მოიძებნა 669199 ჩანაწერი
211941.
განძის კუნძული | თავი 25
სინდისის ქენჯნა, რომელმაც გამოპარვის გამო ძალიან შემაწუხა, მოპოვებულმა დიდმა გამარჯვებამ დამიცხრო.
My conscience, which had smitten me hard for my desertion, was quieted by the great conquest I had made.
211942.
განძის კუნძული | თავი 25
და თან მისი უცნაური ღიმილი, რომელიც განუწყვეტლივ დასთამაშებდა სახეზე.
And his odd smile that appeared continually on his face.
211943.
განძის კუნძული | თავი 25
მაგრამ ამის გარდა, მის გამოხედვას, როცა იგი მზაკვრულად მითვალთვალებდა საქმიანობის დროს, დაცინვის ნაპერწკალი და ღალატის ჩრდილიც დაჰკრავდა.
But there was, besides that, a grain of derision, a shadow of treachery, in his expression as he craftily watched, and watched, and watched me at my work.
211944.
განძის კუნძული | თავი 26
ქარმა, ჩვენდა საბედნიეროდ, ახლა დასავლეთისაკენ გადაინაცვლა.
The wind, serving us to a desire, now hauled into the west.
211945.
განძის კუნძული | თავი 26
უკვე ადვილად შეგვეძლო კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთი კუთხიდან ჩრდილოეთის ყურის შესასვლელში მოვხვედრილიყავით.
We could run so much the easier from the north-east corner of the island to the mouth of the North Inlet.
211946.
განძის კუნძული | თავი 26
ოღონდ, სანამ მოქცევა საკმაოდ მაღლა არ აიწევდა, ღუზაზე დადგომის შესაძლებლობა არ გვქონდა, ვერც ნაპირზე გემის მიყენებას ვბედავდით და მოცდა დაგვჭირდა.
Only, as we had no power to anchor and dared not beach her till the tide had flowed a good deal farther, time hung on our hands.
211947.
განძის კუნძული | თავი 26
ის მასწავლიდა, ერთ ადგილას როგორ შემეკავებინა ხომალდი.
The coxswain told me how to lay the ship to.
211948.
განძის კუნძული | თავი 26
ბევრი ცდის შემდეგ ეს საქმე წარმატებით დავაგვირგვინე და მერე ორივენი ჩუმად მივუსხედით საჭმელს.
after a good many trials I succeeded, and we both sat in silence over another meal.
211949.
განძის კუნძული | თავი 26
ეს ისპანიოლა უბედური გემია, ჯიმ, – განაგრძო მან და თვალი ჩამიკრა.
This here's an unlucky ship, this Hispaniola, Jim, he went on, blinking.
211950.
განძის კუნძული | თავი 26
ამ ისპანიოლაზე ბევრი დაიხოცა.
There's a power of men been killed in this Hispaniola.
211951.
განძის კუნძული | თავი 26
ასეთი ბინძური ბედის მნახველი არა ვარ!
I never seen sich dirty luck, not I.
211952.
განძის კუნძული | თავი 26
ჰოდა... მე არა ვარ ნასწავლი, შენ კი კითხვა და ანგარიში იცი, განათლებული ბიჭი ხარ.
Well now, I'm no scholar, and you're a lad as can read and figure.
211953.
განძის კუნძული | თავი 26
აბა, პირდაპირ მითხარი: როგორ გგონია, მკვდარი მკვდარია და მორჩა და გათავდა, თუ კვლავ გაცოცხლდება?
to put it straight, do you take it as a dead man is dead for good, or do he come alive again?
211954.
განძის კუნძული | თავი 26
თქვენ შეგიძლიათ სხეული მოკლათ, ბატონო ჰენდზ, მაგრამ არა სული.
You can kill the body, Mr. Hands, but not the spirit.
211955.
განძის კუნძული | თავი 26
ეგ აქამდეც უნდა გცოდნოდათ.
you must know that already.
211956.
განძის კუნძული | თავი 26
ო’ბრაიენი ახლა სხვა სამყაროშია და ეგებ კიდეც გვითვალთვალებს იქიდან.
O'Brien there is in another world, and may be watching us.
211957.
განძის კუნძული | თავი 26
რა უბედურება იქნება, თუ ხოცვა-ჟლეტვა დროის ტყუილად ხარჯვა გამოვიდა.
that's unfortunate—appears as if killing parties was a waste of time.
211958.
განძის კუნძული | თავი 26
თუმცა სულები, რაც მე მინახავს, დიდად არც არიან სათვალავში ჩასაგდები.
Howsomever, sperrits don't reckon for much, by what I've seen.
211959.
განძის კუნძული | თავი 26
ვეღარ მომიგონებია სახელი...
I can't hit the name on it.
211960.
განძის კუნძული | თავი 26
ერთი ბოთლი ღვინო ამომიტანე რა, ჯიმ...
You get me a bottle of wine, Jim.