მოიძებნა 669199 ჩანაწერი
211841.
განძის კუნძული | თავი 24
ამ განზრახვას საფრთხის სუნი უდიოდა და თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ფრთას მასხამდა, ხოლო წინა კიბესთან მოთავსებულ წყლის კასრზე ფიქრი სიმამაცესა მიორმაგებდა.
The scheme had an air of adventure that inspired me, and the thought of the water breaker beside the fore companion doubled my growing courage.
211842.
განძის კუნძული | თავი 24
წამოვჯექი თუ არა, თითქმის იმავე წამს გავეხვიე შხეფების კორიანტელში, მაგრამ ამჯერად აღარ ამიღია ხელი განზრახვაზე და მთელი ძალ-ღონითა და სიფრთხილით მოვუსვი ნიჩბები უძრავად მდგარ ისპანიოლასაკენ.
Up I got, was welcomed almost instantly by another cloud of spray, but this time stuck to my purpose and set myself, with all my strength and caution, to paddle after the unsteered Hispaniola.
211843.
განძის კუნძული | თავი 24
ერთხელ იმდენი წყალი შემოასხა ნავში, იძულებული გავხდი, შევჩერებულიყავი და ამომეხაპა.
Once I shipped a sea so heavy that I had to stop and bail.
211844.
განძის კუნძული | თავი 24
მაგრამ ნელ-ნელა მაინც ავუღე ალღო საქმეს და ჩემი ნავი ისე მიმყავდა ტალღებში, რომ მხოლოდ აქა-იქ წაკრავდა სადმე ცხვირს და შემომასხამდა ქაფს სახეში.
but gradually I got into the way of the thing and guided my coracle among the waves, with only now and then a blow upon her bows and a dash of foam in my face.
211845.
განძის კუნძული | თავი 24
სწრაფად ვუახლოვდებოდი გემს.
I was now gaining rapidly on the schooner.
211846.
განძის კუნძული | თავი 24
უკვე ვარჩევდი აქეთ-იქით მოქანავე საჭის თითბრის ბრჭყვიალა სახელურს.
I could see the brass glisten on the tiller as it banged about.
211847.
განძის კუნძული | თავი 24
არც ერთი სულიერი არ გამოჩენილა გემბანზე.
still no soul appeared upon her decks.
211848.
განძის კუნძული | თავი 24
ერთხანს ჩემთვის ყველაზე უარეს მდგომარეობაში იმყოფებოდა გემი – უძრავად იდგა.
For some time the ship had been doing the worse thing possible for me—standing still.
211849.
განძის კუნძული | თავი 24
ყოველთვის, როცა გეზი აერეოდა, იალქნები ნაწილობრივ მაინც იბერებოდა და ამით კვლავ ქარის გავლენის ქვეშ ექცეოდა.
Each time she fell off, her sails partly filled, and these brought her in a moment right to the wind again.
211850.
განძის კუნძული | თავი 24
ბოლოს ხელსაყრელი შემთხვევა მომეცა.
at last, I had my chance.
211851.
განძის კუნძული | თავი 24
ქარი რამდენიმე წამით მინელდა.
The breeze fell for some seconds, very low.
211852.
განძის კუნძული | თავი 24
დინებამ ნელ-ნელა შემოაბრუნა ისპანიოლა ისე, რომ კიჩო მომიშვირა, კაბინის სარკმელი ღია იყო და ლამპაც ისევ ენთო მაგიდაზე.
The current gradually turning her, the Hispaniola revolved slowly round her centre and at last presented me her stern, with the cabin window still gaping open and the lamp over the table still burning.
211853.
განძის კუნძული | თავი 24
მთავარი იალქანი დროშასავით ეკიდა.
The main-sail hung drooped like a banner.
211854.
განძის კუნძული | თავი 24
ბოლო წუთებში გამისწრო კიდეც, მაგრამ ძალ-ღონე ორმაგად დავძაბე და ერთხელ კიდევ შევეცადე, დავწეოდი.
For the last little while I had even lost, but now redoubling my efforts, I began once more to overhaul the chase.
211855.
განძის კუნძული | თავი 24
ასიოდე იარდით არ ვიქნებოდი დაშორებული მისგან, რომ ქარმა კვლავ დაქროლა.
I was not a hundred yards from her when the wind came again in a clap.
211856.
განძის კუნძული | თავი 24
თავდაპირველად სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი, მაგრამ შემდეგ გამიხარდა.
My first impulse was one of despair, but my second was towards joy.
211857.
განძის კუნძული | თავი 24
ხომალდი ჩემკენ წამოვიდა და ჩვენს შორის არსებული მანძილის ჯერ ერთი ნახევარი გამოიარა, შემდეგ ორი მესამედი, მერე სამი მეოთხედიც.
Round the ship came, till she was broadside on to me—round still till she had covered a half and then two thirds and then three quarters of the distance that separated us.
211858.
განძის კუნძული | თავი 24
უკვე ვხედავდი, როგორ მოაპობდა ტალღებს და მის ცხვირწინ წყალი თეთრად როგორ ქაფდებოდა.
I could see the waves boiling white under her forefoot.
211859.
განძის კუნძული | თავი 24
მერე უცებ მივხვდი – ბევრი ფიქრის დრო აღარ მქონდა, ძალიან სწრაფად უნდა მემოქმედა.
And then, of a sudden, I began to comprehend, I had scarce time to think—scarce time to act and save myself.
211860.
განძის კუნძული | თავი 24
თორემ საცაა ჩემ წინ ტალღაზე აყელყელავებული გემი თავზე გადამივლიდა.
I was on the summit of one swell when the schooner came stooping over the next.