მოიძებნა 669199 ჩანაწერი
212181.
განძის კუნძული | თავი 28
დაე, რაც უარესია, ის დამემართოს, არაფერი მენაღვლება.
Let the worst come to the worst, it's little I care.
212182.
განძის კუნძული | თავი 28
რაც თქვენ გადაგეყარეთ, ბევრის სიკვდილი ვნახე.
I've seen too many die since I fell in with you.
212183.
განძის კუნძული | თავი 28
ერთი-ორი სიტყვა მაინც მაქვს თქვენთვის სათქმელი...
But there's a thing or two I have to tell you.
212184.
განძის კუნძული | თავი 28
მინდა იცოდეთ, რომ ცუდად არის თქვენი საქმე.
Here you are, in a bad way.
212185.
განძის კუნძული | თავი 28
გემი დაკარგეთ, განძიც დაკარგეთ, ხალხი დაკარგეთ, მთელი თქვენი გეგმები ჩაიფუშა.
ship lost, treasure lost, men lost, your whole business gone to wreck.
212186.
განძის კუნძული | თავი 28
თუ გინდათ იცოდეთ, ვინ დაგმართათ ეს, მე გახლავართ!
If you want to know who did it—it was I!
212187.
განძის კუნძული | თავი 28
მე ვიჯექი ვაშლის კასრში იმ ღამეს, როცა ხმელეთს მოვკარით თვალი; მე მოგიყურადეთ, ჯონ, და თქვენ, დიკ ჯონსონ, და ერთი საათიც არ გასულიყო, რომ თქვენი ნათქვამი სიტყვა-სიტყვით გადავეცი ჩვენებს.
I was in the apple barrel the night we sighted land, and I heard you, John, and you, Dick Johnson, and Hands, who is now at the bottom of the sea, and told every word you said before the hour was out.
212188.
განძის კუნძული | თავი 28
რაც შეეხება ხომალდს, მისი ბაგირიც მე გადავჭერი, გემზე დატოვებული თქვენი კაცებიც მე დავხოცე და მევე მივაყენე ხომალდი ისეთ ადგილას, სადაც ვეღარასოდეს მიაგნებთ.
And as for the schooner, it was I who cut her cable, and it was I that killed the men you had aboard of her, and it was I who brought her where you'll never see her more, not one of you.
212189.
განძის კუნძული | თავი 28
ახლა ჩემი სიცილის დრო დადგა.
The laugh's on my side.
212190.
განძის კუნძული | თავი 28
თავიდანვე მე დაგიტრიალეთ ასე საქმე.
I've had the top of this business from the first.
212191.
განძის კუნძული | თავი 28
ისე არ მეშინია თქვენი, როგორც ბუზისა.
I no more fear you than I fear a fly.
212192.
განძის კუნძული | თავი 28
გნებავთ, მომკალით, გნებავთ, დამარჩინეთ.
Kill me, if you please, or spare me.
212193.
განძის კუნძული | თავი 28
მაგრამ ერთს კი გეტყვით: რაც იყო, იყო და, თუ არ მომკლავთ, როცა სასამართლოში წარდგებით მეკობრეობისათვის, რაც შემეძლება, დაგეხმარებით გადარჩენაში.
But one thing I'll say, and no more; if you spare me, bygones are bygones, and when you fellows are in court for piracy, I'll save you all I can.
212194.
განძის კუნძული | თავი 28
არჩევანი თქვენზეა.
It is for you to choose.
212195.
განძის კუნძული | თავი 28
თუ მეც მომკლავთ, ამით თქვენ არაფერი შეგემატებათ, ხოლო, თუ დამინდობთ, მოწმეს მაინც შემოინახავთ სახრჩობელისაგან თავის დასაღწევად.
Kill another and do yourselves no good, or spare me and keep a witness to save you from the gallows.
212196.
განძის კუნძული | თავი 28
გავჩუმდი, რადგან უნდა მოგახსენოთ, არაქათი გამომელია.
I stopped, for, I tell you, I was out of breath.
212197.
განძის კუნძული | თავი 28
ჩემდა განსაცვიფრებლად, არც ერთი არ შერხეულა, ყველას ცხვრებივით მოეშტერებინა ჩემთვის თვალი.
to my wonder, not a man of them moved, but all sat staring at me like as many sheep.
212198.
განძის კუნძული | თავი 28
სანამ ჯერ კიდევ თვალებდაჭყეტილები იყვნენ, მე კვლავ ამოვიღე ხმა: – ბატონო სილვერ, მე მგონი, აქ თქვენ ყველაზე უკეთესი კაცი ხართ.
And while they were still staring, I broke out again, And now, Mr. Silver, I believe you're the best man here.
212199.
განძის კუნძული | თავი 28
თუ საქმე ცუდად დატრიალდა, ქენით სიკეთე და გააგებინეთ ექიმს, როგორ მოვიქეცი!
If things go to the worst, I'll take it kind of you to let the doctor know the way I took it.
212200.
განძის კუნძული | თავი 28
დავიმახსოვრებ, – თქვა სილვერმა ისეთი უცნაური კილოთი, რომ ვერაფრით ვერ მივხვდი, აბუჩად იგდებდა ჩემს თხოვნას თუ ჩემი გამბედაობა მოეწონა.
I'll bear it in mind, said Silver with an accent so curious that I could not, for the life of me, decide whether he were laughing at my request or had been favourably affected by my courage.