მოიძებნა 669199 ჩანაწერი
212301.
განძის კუნძული | თავი 29
ვითომ მე ჩავფუშე ეს მგზავრობა?
I made a hash of this cruise, did I?
212302.
განძის კუნძული | თავი 29
ხომ ყველამ იცით, რაც მინდოდა!
You all know what I wanted.
212303.
განძის კუნძული | თავი 29
ისიც ყველამ იცით, ისე რომ გვემოქმედა, როგორც გეუბნებოდით, ამ ღამესაც ისპანიოლაზე ვიქნებოდით ყველანი ცოცხლები და უვნებელნი; საჭმელ-სასმელიც თავზე საყრელი გვექნებოდა.
You all know if that had been done that we'd 'a been aboard the Hispaniola this night as ever was, every man of us alive, and fit, and full of good plum-duff.
212304.
განძის კუნძული | თავი 29
ვინ შემიშალა ხელი?
Well, who crossed me?
212305.
განძის კუნძული | თავი 29
ვინ დამატანა ძალა მე, კანონიერ ბელადსა და კაპიტანს?
Who forced my hand, as was the lawful captain?
212306.
განძის კუნძული | თავი 29
ვინ გადმომცა შავი ნიშანი ხმელეთზე გადმოჯდომისთანავე და წამოიწყო ცეკვა?
Who tipped me the black spot the day we landed and began this dance?
212307.
განძის კუნძული | თავი 29
მეც თქვენთან ერთად ვარ შიგ ჩაბმული, და, სწორედ ძალიან წააგავს იგი თოკის ბოლოზე ჩამოკონწიალებულების იმ ცეკვას, ლონდონ-ქალაქის სახრჩობელებზე რომ მართავენ!
I'm with you there—and looks mighty like a hornpipe in a rope's end at Execution Dock by London town, it does.
212308.
განძის კუნძული | თავი 29
მერე ვინ ჩაიდინა ეს?
But who done it?
212309.
განძის კუნძული | თავი 29
ეს ჩაიდინა ენდერსონმა, ჰენდზმა და შენ, ჯორჯ მერი!
Why, it was Anderson, and Hands, and you, George Merry!
212310.
განძის კუნძული | თავი 29
ჯორჯსა და მის თანამოაზრეებს სახეებზე დავატყვე, რომ ფუჭად არ ჩაევლო მის ნათქვამს.
I could see by the faces of George and his late comrades that these words had not been said in vain.
212311.
განძის კუნძული | თავი 29
ეს პირველი ბრალდებისათვის, – შესძახა ბრალდებულმა და ოფლი მოიწმინდა შუბლიდან, რადგან ისეთი ძალით გრგვინავდა, რომ მთელი სახლი ზანზარებდა.
That's for number one, cried the accused, wiping the sweat from his brow, for he had been talking with a vehemence that shook the house.
212312.
განძის კუნძული | თავი 29
არც ჭკუა გაგაჩნიათ, არც მახსოვრობა.
You've neither sense nor memory.
212313.
განძის კუნძული | თავი 29
პირდაპირ მიკვირს, როგორ გამოგიშვეს დედებმა ზღვაში!
I leave it to fancy where your mothers was that let you come to sea.
212314.
განძის კუნძული | თავი 29
დამიხედეთ თავგადასავლის მაძიებელ ვაჟკაცებს!
Sea! Gentlemen of fortune!
212315.
განძის კუნძული | თავი 29
ჩემი აზრით, თქვენ თერძები უნდა ყოფილიყავით!
I reckon tailors is your trade.
212316.
განძის კუნძული | თავი 29
ამბობთ, ეს მგზავრობა ჩაიშალაო.
You say this cruise is bungled.
212317.
განძის კუნძული | თავი 29
ღმერთმანი, ნეტავი იცოდეთ მაინც, რა უგვანოდ არის ჩაფუშული!
By gum, if you could understand how bad it's bungled, you would see!
212318.
განძის კუნძული | თავი 29
ისე ახლოს ვართ სახრჩობელასთან, კისერიც კი მიშეშდება ფიქრით.
We're that near the gibbet that my neck's stiff with thinking on it.
212319.
განძის კუნძული | თავი 29
თითქოს ბორკილგაყრილი ვეკიდოთ, ფრინველები დაგვტრიალებდნენ თავს, ზღვაში გამსვლელი ზღვაოსნები კი თითს იშვერდნენ ჩვენკენ.
You've seen them, maybe, hanged in chains, birds about them, seamen p'inting them out as they go down with the tide.
212320.
განძის კუნძული | თავი 29
მე მაგას კარგად ვიცნობდი.
I knew him well.