მოიძებნა 669199 ჩანაწერი
212141.
განძის კუნძული | თავი 27
ერთი კაცი ძელურიდან გავიდა და მალევე შემობრუნდა ანთებული მუგუზლით.
And one of the men left the log-house and presently returned with a lighted brand.
212142.
განძის კუნძული | თავი 28
ჩირაღდნის წითელმა შუქმა ძელური გაანათა და ჩემი ყველაზე ცუდი წინათგრძნობა გამართლდა.
The red glare of the torch, lighting up the interior of the block house, showed me the worst of my apprehensions realized.
212143.
განძის კუნძული | თავი 28
მეკობრეებს ხელთ ეგდოთ სახლი და მარაგიც.
The pirates were in possession of the house and stores.
212144.
განძის კუნძული | თავი 28
კონიაკის კასრიც აქ იყო, ლორიც და პურიც ძველებურად აქვე ეწყო, მაგრამ რამაც ათჯერ უფრო მეტად დამცა თავზარი – არც ერთი ტყვე არ ჩანდა.
There was the cask of cognac, there were the pork and bread, as before, and what tenfold increased my horror, not a sign of any prisoner.
212145.
განძის კუნძული | თავი 28
სულ ექვსი მეკობრე იყო; სხვა აღარავინ გადარჩენილიყო ცოცხალი.
There were six of the buccaneers, all told; not another man was left alive.
212146.
განძის კუნძული | თავი 28
ხუთი მათგანი ფეხზე იდგა, თავპირდასიებული და დალურჯებული.
Five of them were on their feet, flushed and swollen.
212147.
განძის კუნძული | თავი 28
მეექვსე მხოლოდ იდაყვზე წამოწეულიყო, სახეზე მკვდრის ფერი ედო და თავზე შემოკრული, სისხლით დალაქავებული სახვევი მოწმობდა, რომ იგი ახლახან დაეჭრათ და ეს-ესაა შეეხვიათ ჭრილობა.
The sixth had only risen upon his elbow; he was deadly pale, and the blood-stained bandage round his head told that he had recently been wounded.
212148.
განძის კუნძული | თავი 28
დიდი იერიშის დროს რომ ერთმა დაჭრილმა მეკობრემ ტყეს მიაშურა, ალბათ სწორედ ეს იყო.
I remembered the man who had been shot and had run back among the woods in the great attack, and doubted not that this was he.
212149.
განძის კუნძული | თავი 28
თუთიყუში აყლაყუდა ჯონის ბეჭზე იჯდა და ნისკარტით ბუმბულს იწმენდდა.
The parrot sat, preening her plumage, on Long John's shoulder.
212150.
განძის კუნძული | თავი 28
თვითონ ჯონი ძველებურზე ცოტა უფრო ფერმკრთალი და მოღუშული ჩანდა.
John himself, I thought, looked somewhat paler and more stern than I was used to.
212151.
განძის კუნძული | თავი 28
კვლავ თხელი, შავი მაუდის ჩინებული სამოსი ეცვა, რომლითაც საზავო მოლაპარაკებისათვის ელჩად გამოცხადდა, ოღონდ ამ ტანსაცმელს ძალიან წახდენოდა იერი, რადგან ტალახით მოსვრილი და ეკალბარდებისაგან დაგლეჯილი იყო.
He still wore the fine broadcloth suit in which he had fulfilled his mission, but it was bitterly the worse for wear, daubed with clay and torn with the sharp briers of the wood.
212152.
განძის კუნძული | თავი 28
ამ სიტყვებით ჩამოჯდა ბრენდის კასრზე და ჩიბუხს დაუწყო გატენა.
And thereupon he sat down across the brandy cask and began to fill a pipe.
212153.
განძის კუნძული | თავი 28
რატომ უნდა იდგეთ ბატონი ჰოკინზის წინაშე! დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მოგვიტევებს.
You needn't stand up for Mr. Hawkins; he'll excuse you, you may lay to that.
212154.
განძის კუნძული | თავი 28
პირველად რომ მოგკარი თვალი, მაშინვე მივხვდი, ყოჩაღი ბიჭია-მეთქი.
I see you were smart when first I set my eyes on you, but this here gets away from me clean, it do.
212155.
განძის კუნძული | თავი 28
ზურგით კედელს მიმაყენეს.
They had set me with my back against the wall.
212156.
განძის კუნძული | თავი 28
მეც ვიდექი და, მგონი, გარეგნულად მაინც საკმაოდ ამაყად და მხნედ შევყურებდი სახეში სილვერს, ოღონდ გულში კი სასოწარკვეთას შევეპყარი.
I stood there, looking Silver in the face, pluckily enough, I hope, to all outward appearance, but with black despair in my heart.
212157.
განძის კუნძული | თავი 28
სილვერმა ერთი-ორჯერ არხეინად გააბოლა ჩიბუხი, მერე განაგრძო.
Silver took a whiff or two of his pipe with great composure and then ran on again.
212158.
განძის კუნძული | თავი 28
ყოველთვის მსურდა შემოგვერთებოდი, შენი წილი გრგებოდა და ჯენტლმენად დაგელია სული.
I always wanted you to join and take your share, and die a gentleman.
212159.
განძის კუნძული | თავი 28
კაპიტანი სმოლეტი ჩინებული მეზღვაურია, ამას ყოველთვის ვაღიარებ.
Captain Smollett's a fine seaman, as I'll own up to any day.
212160.
განძის კუნძული | თავი 28
შენ კი რატომღაც თავი მოარიდე კაპიტანს.
Just you keep clear of the captain.