მოიძებნა 669199 ჩანაწერი
211861.
განძის კუნძული | თავი 24
ცალი ხელით ძელის გაგრძელებას მოვეჭიდე, ფეხი კი ანძების დასამაგრებელ თოკებს შორის მომიხვდა.
With one hand I caught the jib-boom, while my foot was lodged between the stay and the brace.
211862.
განძის კუნძული | თავი 24
სანამ ქოშინით ვებღაუჭებოდი ძელს, დაჯახების ყრუ ხმაზე მივხვდი, რომ გემი მიაწყდა ნავს, დაამსხვრია და ჩაძირა.
as I still clung there panting, a dull blow told me that the schooner had charged down upon and struck the coracle.
211863.
განძის კუნძული | თავი 24
ისპანიოლადან უკან დასახევი გზა მომეჭრა.
I was left without retreat on the Hispaniola.
211864.
განძის კუნძული | თავი 25
ის-ის იყო, გემის ცხვირიდან წინ გადმოშვერილ ძელზე თავი შევიმაგრე, რომ წინა სამკუთხა აფრამ ისე გაიტყლაშუნა, თითქოს ზარბაზანი დაცალესო და მეორე მხარეს გაიბერა.
I had scarce gained a position on the bowsprit when the flying jib flapped and filled upon the other tack, with a report like a gun.
211865.
განძის კუნძული | თავი 25
მაგრამ მეორე წამს წინა აფრამ კიდევ გაიტყლაშუნა და უქმად ჩამოეკიდა.
but next moment, the other sails still drawing, the jib flapped back again and hung idle.
211866.
განძის კუნძული | თავი 25
ამან კინაღამ ზღვაში გადამიძახა.
This had nearly tossed me off into the sea.
211867.
განძის კუნძული | თავი 25
დრო აღარ დამიკარგავს – მაშინვე წავბობღდი წინა ძელის ძირისაკენ და თავდაყირა გადავეშვი გემბანზე.
I lost no time, crawled back along the bowsprit, and tumbled head foremost on the deck.
211868.
განძის კუნძული | თავი 25
მთავარი აფრა, რომელიც ისევ დაბერილი იყო, კიჩოს ერთ ნაწილს ფარავდა ჩემგან.
The main-sail, which was still drawing, concealed from me a certain portion of the after-deck.
211869.
განძის კუნძული | თავი 25
თავმოტეხილი ცარიელი ბოთლი ცოცხალი არსებასავით აწყდებოდა აქეთ-იქით გემბანიდან წყლის ჩასაწურ ღარებს.
An empty bottle, broken by the neck, tumbled to and fro like a live thing in the scuppers.
211870.
განძის კუნძული | თავი 25
უცბად ისპანიოლა სწორედ ქარში მოხვდა.
Suddenly the Hispaniola came right into the wind.
211871.
განძის კუნძული | თავი 25
ჩემს ზურგს უკან სამკუთხა აფრებმა ხმამაღლა გაიტკაცუნეს.
The jibs behind me cracked aloud.
211872.
განძის კუნძული | თავი 25
იმავე წამს მთავარი აფრის ქვემო ძელმა გადაიწია, იალქნების სამართავმა თოკებმა ჭრიალი დაიწყო და კიჩოს საქარე მხარეც გამოჩნდა.
At the same moment the main-boom swung inboard, the sheet groaning in the blocks, and showed me the lee afterdeck.
211873.
განძის კუნძული | თავი 25
წითელჩაჩიანი გულაღმა ეგდო გაშეშებული, ჯვარცმულივით გაეშალა მკლავები და კბილები დაეკრიჭა; იზრაელ ჰენდზი გემბანის მოაჯირს ზურგმიყუდებული იჯდა, ნიკაპი მკერდზე ჰქონდა დაბჯენილი, ხელები უმწეოდ დაეშვა იატაკზე, მზით გარუჯული სახე კი ქონის სანთელივით გასთეთრებოდა.
Red-cap on his back, as stiff as a handspike, with his arms stretched out like those of a crucifix and his teeth showing through his open lips; Israel Hands propped against the bulwarks, his chin on his chest, his hands lying open before him on the deck, his face as white, under its tan, as a tallow candle.
211874.
განძის კუნძული | თავი 25
ერთხანს გემი გაუხედნავი ცხენივით დგებოდა ყალყზე.
For a while the ship kept bucking and sidling like a vicious horse.
211875.
განძის კუნძული | თავი 25
იალქნები ხან ერთი მიმართულებით იბერებოდა, ხან მეორე და აფრის დასამაგრებელი განივი ძელი ისე ქანაობდა აქეთ-იქით, რომ ანძა ხმამაღლა ჭრიალებდა.
The sails filling, now on one tack, now on another, and the boom swinging to and fro till the mast groaned aloud under the strain.
211876.
განძის კუნძული | თავი 25
მოაჯირის ზემოდან გამუდმებით მოდიოდა შხეფების წვიმა.
Now and again too there would come a cloud of light sprays over the bulwark.
211877.
განძის კუნძული | თავი 25
ხომალდის ცხვირი მძიმედ ეჯახებოდა ტალღებს და ეს ვეება გემი უფრო დიდ განსაცდელში ვარდებოდა, ვიდრე ხელით გამოჩორკნილი ჩემი ნავი, რომელიც ახლა ზღვის ფსკერზე ეგდო.
A heavy blow of the ship's bows against the swell; so much heavier weather was made of it by this great rigged ship than by my home-made, lop-sided coracle, now gone to the bottom of the sea.
211878.
განძის კუნძული | თავი 25
ხომალდის ყოველ შეხტომაზე წითელჩაჩიანი წინ და უკან ცურავდა, მაგრამ საზარელი დასანახი კი იყო – არც მის შესახედაობასა და არც მის კბილებდაკრეჭილ ღიმილს ოდნავადაც არ ეცვლებოდა ნირი.
At every jump of the schooner, red-cap slipped to and fro, but—what was ghastly to behold—neither his attitude nor his fixed teeth-disclosing grin was anyway disturbed by this rough usage.
211879.
განძის კუნძული | თავი 25
ყოველ შეხტომაზე ჰენდზიც თითქოს უფრო და უფრო ძირს ეშვებოდა და გემბანზე წვებოდა.
At every jump too, Hands appeared still more to sink into himself and settle down upon the deck.
211880.
განძის კუნძული | თავი 25
სანამ მას ვათვალიერებდი და საგონებელში ვიყავი ჩავარდნილი, გემის წყნარად დგომისას იზრაელ ჰენდზი ნაწილობრივ შემობრუნდა და ხმადაბალი კვნესითა და ჯახირით იმავე მდგომარეობას დაუბრუნდა, რომელშიაც თავდაპირველად მოვკარი თვალი.
While I was thus looking and wondering, in a calm moment, when the ship was still, Israel Hands turned partly round and with a low moan writhed himself back to the position in which I had seen him first.