მოიძებნა 669199 ჩანაწერი
212061.
განძის კუნძული | თავი 27
მაგრამ ნამდვილად მკვდარი იყო, რადგანაც ტყვიაც მოხვდა და წყალშიაც დაიხრჩო.
But he was dead enough, for all that, being both shot and drowned.
212062.
განძის კუნძული | თავი 27
ცხელი სისხლი ზურგსა და მკერდზე ჩამომდიოდა.
The hot blood was running over my back and chest.
212063.
განძის კუნძული | თავი 27
ხელები ისე მაგრად მოვუჭირე ძელს, რომ ფრჩხილები ამტკივდა.
I clung with both hands till my nails ached.
212064.
განძის კუნძული | თავი 27
თვალები დავხუჭე, თითქოს ამით მოვიშორე თავიდან საფრთხე.
I shut my eyes as if to cover up the peril.
212065.
განძის კუნძული | თავი 27
ნელ-ნელა მოვედი გონს, მაჯისცემა დამიწყნარდა და მხნეობაც დამიბრუნდა.
Gradually my mind came back again, my pulses quieted down to a more natural time, and I was once more in possession of myself.
212066.
განძის კუნძული | თავი 27
პირველ ყოვლისა, ხანჯლის ამოძრობა მოვინდომე, მაგრამ ძალიან მაგრად იყო ჩარჭობილი.
It was my first thought to pluck forth the dirk, but either it stuck too hard.
212067.
განძის კუნძული | თავი 27
ჩემდა გასაოცრად, ამ აცახცახებამ მიშველა.
Oddly enough, that very shudder did the business.
212068.
განძის კუნძული | თავი 27
ხანჯალი თურმე ისე იყო ნასროლი, რომ თითქმის ამცდა, მხოლოდ კანით მიჭერდა და ამ ცახცახის დროს მოვწყდი კიდეც მას.
The knife, in fact, had come the nearest in the world to missing me altogether; it held me by a mere pinch of skin, and this the shudder tore away.
212069.
განძის კუნძული | თავი 27
სისხლის დენამ, რასაკვირველია, იმატა, მაგრამ მე კვლავ ჩემი თავის ბატონპატრონი ვიყავი და მარტო ჩემი ხიფთანი და პერანგიღა იყო მიკრული ანძას.
The blood ran down the faster, to be sure, but I was my own master again and only tacked to the mast by my coat and shirt.
212070.
განძის კუნძული | თავი 27
ესენიც ერთი გაქნევით ავგლიჯე და მერე მარჯვენა მხარეს დამაგრებული თოკებით გემბანზე დავეშვი.
These last I broke through with a sudden jerk, and then regained the deck by the starboard shrouds.
212071.
განძის კუნძული | თავი 27
ასე დამფრთხალს რაღა გამაბედვინებდა წყალზე გადაკიდებული მარცხენა მხარის თოკებზე ჩასვლას, რომლებიდანაც ახლახან იზრაელი გადაეშვა.
For nothing in the world would I have again ventured, shaken as I was, upon the overhanging port shrouds from which Israel had so lately fallen.
212072.
განძის კუნძული | თავი 27
ჩავედი ქვემოთ და, როგორც შემეძლო, მოვუარე ჩემს ჭრილობას.
I went below and did what I could for my wound.
212073.
განძის კუნძული | თავი 27
მტკიოდა, სისხლიც ბლომად მდიოდა, მაგრამ ჭრილობა არც ღრმა იყო, არც სახიფათო და არც ძალიან მაწუხებდა.
it pained me a good deal and still bled freely, but it was neither deep nor dangerous, nor did it greatly gall me.
212074.
განძის კუნძული | თავი 27
მივიხედ-მოვიხედე და, რაკი ახლა გემი მთლად ჩემს საკუთრებად დავიგულე, გადავწყვიტე, თავიდან მომეშორებინა მისი უკანასკნელი მგზავრი – ო’ბრაიენის ცხედარი.
Then I looked around me, and as the ship was now, in a sense, my own, I began to think of clearing it from its last passenger—the dead man, O'Brien.
212075.
განძის კუნძული | თავი 27
ის, როგორც მოგახსენეთ, მოაჯირთან დავარდა და იქვე იწვა საზარელი, უშნო თოჯინასავით.
He had pitched, as I have said, against the bulwarks, where he lay like some horrible, ungainly sort of puppet.
212076.
განძის კუნძული | თავი 27
ამ მდგომარეობაში ადვილად შემეძლო საქმისთვის თავის გართმევა, ამდენ ტრაგიკულ ფათერაკებს შეჩვეულს მკვდრებისადმი თითქმის ყოველი შიში გამიქრა.
In that position I could easily have my way with him, and as the habit of tragical adventures had worn off almost all my terror for the dead.
212077.
განძის კუნძული | თავი 27
ამიტომ ისე მოვკიდე წელში ხელი, თითქოს ქატოთი სავსე ტომარა ყოფილიყო და ერთი კარგი გაქნევით წყალში გადავუძახე.
I took him by the waist as if he had been a sack of bran and with one good heave, tumbled him overboard.
212078.
განძის კუნძული | თავი 27
წითელი ჩაჩი მოსძვრა, ზედაპირზე ატივტივდა და როგორც კი წყალი დადგა, დავინახე: იზრაელის გვერდით ჩავარდნილიყო.
the red cap came off and remained floating on the surface; and as soon as the splash subsided, I could see him and Israel lying side by side.
212079.
განძის კუნძული | თავი 27
ახლა მარტო დავრჩი გემზე.
I was now alone upon the ship.
212080.
განძის კუნძული | თავი 27
უკუქცევაც დაიწყო.
the tide had just turned.