მოიძებნა 669199 ჩანაწერი
211741.
განძის კუნძული | თავი 23
ამან მაშინვე გადამაწყვეტინა საქმე.
With that I made my mind up.
211742.
განძის კუნძული | თავი 23
ამოვიღე დანა, კბილით გავხსენი და ერთიმეორის მიყოლებით გადავჭერი ბაგირის ნაგრეხები, სანამ ხომალდი მარტო ორ წვეროზე მოკიდებული არ დარჩა.
I took out my gully, opened it with my teeth, and cut one strand after another, till the vessel swung only by two.
211743.
განძის კუნძული | თავი 23
მთელი ამ ხნის განმავლობაში კაბინიდან ხმამაღალი ლაპარაკი მესმოდა.
All this time I had heard the sound of loud voices from the cabin.
211744.
განძის კუნძული | თავი 23
მაგრამ, მართალი მოგახსენოთ, ისე ვიყავი გართული სხვა ფიქრებში, ყურიც არ მითხოვებია.
But to say truth, my mind had been so entirely taken up with other thoughts that I had scarcely given ear.
211745.
განძის კუნძული | თავი 23
ახლა კი, როცა საქმე აღარ მქონდა, ბეჯითად მივაყურადე.
Now, however, when I had nothing else to do, I began to pay more heed.
211746.
განძის კუნძული | თავი 23
ერთი ნავის მესაჭე, იზრაელ ჰენდზი იყო.
One I recognized for the coxswain's, Israel Hands.
211747.
განძის კუნძული | თავი 23
მეორე, რასაკვირველია, წითელჩაჩიანი იქნებოდა.
The other was, of course, my friend of the red night-cap.
211748.
განძის კუნძული | თავი 23
ეტყობოდა, ორივენი გალეშილები იყვნენ და ისევ განაგრძობდნენ სმას, რადგან ერთ-ერთმა კიჩოს სარკმელი გამოაღო და წყალში რაღაც ისროლა – მგონი, ცარიელი ბოთლი.
Both men were plainly the worse of drink, and they were still drinking, one of them, with a drunken cry, opened the stern window and threw out something, which I divined to be an empty bottle.
211749.
განძის კუნძული | თავი 23
მაგრამ ისინი არა მარტო გამტყვრალიყვნენ, არამედ სასტიკადაც იყვნენ გაშმაგებულები.
But they were not only tipsy; it was plain that they were furiously angry.
211750.
განძის კუნძული | თავი 23
გინება სეტყვასავით მოდიოდა და წარამარა ისეთი ღრიალი ატყდებოდა, რომ, დარწმუნებული ვიყავი, ხელდახელ შეიბნენ-მეთქი.
Oaths flew like hailstones, and every now and then there came forth such an explosion as I thought was sure to end in blows.
211751.
განძის კუნძული | თავი 23
მაგრამ ჩხუბი ყოველთვის მინელდებოდა და ერთხანს უფრო ხმადაბალი ბურტყუნი ისმოდა.
But each time the quarrel passed off and the voices grumbled lower for a while.
211752.
განძის კუნძული | თავი 23
ვიღაც მღეროდა მეზღვაურთა მოსაწყენ, ძველებურ, სევდიან სიმღერას, რომლის ყოველი სტრიქონი ხმის დაწევითა და თრთოლვა- რაკრაკით თავდებოდა და, მომღერალს მოთმინება თუ უღალატებდა, თორემ შეიძლება სულაც არ დასრულებულიყო.
Someone was singing, a dull, old, droning sailor's song, with a droop and a quaver at the end of every verse, and seemingly no end to it at all but the patience of the singer.
211753.
განძის კუნძული | თავი 23
ეს სიმღერა არა ერთხელ მომესმინა მოგზაურობაში და იქიდან ეს სიტყვები დამამახსოვრდა:
I had heard it on the voyage more than once and remembered these words:
211754.
განძის კუნძული | თავი 23
ვიფიქრე, რომ ეს სიმღერა მართლაც შეეფერებოდა იმ ხალხის ნაღვლიან მდგომარეობას, რომელმაც ასეთი მძიმე დანაკლისი განიცადა დილით.
And I thought it was a ditty rather too dolefully appropriate for a company that had met such cruel losses in the morning.
211755.
განძის კუნძული | თავი 23
მაგრამ მათ ქცევას რომ ვუკვირდებოდი, მივხვდი: ეს მეკობრეები ისევე უსულგულონი იყვნენ, როგორც ზღვა, რომელშიაც დაცურავდნენ.
But, indeed, from what I saw, all these buccaneers were as callous as the sea they sailed on.
211756.
განძის კუნძული | თავი 23
ბოლოს სიომ დაუბერა, ხომალდი სიბნელეში გვერდულად მოიწია ახლოს.
At last the breeze came; the schooner sidled and drew nearer in the dark.
211757.
განძის კუნძული | თავი 23
ვიგრძენი, ბაგირი ერთხელ კიდევ მოდუნდა და დანის ერთი გულიანი, მძლავრი დასმით უკანასკნელი წვერებიც გადავკვეთე.
I felt the hawser slacken once more, and with a good, tough effort, cut the last fibres through.
211758.
განძის კუნძული | თავი 23
ამჯერად ქარი უკვე ვეღარ დამეხმარა, ნავი ერთბაშად ვერ შემოვატრიალე და ისპანიოლას ცხვირს მივაწყდი.
The breeze had but little action on the coracle, and I was almost instantly swept against the bows of the Hispaniola.
211759.
განძის კუნძული | თავი 23
ამავე დროს ხომალდმაც იწყო შემობრუნება; ნელ-ნელა ტრიალდებოდა ნაკადში.
At the same time, the schooner began to turn upon her heel, spinning slowly, across the current.
211760.
განძის კუნძული | თავი 23
ბოლოს, როგორც იქნა, მოვახერხე და გავშორდი ჩემს სახიფათო მეზობელს.
At length I was clear of my dangerous neighbour.