მოიძებნა 669199 ჩანაწერი
211881.
განძის კუნძული | თავი 25
მაგრამ როცა გამახსენდა ვაშლის კასრში განაგონი, სიბრალული გამიქრა.
But when I remembered the talk I had overheard from the apple barrel, all pity left me.
211882.
განძის კუნძული | თავი 25
კიჩოსაკენ გავემართე და მთავარ ანძამდე მივაღწიე.
I walked aft until I reached the main-mast.
211883.
განძის კუნძული | თავი 25
ხომალდზე გამოვცხადდი, ბატონო ჰენდზ! – დაცინვით მოვახსენე.
Come aboard, Mr. Hands, I said ironically.
211884.
განძის კუნძული | თავი 25
მან მძიმედ გადმოატრიალა თვალები, მაგრამ იმდენად გამოლენჩებული იყო, გაკვირვება არ დასტყობია.
He rolled his eyes round heavily, but he was too far gone to express surprise.
211885.
განძის კუნძული | თავი 25
ერთადერთი სიტყვის თქმაღა მოახერხა: – ბრენდი!
All he could do was to utter one word - Brandy.
211886.
განძის კუნძული | თავი 25
ვიფიქრე, დასაკარგი დრო არ არის-მეთქი.
It occurred to me there was no time to lose.
211887.
განძის კუნძული | თავი 25
რუკის ძებნაში ყველა დაკეტილი ადგილი.
All the lockfast places had been broken open in quest of the chart.
211888.
განძის კუნძული | თავი 25
იატაკი სქლად დაეფარა ტალახს იმ ადგილებში, სადაც ეს ლოთები სასმელად, ანდა მოსათათბირებლად დამსხდარიყვნენ.
The floor was thick with mud where ruffians had sat down to drink or consult after wading in the marshes round their camp.
211889.
განძის კუნძული | თავი 25
თეთრად შეღებილ და ირგვლივ ჩარჩოშემოვლებულ ტიხრებს ჭუჭყიანი ნახელურები ემჩნეოდა.
The bulkheads, all painted in clear white and beaded round with gilt, bore a pattern of dirty hands.
211890.
განძის კუნძული | თავი 25
გემის რყევაზე კუთხეებში ბლომად მიყრილი ცარიელი ბოთლები წკრიალებდა.
Dozens of empty bottles clinked together in corners to the rolling of the ship.
211891.
განძის კუნძული | თავი 25
ექიმის ერთი სამკურნალო წიგნი გადაშლილი იდო მაგიდაზე.
One of the doctor's medical books lay open on the table.
211892.
განძის კუნძული | თავი 25
ფურცლების ნახევარი ამოეგლიჯათ, ალბათ ჩიბუხების მოსაკიდებლად.
half of the leaves gutted out, I suppose, for pipelights.
211893.
განძის კუნძული | თავი 25
ამ არეულობაში ლამპა ჯერ ისევ ხრჩოლავდა.
In the midst of all this the lamp still cast a smoky glow.
211894.
განძის კუნძული | თავი 25
მარანში შევედი, არც ერთი კასრი აღარ ჩანდა.
I went into the cellar; all the barrels were gone.
211895.
განძის კუნძული | თავი 25
ბოთლების განსაცვიფრებელი რაოდენობა დაეცალათ და გადაეყარათ.
Of the bottles a most surprising number had been drunk out and thrown away.
211896.
განძის კუნძული | თავი 25
ალბათ, რაც ამბოხება დაიწყო, არც ერთი კაცი ფხიზელი აღარ დარჩენილა ფეხზე.
Certainly, since the mutiny began, not a man of them could ever have been sober.
211897.
განძის კუნძული | თავი 25
აქეთ-იქით სიარულში ერთ ბოთლს წავაწყდი, რომელშიაც ცოტაოდენი ბრენდი ჩარჩენილიყო.
Foraging about, I found a bottle with some brandy left.
211898.
განძის კუნძული | თავი 25
ჩემთვის ცოტა ორცხობილა, ცოტა ჩამწნილებული ხილი, ბლომად ჩამიჩი და ერთი ნაჭერი ყველი გამოვქექე.
For myself I routed out some biscuit, some pickled fruits, a great bunch of raisins, and a piece of cheese.
211899.
განძის კუნძული | თავი 25
გემბანზე ამოვედი, საკუთარი მარაგი საჭის უკან შევინახე, ჰენდზისაგან საკმაოდ მოშორებით; სასმელი წყლის კასრს მივადექი, გული ვიჯერე და მხოლოდ შემდეგ მივართვი ჰენდზს ბრენდი.
With these I came on deck, put down my own stock behind the rudder head and well out of the coxswain's reach, went forward to the water-breaker, and had a good deep drink of water, and then, and not till then, gave Hands the brandy.
211900.
განძის კუნძული | თავი 25
სანამ კარგა ბლომად არ მოსვა, პირიდან არ მოუცილებია ბოთლი.
He must have drunk a gill before he took the bottle from his mouth.