მოიძებნა 669199 ჩანაწერი
212241.
განძის კუნძული | თავი 28
გემი თუ დაიკარგა, ჩვენი სიცოცხლეც იმას მიჰყვება...
Ship gone, neck gone—that's the size of it.
212242.
განძის კუნძული | თავი 28
როგორც კი გავიხედე, იმ ყურეში, ჯონ ჰოკინზ, და ხომალდს თვალი ვეღარ მოვკარი.
Once I looked into that bay, Jim Hawkins, and seen no schooner.
212243.
განძის კუნძული | თავი 28
სახტად დავრჩი: რა უიმედო საქმეს მთხოვდა ეს ძველი მეკობრე და ყაჩაღების ბელადი!
I was bewildered; it seemed a thing so hopeless he was asking—he, the old buccaneer, the ringleader throughout.
212244.
განძის კუნძული | თავი 28
რაც შემიძლია, გავაკეთებ.
What I can do, that I'll do.
212245.
განძის კუნძული | თავი 28
ხელშეკრულება დადებულია! – შესძახა აყლაყუდა ჯონმა.
It's a bargain! cried Long John.
212246.
განძის კუნძული | თავი 28
შენ გულიანად ლაპარაკობ და, მეხის მადლს, მეც იმედი მომეცა!
You speak up plucky, and by thunder, I've a chance!
212247.
განძის კუნძული | თავი 28
ჩირაღდანთან მიჩლახუნდა და ისევ მოუკიდა ცეცხლი ჩიბუხს.
He hobbled to the torch and took a fresh light to his pipe.
212248.
განძის კუნძული | თავი 28
დამიჯერე, ჯიმ, – თქვა მან, როცა მობრუნდა.
Understand me, Jim, he said, returning.
212249.
განძის კუნძული | თავი 28
ახლა სკვაირის მხარეს გახლავარ.
I'm on squire's side now.
212250.
განძის კუნძული | თავი 28
ვიცი, სადღაც უშიშარ ადგილას მიმალე გემი.
I know you've got that ship safe somewheres.
212251.
განძის კუნძული | თავი 28
როგორ მოახერხე, არ ვიცი, მაგრამ უშიშარ ადგილას კი არის.
How you done it, I don't know, but safe it is.
212252.
განძის კუნძული | თავი 28
ჰენდზი და ო’ბრაიენი ტუტუცები გამოდგნენ.
I guess Hands and O'Brien turned soft.
212253.
განძის კუნძული | თავი 28
არცა მქონდა მათი დიდი იმედი.
I never much believed in neither of them.
212254.
განძის კუნძული | თავი 28
მე არაფერს გეკითხები და არც სხვებს ვაკითხვინებ რამეს.
I ask no questions, nor I won't let others.
212255.
განძის კუნძული | თავი 28
ვიცი, როდისაა წაგებული თამაში და ისიც ვიცი, ვინ არის სანდო!
I know when a game's up, I do; and I know a lad that's staunch.
212256.
განძის კუნძული | თავი 28
მერე კონიაკი ჩამოასხა თუნუქის ტოლჩაში.
He drew some cognac from the cask into a tin cannikin.
212257.
განძის კუნძული | თავი 28
მკითხა და, უარი რომ ვუთხარი, ჩაილაპარაკა: – მაშ, მე კი გადავკრავ.
he asked; and when I had refused: Well, I'll take a drain myself.
212258.
განძის კუნძული | თავი 28
ცოტა სასმელი მჭირდება ახლა, რადგან განსაცდელი გველის წინ.
I need a caulker, for there's trouble on hand.
212259.
განძის კუნძული | თავი 28
მართლა, ამ განსაცდელის ხსენებაზე, ნეტავ იმ ექიმმა რატომ მომცა რუკა, ჰა, ჯიმ?
And talking of trouble, why did that doctor give me the chart, Jim?
212260.
განძის კუნძული | თავი 28
ჩემს სახეზე ისეთი წრფელი განცვიფრება გამოიხატა, რომ მზარეულმა ფუჭად ჩათვალა შემდგომი გამოკითხვის გაგრძელება.
My face expressed a wonder so unaffected that he saw the needlessness of further questions.