მოიძებნა 669199 ჩანაწერი
211961.
განძის კუნძული | თავი 26
ეს ბრენდი ჩემთვის ძალიან მაგარია.
This here brandy's too strong for my head.
211962.
განძის კუნძული | თავი 26
ღვინო რომ არჩია ბრენდის, ეს ხომ სულ ვერ დავიჯერე.
As for the notion of his preferring wine to brandy, I entirely disbelieved it.
211963.
განძის კუნძული | თავი 26
უნდოდა, გემბანიდან გავეტყუებინე.
He wanted me to leave the deck.
211964.
განძის კუნძული | თავი 26
მაგრამ რა განზრახვით, ვერ მივმხვდარიყავი.
but with what purpose I could in no way imagine.
211965.
განძის კუნძული | თავი 26
პირდაპირ ვერასოდეს მისწორებდა თვალებს, აქეთ-იქით აცეცებდა; ხან ცას შეხედავდა, ხან ო’ბრაიენის გვამს გადაჰკრავდა.
His eyes never met mine; they kept wandering to and fro, up and down, now with a look to the sky, now with a flitting glance upon the dead O'Brien.
211966.
განძის კუნძული | თავი 26
თან იღიმებოდა და დამნაშავისა და შეშფოთებულ-დაბნეული კაცის იერით ყოფდა ენას.
All the time he kept smiling and putting his tongue out in the most guilty, embarrassed manner,.
211967.
განძის კუნძული | თავი 26
ბალღიც მიხვდებოდა, რაღაც ღალატი ედო გულში.
A child could have told that he was bent on some deception.
211968.
განძის კუნძული | თავი 26
მაინც გამოვეპასუხე, რადგანაც ვხედავდი, რა უპირატესობა მქონდა მის წინაშე და რომ ასე სასტიკად გამოთაყვანებულისაგან ადვილად შემეძლო ბოლომდე დამეფარა ეჭვები.
I was prompt with my answer, however, for I saw where my advantage lay and that with a fellow so densely stupid I could easily conceal my suspicions to the end.
211969.
განძის კუნძული | თავი 26
თეთრი გნებავთ თუ წითელი?
Will you have white or red?
211970.
განძის კუნძული | თავი 26
მაშ, პორტვეინს მოგიტან, ბატონო ჰენდზ.
I'll bring you port, Mr. Hands.
211971.
განძის კუნძული | თავი 26
მაგრამ ბევრი ძებნა კი დამჭირდება.
But I'll have to dig for it.
211972.
განძის კუნძული | თავი 26
ამის შემდეგ რაც შემეძლო დიდი ბრახაბრუხით დავეშვი კიბეზე, გავიძრე წაღები, ჩუმად გავირბინე ტალანი, ავედი წინაერდოს კიბეზე და გამოვყავი თავი.
With that I scuttled down the companion with all the noise I could, slipped off my shoes, ran quietly along the sparred gallery, mounted the forecastle ladder, and popped my head out.
211973.
განძის კუნძული | თავი 26
ჰენდზი წამოწეულიყო ხელებსა და მუხლებზე და, მიუხედავად იმისა, რომ ფეხი აშკარად ძალიან სტკიოდა მოძრაობის დროს, რასაც მისი თავშეკავებული კვნესა მოწმობდა, მაინც გვარიანი სიმკვირცხლით მიფორთხავდა გემბანზე.
He had risen from his position to his hands and knees, and though his leg obviously hurt him pretty sharply when he moved—for I could hear him stifle a groan—yet it was at a good, rattling rate that he trailed himself across the deck.
211974.
განძის კუნძული | თავი 26
ნახევარ წუთში მარცხენა მხრის წყლის ჩასაწრეტ ღარებს მიაღწია და თოკის გორგალიდან ტარამდე სისხლით გასვრილი დანა, უფრო სწორედ, მოკლე ხანჯალი ამოაძრო.
In half a minute he had reached the port scuppers and picked, out of a coil of rope, a long knife, or rather a short dirk, discoloured to the hilt with blood.
211975.
განძის კუნძული | თავი 26
ერთ წამს ყბადაფჩენილი დაჰყურებდა.
He looked upon it for a moment, thrusting forth his under jaw.
211976.
განძის კუნძული | თავი 26
სასწრაფოდ ქურთუკის უბეში ჩამალა და ისევ წაბობღდა თავის ძველი ადგილისაკენ მოაჯირთან.
He hastily concealed it in the bosom of his jacket, trundled back again into his old place against the bulwark.
211977.
განძის კუნძული | თავი 26
მეც მხოლოდ ამის გაგება მინდოდა.
This was all that I required to know.
211978.
განძის კუნძული | თავი 26
იზრაელს შეეძლო აქეთ-იქით მოძრაობა, შეიარაღებულიც ბრძანდებოდა და, რაკი ძალიან ცდილობდა ჩემს სხვაგან გატყუებას, აშკარა იყო, მისგან მიზანში ამოღებული მსხვერპლი მე უნდა ვყოფილიყავი.
Israel could move about, he was now armed, and if he had been at so much trouble to get rid of me, it was plain that I was meant to be the victim.
211979.
განძის კუნძული | თავი 26
მაინც დარწმუნებული ვიყავი, ერთ საკითხში ჯერ კიდევ შემეძლო მისი ნდობა – ამ საკითხში ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა – ეს გახლდათ ხომალდის გადარჩენის საქმე.
Yet I felt sure that I could trust him in one point, since in that our interests jumped together, and that was in the disposition of the schooner.
211980.
განძის კუნძული | თავი 26
ორივეს გვინდოდა, რაც შეიძლება ფრთხილად მიგვეყენებინა იგი დაცულ ადგილას.
We both desired to have her stranded safe enough, in a sheltered place.