ არ ატეხეს განგაში.
Until I got my eye above the window-sill I could not comprehend why the watchmen had taken no alarm.
211767.
განძის კუნძული | თავი 23
დავინახე, ჰენდზი და მისი ამხანაგი სამკვდრო-სასიცოცხლოდ შებმულიყვნენ და ერთმანეთს ხელს უჭერდნენ ყელში.
It showed me Hands and his companion locked together in deadly wrestle, each with a hand upon the other's throat.
211768.
განძის კუნძული | თავი 23
დროულად დავეშვი ნავის დასაჯდომზე, თორემ ცოტაც და წყალში ამოვყოფდი თავს.
I dropped upon the thwart again, none too soon, for I was near overboard.
211769.
განძის კუნძული | თავი 23
ერთხანს აბოლებული ლამპის შუქზე მოქანავე ამ ორი გაშმაგებულ-გაჭარხლებული სახის გარდა ვერას ვხედავდი.
I could see nothing for the moment but these two furious, encrimsoned faces swaying together under the smoky lamp.
211770.
განძის კუნძული | თავი 23
თვალები დავხუჭე, რომ კვლავ სიბნელეს შევჩვეოდი.
I shut my eyes to let them grow once more familiar with the darkness.
211771.
განძის კუნძული | თავი 23
ამასობაში დაუსრულებელი სიმღერაც დაბოლოებულიყო და კოცონთან მყოფმა შეცოტავებულმა გუნდმა ჩემთვის ასე კარგად ნაცნობი სიმღერა შემოსძახა:
The endless ballad had come to an end at last, and the whole diminished company about the camp-fire had broken into the chorus I had heard so often:
211772.
განძის კუნძული | თავი 23
სისწრაფეს უცნაურად მოემატებინა.
The speed in the meantime had strangely increased.
211773.
განძის კუნძული | თავი 23
ისპანიოლამ, რომელსაც რამდენიმე იარდის მანძილზე მივდევდი კისრისტეხით, თითქოს გეზი შეიცვალა და დავინახე, როგორ გამოიკვეთა მისი ანძები ღამის სიბნელეში.
The Hispaniola herself, a few yards in whose wake I was still being whirled along, seemed to stagger in her course, and I saw her spars toss a little against the blackness of the night.
211774.
განძის კუნძული | თავი 23
უფრო რომ დავაკვირდი, დავრწმუნდი, ისიც სამხრეთისაკენ მიექანებოდა.
as I looked longer, I made sure she also was wheeling to the southward.
211775.
განძის კუნძული | თავი 23
უკან მივიხედე და გული კინაღამ საგულედან ამომივარდა.
I glanced over my shoulder, and my heart jumped against my ribs.
211776.
განძის კუნძული | თავი 23
დინების ნაკადი სწორი კუთხით მობრუნებულიყო და მიაქროლებდა მაღალ ხომალდს და პაწია, ათამაშებულ ნავსაც; ორივე თანდათან უფრო აჩქარებით, უფრო ხმამაღალი შხუილით მიისწრაფოდა სრუტეში ღია ზღვისაკენ.
The current had turned at right angles, sweeping round along with it the tall schooner and the little dancing coracle; ever quickening, ever bubbling higher, ever muttering louder, it went spinning through the narrows for the open sea.
211777.
განძის კუნძული | თავი 23
უცბად ჩემ წინ მიმავალმა ხომალდმა მძლავრად მოუხვია – ასე, ოცი გრადუსით მაინც შეტრიალდა.
Suddenly the schooner in front of me gave a violent yaw, turning, perhaps, through twenty degrees.
211778.
განძის კუნძული | თავი 23
იმავე წამს ყვირილიც მოისმა გემიდან.
almost at the same moment one shout followed another from on board.
211779.
განძის კუნძული | თავი 23
გავიგონე ფეხის ბრაგაბრუგიც.
I could hear feet pounding.
211780.
განძის კუნძული | თავი 23
მივხვდი, ორ ლოთს ჩხუბი შეეწყვიტა.
I knew that the two drunkards had at last been interrupted in their quarrel.