მოიძებნა 669199 ჩანაწერი
212001.
განძის კუნძული | თავი 26
ჩრდილოეთის ნავსადგომში შესასვლელი არა მარტო ვიწრო და მეჩეჩიანი იყო, არამედ აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენაც ისე იყო მოწყობილი, რომ შიგნით მოხვედრისათვის ხომალდს მარჯვედ მართვა ესაჭიროებოდა.
The entrance to this northern anchorage was not only narrow and shoal, but lay east and west, so that the schooner must be nicely handled to be got in.
212002.
განძის კუნძული | თავი 26
მე მგონი, კარგი, მკვირცხლი ხელქვეითი ვიყავი და ჰენდზიც ჩინებული მესაჭე გახლდათ.
I think I was a good, prompt subaltern, and I am very sure that Hands was an excellent pilot.
212003.
განძის კუნძული | თავი 26
აქეთ-იქით ვუხვევდით, მივძვრებოდით და ნაპირების გასწვრივ ისეთი თავდაჯერებულობით მივცურავდით, რომ პირდაპირ საამო სანახავი იყო.
For we went about and about and dodged in, shaving the banks, with a certainty and a neatness that were a pleasure to behold.
212004.
განძის კუნძული | თავი 26
როგორც კი შესავალში აქეთ-იქით მოჯრილ კონცხებს გავცდით, ხმელეთის ტყვეობაში აღმოვჩნდით.
Scarcely had we passed the heads before the land closed around us.
212005.
განძის კუნძული | თავი 26
ჩრდილოეთის ყურის ნაპირებიც ისეთივე ხშირ ტყეს დაეფარა, როგორსაც სამხრეთის ნავსადგომისა.
The shores of North Inlet were as thickly wooded as those of the southern anchorage.
212006.
განძის კუნძული | თავი 26
მაგრამ უფრო გრძელი და ვიწრო იყო და მდინარის განიერ შესართავს წარმოადგენდა.
But the space was longer and narrower and more like, what in truth it was, the estuary of a river.
212007.
განძის კუნძული | თავი 26
სწორედ ჩვენ წინ სამხრეთ ბოლოსთან დავინახეთ დაშლისა და ლპობის უკანასკნელ საფეხურს მიღწეული დაღუპული გემი.
Right before us, at the southern end, we saw the wreck of a ship in the last stages of dilapidation.
212008.
განძის კუნძული | თავი 26
სამანძიანი დიდი ხომალდი, რომელიც იმდენ ხანს გდებულიყო უპატრონოდ ავდარში, რომ ზღვის ნოტიო მცენარეების ვეება ქსელში გახვეულიყო.
It had been a great vessel of three masts but had lain so long exposed to the injuries of the weather that it was hung about with great webs of dripping seaweed.
212009.
განძის კუნძული | თავი 26
გემბანზეც ბუჩქები ამოსულიყო და მრავლად ყვაოდა.
On the deck of it shore bushes had taken root and now flourished thick with flowers.
212010.
განძის კუნძული | თავი 26
სევდიანი სანახაობა გახლდათ, მაგრამ ეს მაინც იმას ადასტურებდა, რომ ნავსადგომი წყნარი იყო.
It was a sad sight, but it showed us that the anchorage was calm.
212011.
განძის კუნძული | თავი 26
შეხედე, მგონი ჩინებული ადგილია გემის მისაყენებლად.
there's a pet bit for to beach a ship in.
212012.
განძის კუნძული | თავი 26
ნაპირს რომ მივადგეთ, მერე როგორღა დავაღწევთ აქედან თავს?
And once beached, how shall we get her off again?
212013.
განძის კუნძული | თავი 26
ბოლო უკან წამოიღო, დაახვიო ჯალამბარს და დაუცადო მოქცევას.
bring it back, take a turn around the capstan, and lie to for the tide.
212014.
განძის კუნძული | თავი 26
აბა, ბიჭიკო, ახლა მაგრად იყავი.
And now, boy, you stand by.
212015.
განძის კუნძული | თავი 26
ასე იძლეოდა ბრძანებებს და მეც ხმისამოუღებლად ვემორჩილებოდი, სანამ მოულოდნელად არ შეჰყვირა:
So he issued his commands, which I breathlessly obeyed, till, all of a sudden, he cried.
212016.
განძის კუნძული | თავი 26
ღონივრად დავაწექი საჭეს, ისპანიოლა სწრაფად შემობრუნდა და ცხვირით გაექანა დაბალი, ტყიანი ნაპირისაკენ.
And I put the helm hard up, and the Hispaniola swung round rapidly and ran stem on for the low, wooded shore.
212017.
განძის კუნძული | თავი 26
ამ უკანასკნელი საქმიანობით აღგზნებულმა ვეღარ მოვახერხე თვალყური მედევნებინა ჰენდზისათვის, რომელსაც აქამდე საკმაოდ ფხიზლად ვუთვალთვალებდი.
The excitement of these last manoeuvres had somewhat interfered with the watch I had kept hitherto, sharply enough, upon the coxswain.
212018.
განძის კუნძული | თავი 26
ისე გატაცებით ველოდი, როდის შეეხებოდა ხომალდი მიწას, რომ სულ გადამვარდა გულიდან საფრთხე, რომელიც თავს დამტრიალებდა.
Even then I was still so much interested, waiting for the ship to touch, that I had quite forgot the peril that hung over my head.
212019.
განძის კუნძული | თავი 26
ორივემ ხმამაღლა შევყვირეთ, როცა ერთმანეთს თვალი თვალში გავუყარეთ; მაგრამ ჩემი ხმა თუ თავზარდაცემის ცივი კივილი იყო, მისი საჭიდაოდ გამზადებული მოზვერის გავეშებულ ღრიალს ჰგავდა.
We must both have cried out aloud when our eyes met, but while mine was the shrill cry of terror, his was a roar of fury like a charging bully's.
212020.
განძის კუნძული | თავი 26
იგი წინ გამოექანა, მე განზე გავხტი გემის ცხვირისაკენ.
He threw himself forward and I leapt sideways towards the bows.