მოიძებნა 669199 ჩანაწერი
211921.
განძის კუნძული | თავი 25
ჰოდა, ახლა მისმინე: საჭმელ-სასმელი და ძველი მოსახვევი, ან ცხვირსახოცი მომიტანე ჭრილობის შესახვევად.
Now, look here, you gives me food and drink and a old scarf or ankecher to tie my wound up.
211922.
განძის კუნძული | თავი 25
სულაც არ ვაპირებ კაპიტან კიდის ნავსადგომში დაბრუნებას!
I'm not going back to Captain Kidd's anchorage.
211923.
განძის კუნძული | თავი 25
განზრახული მაქვს, ჩრდილოეთის ყურეში შევიდე და მშვიდად მივაყენო ხომალდი ნაპირს.
I mean to get into North Inlet and beach her quietly there.
211924.
განძის კუნძული | თავი 25
მე ეგრე გამოთაყვანებული ტუტუციც არა ვარ, ბოლოს და ბოლოს.
I am not such an infernal lubber after all.
211925.
განძის კუნძული | თავი 25
მეც ვხედავ, განა არა ვხედავ?
I can see, can't I?
211926.
განძის კუნძული | თავი 25
ვცადე ბედი, ვცადე და წავაგე; მოგებით შენ მოიგე.
I've tried my fling, I have, and I've lost, and it's you has the wind of me.
211927.
განძის კუნძული | თავი 25
რატომაც არა, მე ასარჩევი არაფერი მაქვს, არა!
Why, I haven't no choice, not I!
211928.
განძის კუნძული | თავი 25
მეხის მადლმა, თვით დამნაშავეთა დასასჯელ ნავსაყუდელში შესვლაც რომ გინდოდეს, იმაშიც შეგიწყობ ხელს!
I'd help you sail her up to Execution Dock, by thunder!
211929.
განძის კუნძული | თავი 25
რატომღაც უაზროდაც არ მეჩვენა მისი ნათქვამი.
Well, as it seemed to me, there was some sense in this.
211930.
განძის კუნძული | თავი 25
მაშინვე დავდეთ ხელშეკრულება.
We struck our bargain on the spot.
211931.
განძის კუნძული | თავი 25
სამ წუთში ისპანიოლა უკვე ზურგქარით მსუბუქად მისრიალებდა განძის კუნძულის გასწვრივ.
In three minutes I had the Hispaniola sailing easily before the wind along the coast of Treasure Island.
211932.
განძის კუნძული | თავი 25
საჭის სახელური დავამაგრე, ქვემოთ ჩავედი, მოვნახე ჩემი სკივრი და იქიდან დედაჩემის მოცემული რბილი აბრეშუმის ცხვირსახოცი ამოვიღე.
Then I lashed the tiller and went below to my own chest, where I got a soft silk handkerchief of my mother's.
211933.
განძის კუნძული | თავი 25
ჩემი დახმარებით ჰენდზმა შეიხვია თეძოში მიყენებული, სისხლმდინარი ჭრილობა.
with my aid, Hands bound up the great bleeding stab he had received in the thigh.
211934.
განძის კუნძული | თავი 25
შემდეგ ცოტა დანაყრდა, კვლავ ერთი-ორჯერ მოსვა ბრენდი და შესამჩნევად მომჯობინდა: უფრო სწორედ წამოჯდა, ხმამაღლა და მკაფიოდ დაიწყო ლაპარაკი და სულ სხვა კაცს დაემსგავსა.
After he had eaten a little and had a swallow or two more of the brandy, he began to pick up visibly, sat straighter up, spoke louder and clearer, and looked in every way another man.
211935.
განძის კუნძული | თავი 25
წყნარი ქარი ჩინებულად გვემსახურებოდა.
The breeze served us admirably.
211936.
განძის კუნძული | თავი 25
კუნძულის ნაპირი ჯერ ისევ შორს მოჩანდა და ყოველ წუთში იცვლებოდა ხედები.
The coast of the island flashing by and the view changing every minute.
211937.
განძის კუნძული | თავი 25
მალე გავცდით მაღლობ ადგილს.
Soon we were past the high lands.
211938.
განძის კუნძული | თავი 25
მალე იმასაც ჩავუარეთ და შემოვუხვიეთ კლდოვანი ბორცვის კუთხესთან, რომლითაც კუნძული ბოლოვდებოდა ჩრდილოეთის მხარეს.
Soon we were beyond that again and had turned the corner of the rocky hill that ends the island on the north.
211939.
განძის კუნძული | თავი 25
მე აღფრთოვანებული ვიყავი ჩემი ახალი ძალაუფლებით.
I was greatly elated with my new power.
211940.
განძის კუნძული | თავი 25
ახლა უხვად მქონდა წყალი და მზა საჭმელი.
I had now plenty of water and good things to eat.