მოიძებნა 669199 ჩანაწერი
212201.
განძის კუნძული | თავი 28
სწორედ ეს ბიჭი იყო, შავი ძაღლი რომ იცნო!
It was him that knowed Black Dog.
212202.
განძის კუნძული | თავი 28
ამანვე ასცინცლა რუკა ბილი ბოუნზს.
For it was this same boy that faked the chart from Billy Bones.
212203.
განძის კუნძული | თავი 28
იგი ისე წამოიჭრა ფეხზე და იძრო დანა, თითქოს ოცი წლის ჭაბუკიაო.
And he sprang up, drawing his knife as if he had been twenty.
212204.
განძის კუნძული | თავი 28
შენ ვინა ბრძანდები, ტომ მორგან?
Who are you, Tom Morgan?
212205.
განძის კუნძული | თავი 28
იქნებ გგონია, შენა ხარ აქ კაპიტანი?
Maybe you thought you was captain here, perhaps.
212206.
განძის კუნძული | თავი 28
მორგანი შედგა, მაგრამ ახლა სხვებმა ატეხეს ხრინწიანი ბურტყუნი.
Morgan paused, but a hoarse murmur rose from the others.
212207.
განძის კუნძული | თავი 28
ტომი მართალია, – თქვა ერთმა.
Tom's right, said one.
212208.
განძის კუნძული | თავი 28
დაე, ჩამომახრჩონ, თუ შენგანაც მოვითმინო, ჯონ სილვერ!
I'll be hanged if I'll be hazed by you, John Silver.
212209.
განძის კუნძული | თავი 28
არა მგონია, მუნჯები იყოთ.
you ain't dumb, I reckon.
212210.
განძის კუნძული | თავი 28
ვისაც გული ერჩის, მზადა ვარ!
Him that wants shall get it.
212211.
განძის კუნძული | თავი 28
ამდენ წელიწადს განა იმიტომ გავძელი, რომ ვინმე ლოთის შვილმა სიცოცხლის დასასრულს თავსლაფი დამასხას?
Have I lived this many years, and a son of a rum puncheon cock his hat athwart my hawse at the latter end of it?
212212.
განძის კუნძული | თავი 28
თქვენ იცით ჩვენი წესი; ყველანი თავგადასავლის მაძიებელი ვაჟკაცები ბრძანდებით, ასე არ არის?
You know the way; you're all gentlemen of fortune, by your account.
212213.
განძის კუნძული | თავი 28
ჰოდა, აბა, მე მზად გახლავარ!
Well, I'm ready.
212214.
განძის კუნძული | თავი 28
იძროს დაშნა, ვისაც გული ერჩის და, მართალია, ყავარჯნიანი ვარ, სანამ ეს ჩიბუხი ჩაიწვება, მანამ დავაყრევინებ ნაწლავებს!
Take a cutlass, him that dares, and I'll see the colour of his inside, crutch and all, before that pipe's empty.
212215.
განძის კუნძული | თავი 28
დაუმატა მან და ჩიბუხი ისევ ჩაიდო პირში.
he added, returning his pipe to his mouth.
212216.
განძის კუნძული | თავი 28
ბრძოლაში დიდი არაფერი შვილები ბრძანდებით, არა!
Not much worth to fight, you ain't.
212217.
განძის კუნძული | თავი 28
მე მომწონს ეს ბიჭი, ამაზე უკეთესი ბიჭი არც არასოდეს მინახავს.
I like that boy, now; I never seen a better boy than that.
212218.
განძის კუნძული | თავი 28
ხანგრძლივი დუმილი ჩამოვარდა.
There was a long pause after this.
212219.
განძის კუნძული | თავი 28
მე გაჭიმული ვიდექი კედელთან.
I stood straight up against the wall.
212220.
განძის კუნძული | თავი 28
სილვერი ზურგით კედელს მიჰყრდნობოდა და ხელები გულზე დაეკრიფა.
Silver leant back against the wall, his arms crossed.