მოიძებნა 669199 ჩანაწერი
212021.
განძის კუნძული | თავი 26
სანამ გონს მოვიდოდა, თავს ვუშველე, გამოვვარდი იმ კუთხიდან, სადაც მან ხაფანგში მიმიმწყვდია და ახლა მთელი გემბანი წინ მქონდა აქეთ-იქით გასასხლტომად.
Before he could recover, I was safe out of the corner where he had me trapped, with all the deck to dodge about.
212022.
განძის კუნძული | თავი 26
მთავარი ანძის წინ დავდექი, ამოვიღე ჯიბიდან დამბაჩა, მშვიდად დავუმიზნე და, მართალია, იგი უკვე შემობრუნდა და ერთხელ კიდევ ჯიქურ წამოვიდა ჩემკენ, სასხლეტს დავაწექი.
Just forward of the main-mast I stopped, drew a pistol from my pocket, took a cool aim, though he had already turned and was once more coming directly after me, and drew the trigger.
212023.
განძის კუნძული | თავი 26
ჩახმახმა დაიჩხაკუნა, მაგრამ არც დაკვესება მოჰყოლია, არც სროლის ხმა – თურმე ფალია დასველებულიყო და გამოუსადეგარი გამხდარიყო.
The hammer fell, but there followed neither flash nor sound; the priming was useless with sea-water.
212024.
განძის კუნძული | თავი 26
თავბედი ვიწყევლე წინდაუხედაობისათვის.
I cursed myself for my neglect.
212025.
განძის კუნძული | თავი 26
რატომ ადრევე არ გავტენე ჩემი ერთადერთი იარაღი და ფალიასაც არ გამოვუცვალე თოფისწამალი?
Why had not I, long before, reprimed and reloaded my only weapons?
212026.
განძის კუნძული | თავი 26
მაშინ ხომ უმწეო კრავივით აღარ ვირბენდი ამ ყასბის წინაშე?
Then I should not have been as now, a mere fleeing sheep before this butcher.
212027.
განძის კუნძული | თავი 26
შეჭაღარავებული თმა სახეზე ჩამოშლოდა, სახეც სიჩქარისა და სიშმაგისაგან ჭარხალივით გასწითლებოდა.
His grizzled hair tumbling over his face, and his face itself as red as a red ensign with his haste and fury.
212028.
განძის კუნძული | თავი 26
მეორე დამბაჩის ცდისთვის დრო აღარ მქონდა და, მართალი გითხრათ, არც ძალიან მომინდომებია მისი ხმარება, რადგან, დარწმუნებული ვიყავი, არც ის ივარგებდა.
I had no time to try my other pistol, nor indeed much inclination, for I was sure it would be useless.
212029.
განძის კუნძული | თავი 26
ერთი რამ ცხადი იყო: მის წინაშე უბრალოდ არ უნდა დამეხია უკან, თორემ მალე მიმიმწყვდევდა გემის ცხვირთან.
One thing I saw plainly: I must not simply retreat before him, or he would speedily hold me boxed into the bows, as a moment since he had so nearly boxed me in the stern.
212030.
განძის კუნძული | თავი 26
უკანასკნელი რამ, რასაც ამქვეყნად შევიგრძნობდი, ცხრა თუ ათი გოჯის სიღრმეზე ჩემს სხეულში გაყრილი სისხლიანი ხანჯლისაგან მიყენებული ტკივილი იქნებოდა.
Once so caught, and nine or ten inches of the bloodstained dirk would be my last experience on this side of eternity.
212031.
განძის კუნძული | თავი 26
ხელები აქეთ-იქიდან შემოვაჭდე მთავარ ანძას, რომელიც გვარიანი მსხვილი იყო და მთელი ძალების დაძაბვით შევუდექი ცდას.
I placed my palms against the main-mast, which was of a goodish bigness, and waited, every nerve upon the stretch.
212032.
განძის კუნძული | თავი 26
რაკი დაინახა, გასხლტომას აპირებსო, ისიც შედგა და ჩემი მოტყუება სცადა: საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდა.
Seeing that I meant to dodge, he also paused; and a moment or two passed in feints on his part and corresponding movements upon mine.
212033.
განძის კუნძული | თავი 26
მაინც, როგორც მოგახსენეთ, ეს ბავშვური სათამაშო იყო და ვიფიქრე, ეს ლოთი, თეძოში დაჭრილი ხნიერი მეზღვაური მაინც ვერ მაჯობებს-მეთქი.
Still, as I say, it was a boy's game, and I thought I could hold my own at it against an elderly seaman with a wounded thigh.
212034.
განძის კუნძული | თავი 26
ორივენი ძირს დავეცით და თითქმის ერთად ჩავგორდით ჩასაწრეტ ღარებთან.
We were both of us capsized in a second, and both of us rolled, almost together, into the scuppers.
212035.
განძის კუნძული | თავი 26
მკლავებგაშლილი მკვდარი წითელჩაჩიანიც თან მოგვყვა.
The dead red-cap, with his arms still spread out, tumbling stiffly after us.
212036.
განძის კუნძული | თავი 26
ერთმანეთთან ძალიან ახლოს მოვხვდით: თავი ჰენდზის ფეხს ისეთი ძალით დავეტაკე, რომ კბილებმა ჭახანი მოიღო.
So near were we, indeed, that my head came against the Hand's foot with a crack that made my teeth rattle.
212037.
განძის კუნძული | თავი 26
მიუხედავად დაჯახებისა, პირველად მე წამოვხტი, რადგან ჰენდზს მკვდრის გვამი დაეცა ზემოდან.
Blow and all, I was the first afoot again, for Hands had got involved with the dead body.
212038.
განძის კუნძული | თავი 26
ხომალდის დახრამ გემბანზე სარბენი ასპარეზი მოსპო.
The sudden canting of the ship had made the deck no place for running on.
212039.
განძის კუნძული | თავი 26
სხვა ღონე უნდა გამომეძებნა თავის გადასარჩენად და თანაც სასწრაფოდ, რადგან მტერი თითქმის ზედ მყავდა მომდგარი.
I had to find some new way of escape, and that upon the instant, for my foe was almost touching me.
212040.
განძის კუნძული | თავი 26
ფიქრის უსწრაფესად ვტაცე ხელი უკანა ანძის იალქნის დასამაგრებელ თოკებს, ზედ ავცოცდი და მანამ არ მოვითქვი სული, სანამ ანძის ზემო ჯვარედინ ძელზე არ შემოვჯექი.
Quick as thought, I sprang into the mizzen shrouds, rattled up hand over hand, and did not draw a breath till I was seated on the cross-trees.