მოიძებნა 669199 ჩანაწერი
211981.
განძის კუნძული | თავი 26
სანამ გონებაში ვწონიდი ჩემი ბედის სიმძიმეს, თან უკან, კაბინისაკენ მივიპარებოდი.
Until that was done I considered that my life would certainly be spared.
211982.
განძის კუნძული | თავი 26
ისევ ჩავიცვი წაღები, სახელდახელოდ წამოვავლე ხელი ღვინიან ბოთლს.
I had slipped once more into my shoes, and laid my hand at random on a bottle of wine.
211983.
განძის კუნძული | თავი 26
ჰენდზი ისე იწვა, როგორც დავტოვე – ფუთასავით იყო მობღუნძული, თვალები ნახევრად დაეხუჭა, თითქოს ისე მისავათებულა, შუქის გაძლების თავი აღარ აქვსო.
Hands lay as I had left him, all fallen together in a bundle and with his eyelids lowered as though he were too weak to bear the light.
211984.
განძის კუნძული | თავი 26
მაინც წამოიხედა ჩემს მისვლაზე.
He looked up, however, at my coming.
211985.
განძის კუნძული | თავი 26
მერე ცოტა ხანს მშვიდად იწვა, თამბაქო ამოიღო და მთხოვა ერთი დაღეჭვა მომიჭერიო.
Then he lay quiet for a little, and then, pulling out a stick of tobacco, begged me to cut him a quid.
211986.
განძის კუნძული | თავი 26
არც დანა მაქვს, არც ძალა მეყოფა, თორემ მე თვითონ ვიზამდი.
I haven't no knife and hardly strength enough, so be as I had.
211987.
განძის კუნძული | თავი 26
ეჰ, ჯიმ, მგონი, წასულია ჩემი საქმე!
Ah, Jim, I reckon I've missed stays!
211988.
განძის კუნძული | თავი 26
მოგიჭრი თამბაქოს, მაგრამ მე რომ თქვენს ადგილას ვიყო და ეგრე ცუდად ვგრძნობდე თავს, თამბაქოს ღეჭვის ნაცვლად ლოცვას შევუდგებოდი, როგორც ქრისტიანს შეშვენის.
I'll cut you some tobacco, but if I was you and thought myself so badly, I would go to my prayers like a Christian man.
211989.
განძის კუნძული | თავი 26
აბა, მითხარი, რატომ?
Now, you tell me why?
211990.
განძის კუნძული | თავი 26
თქვენ ფიცი გატეხეთ; ცხოვრობდით ცოდვიანობასა, სიცრუესა და სისხლისღვრაში.
You've broken your trust; you've lived in sin and lies and blood.
211991.
განძის კუნძული | თავი 26
აგერ ახლაც ცხვირწინ გიგდიათ საკუთარი ხელით მოკლული კაცი და კიდევ მეკითხებით, რატომო!
There's a man you killed lying at your feet this moment, and you ask me why!
211992.
განძის კუნძული | თავი 26
ღმერთს უნდა სთხოვოთ შენდობა, ბატონო ჰენდზ, აი, რატომ!
For God's mercy, Mr. Hands, that's why.
211993.
განძის კუნძული | თავი 26
ცოტა ფიცხად ვლაპარაკობდი, რადგან თვალწინ მედგა მის ჯიბეში ჩამალული სისხლიანი ხანჯალი, რომლითაც, მისი ბოროტი განზრახვით, ჩემთვის უნდა მოეღო ბოლო.
I spoke with a little heat, thinking of the bloody dirk he had hidden in his pocket and designed, in his ill thoughts, to end me with.
211994.
განძის კუნძული | თავი 26
მან კიდევ ბლომად მოსვა ღვინო და არაჩვეულებრივი საზეიმო კილოთი დაიწყო ლაპარაკი:
He, for his part, took a great draught of the wine and spoke with the most unusual solemnity.
211995.
განძის კუნძული | თავი 26
ეს ოცდაათი წელიწადია, ზღვაში დავცურავ, მინახავს ავი და კარგი, უკეთესი და უარესი, კარგი ამინდი და ავდარიც, სურსათის გამოლევაც, დანების ტრიალიც და რაღა არა!
For thirty years, he said, I've sailed the seas and seen good and bad, better and worse, fair weather and foul, provisions running out, knives going, and what not.
211996.
განძის კუნძული | თავი 26
ჰოდა, უნდა გითხრა, არასოდეს მინახავს, რომ კეთილ საქმეს კეთილი ნაყოფი გამოეღოს.
Well, now I tell you, I never seen good come of goodness yet.
211997.
განძის კუნძული | თავი 26
ვინც პირველი დასცხებს, ის მომწონს.
Him as strikes first is my fancy.
211998.
განძის კუნძული | თავი 26
მკვდრები კი აღარ იკბინებიან!
Dead men don't bite.
211999.
განძის კუნძული | თავი 26
მოქცევამ საკმაო დონეს მიაღწია.
The tide's made good enough by now.
212000.
განძის კუნძული | თავი 26
ახლა ჩემი განკარგულებები შეასრულე, კაპიტანო, ჰოკინზ, მალე შევცურდებით ყურეში და საქმესაც მოვითავებთ!
You just take my orders, Captain Hawkins, and we'll sail slap in and be done with it.