მოიძებნა 669199 ჩანაწერი
212081.
განძის კუნძული | თავი 27
მზის ჩასვლას ისე ცოტა აკლდა, რომ დასავლეთ ნაპირზე მდგარი ფიჭვების ჩრდილმა უკვე ნავსადგომს მოაღწია და გემბანზე თარგებივით გამოისახა.
The sun was within so few degrees of setting that already the shadow of the pines upon the western shore began to reach right across the anchorage and fall in patterns on the deck.
212082.
განძის კუნძული | თავი 27
საღამოს ნიავიც ამოიჭრა და, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი აღმოსავლეთიდან კარგად იყო დაცული ორწვერი ბორცვით, ანძა-იალქნების თოკები ზუზუნით დაიჭიმა და უქმად მყოფი აფრებიც აფართხუნდა.
The evening breeze had sprung up, and though it was well warded off by the hill with the two peaks upon the east, the cordage had begun to sing a little softly to itself and the idle sails to rattle to and fro.
212083.
განძის კუნძული | თავი 27
მივხვდი, გემს საფრთხე ემუქრებოდა.
I began to see a danger to the ship.
212084.
განძის კუნძული | თავი 27
სამკუთხა იალქნები სასწრაფოდ ჩამოვუშვი და გემბანზე მოვათავსე, მაგრამ მთავარი აფრის მოვლა უფრო ძნელი გამოდგა.
The jibs I speedily doused and brought tumbling to the deck, but the main-sail was a harder matter.
212085.
განძის კუნძული | თავი 27
რა თქმა უნდა, როცა გემი გადაიხარა, იალქნის დასამაგრებელმა ძელმაც გადაიწია და მისი თავი და იალქნის ერთი-ორი ფუტიც წყალში აღმოჩნდა.
Of course, when the schooner canted over, the boom had swung out-board, and the cap of it and a foot or two of sail hung even under water.
212086.
განძის კუნძული | თავი 27
ჩემი აზრით, ეს კიდევ უფრო ართულებდა მდგომარეობას; ცოტა მეშინოდა კიდეც ხელის ხლებისა.
I thought this made it still more dangerous; I half feared to meddle.
212087.
განძის კუნძული | თავი 27
ბოლოს დანა ამოვიღე და იალქნის ასაწევი თოკები გადავჭერი.
At last I got my knife and cut the halyards.
212088.
განძის კუნძული | თავი 27
მაშინვე აფრის ზემო კუთხე ძირს ჩამოვარდა და დაშვებული იალქნის ვეება მუცელი წყლის ზედაპირზე ატივტივდა.
The peak dropped instantly, a great belly of loose canvas floated broad upon the water.
212089.
განძის კუნძული | თავი 27
ეს იყო და ეს, რის გაკეთებაც შევძელი.
that was the extent of what I could accomplish.
212090.
განძის კუნძული | თავი 27
დანარჩენ საქმეში ისპანიოლაც ისევე უნდა მინდობოდა ბედს, როგორც მე.
For the rest, the Hispaniola must trust to luck, like myself.
212091.
განძის კუნძული | თავი 27
ამასობაში მთელ ნავსადგომს ჩრდილი გადაეფარა.
By this time the whole anchorage had fallen into shadow.
212092.
განძის კუნძული | თავი 27
უკანასკნელი სხივები ხეებს შორის იპარებოდა და დაღუპული გემის აფრებზე მეფის სამოსელის პატიოსანი თვლებივით ბრჭყვიალებდა.
The last rays, I remember, falling through a glade of the wood and shining bright as jewels on the flowery mantle of the wreck.
212093.
განძის კუნძული | თავი 27
შემცივდა, უკუქცევა სწრაფად მიიწევდა ზღვისაკენ და ხომალდი უფრო და უფრო იხრებოდა ცალ მხარეს.
It began to be chill; the tide was rapidly fleeting seaward, the schooner settling more and more on her beam-ends.
212094.
განძის კუნძული | თავი 27
წინ გავცოცდი და გადავიხედე.
I scrambled forward and looked over.
212095.
განძის კუნძული | თავი 27
წყალი წელამდეც არ მომწვდა.
The water scarcely reached my waist.
212096.
განძის კუნძული | თავი 27
ქვიშა მყარი იყო და მეც მხნედ გავტოპე ნაპირისაკენ, მივატოვე გვერდზე გადახრილი ისპანიოლა, რომლის მთავარი იალქანი ფართოდ გადმოკიდებულიყო უბის ზედაპირზე.
the sand was firm and covered with ripple marks, and I waded ashore in great spirits, leaving the Hispaniola on her side, with her main-sail trailing wide upon the surface of the bay.
212097.
განძის კუნძული | თავი 27
დაახლოებით ამავე დროს მზეც ჩაესვენა და ბინდბუნდში მოტორტმანე ფიჭვებს შორის ნიავმა დაუბერა.
About the same time, the sun went fairly down and the breeze whistled low in the dusk among the tossing pines.
212098.
განძის კუნძული | თავი 27
ბოლოს და ბოლოს, ნაპირზე დავბრუნდი და თანაც არცთუ ხელცარიელი.
At last, I was off the sea, nor had I returned thence emptyhanded.
212099.
განძის კუნძული | თავი 27
აქ იდგა გემი, საბოლოოდ გათავისუფლებული მეკობრეთაგან და სრულიად გამზადებული ჩვენი ხალხისათვის.
There lay the schooner, clear at last from buccaneers and ready for our own men.
212100.
განძის კუნძული | თავი 27
სული მიმდიოდა, სანამ მესერს შიგნით მოვხვდებოდი და ჩემი მონაპოვრით ტრაბახს დავიწყებდი.
I had nothing nearer my fancy than to get home to the stockade and boast of my achievements.