მოიძებნა 669199 ჩანაწერი
211821.
განძის კუნძული | თავი 24
მზის მცხუნვარებასა და ზღვის წყალს, რომელიც მესხმებოდა, ზედ მაშრებოდა და სიმლაშით ტუჩებს მიფიცხებდა, გეგონება პირი შეეკრათ, რომ ჩემთვის ყელი აეწვათ და თავი აეტკივებინათ.
The glow of the sun from above, its thousandfold reflection from the waves, the sea-water that fell and dried upon me, caking my very lips with salt, combined to make my throat burn and my brain ache.
211822.
განძის კუნძული | თავი 24
ხეებს ასე ახლოს რომ ვხედავდი, გული მელეოდა, ისე მინდოდა მათი ჩრდილისათვის თავი შემეფარებინა.
The sight of the trees so near at hand had almost made me sick with longing.
211823.
განძის კუნძული | თავი 24
მაგრამ დინებამ იმ კონცხს მალე გამაცილა და უცებ თვალი მოვკარი სანახაობას, რამაც სრულიად შეცვალა ჩემი განზრახვა.
but the current had soon carried me past the point, and as the next reach of sea opened out, I beheld a sight that changed the nature of my thoughts.
211824.
განძის კუნძული | თავი 24
ჩემ წინ, ნახევარი მილის მანძილზე, იალქნებგაშლილი ისპანიოლა დავინახე.
Right in front of me, not half a mile away, I beheld the Hispaniola under sail.
211825.
განძის კუნძული | თავი 24
დარწმუნებული ვიყავი, შემიპყრობდნენ; მაგრამ წყურვილმაც ისე შემაწუხა, რომ აღარც ვიცოდი, გამხარებოდა თუ მწყენოდა მისი დანახვა.
I made sure, of course, that I should be taken; but I was so distressed for want of water that I scarce knew whether to be glad or sorry at the thought.
211826.
განძის კუნძული | თავი 24
სანამ აზრს მოვიკრებდი, ისეთი რამ შევამჩნიე, გაოცებისაგან თვალების დაჭყეტის გარდა აღარაფრის თავი აღარა მქონდა .
Long before I had come to a conclusion, surprise had taken entire possession of my mind and I could do nothing but stare and wonder.
211827.
განძის კუნძული | თავი 24
როცა პირველად მოვკარი თვალი, მისი ყველა იალქანი დაბერილი იყო და გეზი ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ ეჭირა.
When I first sighted her, all her sails were drawing; she was lying a course about north-west.
211828.
განძის კუნძული | თავი 24
დავასკვენი: გემზე მყოფნი ალბათ უკან, ნავსადგომი სრუტისაკენ მიემართებიან და ამიტომ კუნძულის შემოვლას აპირებენ-მეთქი.
I presumed the men on board were going round the island on their way back to the anchorage.
211829.
განძის კუნძული | თავი 24
უცბად უფრო და უფრო დასავლეთისაკენ იწყო გადახვევა.
Presently she began to fetch more and more to the westward.
211830.
განძის კუნძული | თავი 24
თავში გამიელვა, თვალი მომკრეს და ახლა ჩემი დაჭერა განიზრახეს-მეთქი.
I thought they had sighted me and were going about in chase.
211831.
განძის კუნძული | თავი 24
მაგრამ ბოლოს ისპანიოლა პირისპირ შერჩა ქარს, ერთ ადგილას გაიყინა და ერთხანს უმწეოდ იდგა აფართხუნებული აფრებით.
At last, however, Hispaniola fell right into the wind's eye, was taken dead aback, and stood there awhile helpless, with her sails shivering.
211832.
განძის კუნძული | თავი 24
ამასობაში ხომალდი ნელ-ნელა შემოტრიალდა.
Meanwhile the schooner gradually fell off.
211833.
განძის კუნძული | თავი 24
ეს კვლავ და კვლავ გაიმეორა.
Again and again was this repeated.
211834.
განძის კუნძული | თავი 24
ისპანიოლა წინ და უკან, აღმა-დაღმა, ყველა მიმართულებით დაცურავდა ხეთქებითა და წყვეტებით; თანაც ყოველი მოძრაობა ისევე ბოლოვდებოდა, როგორც დაიწყო – ფუჭად აფართხუნებული აფრებით.
To and fro, up and down, north, south, east, and west, the Hispaniola sailed by swoops and dashes, and at each repetition ended as she had begun, with idly flapping canvas.
211835.
განძის კუნძული | თავი 24
მივხვდი, რომ გემს არავინ მართავდა.
It became plain to me that nobody was steering.
211836.
განძის კუნძული | თავი 24
და ეს თუ ასე იყო, მაშ სად გადაიკარგნენ კაცები?
And if so, where were the men?
211837.
განძის კუნძული | თავი 24
ან გალეშილები ეყარნენ მკვდრებივით, ანდა მიატოვეს და, თუ როგორმე მოვახერხებდი მასზე მოხვედრას, შესაძლო იყო, თავისი კაპიტნისათვისაც ჩამებარებინა ხომალდი.
Either they were dead drunk or had deserted her, I thought, and perhaps if I could get on board I might return the vessel to her captain.
211838.
განძის კუნძული | თავი 24
დინებას ნავი და ხომალდი ერთნაირი სიჩქარით მიჰქონდა სამხრეთისაკენ.
The current was bearing coracle and schooner southward at an equal rate.
211839.
განძის კუნძული | თავი 24
რაც შეეხება ამ უკანასკნელის ცურვას, იგი ერთი უცნაური, დამთხვეული და უთავბოლო რამ იყო და ყოველი შემობრუნების დროს გემი იმდენ ხანს იდგა გაშეშებული, რომ წინსვლის მაგიერ თითქოს უკანაც იხევდა.
As for the latter's sailing, it was so wild and intermittent, and she hung each time so long in irons, that she certainly gained nothing, if she did not even lose.
211840.
განძის კუნძული | თავი 24
რომ გამებედა, წამოვმჯდარიყავი და ნიჩაბი მომესვა, ალბათ შევძლებდი კიდეც, დავწეოდი.
If only I dared to sit up and paddle, I made sure that I could overhaul her.