მოიძებნა 669199 ჩანაწერი
212361.
განძის კუნძული | თავი 30
სახტად დარჩენილი ექიმი შედგა, ოღონდ კრინტი არ დაუძრავს და რამდენიმე წამმა განვლო, სანამ ნაბიჯის გადმოდგმას შეძლებდა.
The doctor stopped outright, although he did not speak, and it was some seconds before he seemed able to move on.
212362.
განძის კუნძული | თავი 30
მალე ძელურში შემოვიდა, მოღუშული სახით დამიკრა თავი და თავის საქმეს მიჰყო ხელი.
A moment afterwards he had entered the block house and with one grim nod to me proceeded with his work among the sick.
212363.
განძის კუნძული | თავი 30
თითქოს არანაირი შიში არ ეტყობოდა, არადა უნდა სცოდნოდა, რომ მისი სიცოცხლე ამ მუხთალ ქაჯებს შორის ბეწვზე ეკიდა.
He seemed under no apprehension, though he must have known that his life, among these treacherous demons, depended on a hair.
212364.
განძის კუნძული | თავი 30
მისი ქცევა, მგონი, გავლენას ახდენდა ავაზაკებზე, რადგან ისე ეპყრობოდნენ, ვითომც არაფერი მომხდარიყოს – ვითომ ის კვლავ გემის ექიმი იყო, ესენი კი კვლავ ერთგული ხელქვეითი მეზღვაურები.
His manner, I suppose, reacted on the men, for they behaved to him as if nothing had occurred, as if he were still ship's doctor and they still faithful hands before the mast.
212365.
განძის კუნძული | თავი 30
როგორც ჩანს, რკინასავით მაგარი თავი გქონია.
Your head must be as hard as iron.
212366.
განძის კუნძული | თავი 30
აბა, ჯორჯ, როგორ არის საქმე?
Well, George, how goes it?
212367.
განძის კუნძული | თავი 30
ის წამალი დალიე?
Did you take that medicine?
212368.
განძის კუნძული | თავი 30
დალია ის წამალი?
Did he take that medicine?
212369.
განძის კუნძული | თავი 30
რადგანაც, ხომ იცით, რაკი მეამბოხეთა, ანუ, მე ვამჯობინებდი მეთქვა, სატუსაღოს ექიმი ვარ, – თქვა ექიმმა ლივსიმ მისებური მხიარული კილოთი, – ჩემი ღირსების საქმედ მიმაჩნია, არც ერთი კაცი არ დავუკარგო მეფე გეორგს და სახრჩობელას.
Because, you see, since I am mutineers' doctor, or prison doctor as I prefer to call it, says Doctor Livesey in his pleasantest way, I make it a point of honour not to lose a man for King George and the gallows.
212370.
განძის კუნძული | თავი 30
არამზადებმა ერთმანეთს გადახედეს, მაგრამ ჩუმად გადაყლაპეს ეს ხუმრობა.
The rogues looked at each other but swallowed the home-thrust in silence.
212371.
განძის კუნძული | თავი 30
აბა, მოდი აქ, დიკ და მიჩვენე ენა.
Well, step up here, Dick, and let me see your tongue.
212372.
განძის კუნძული | თავი 30
ამის ენა ფრანგსაც კი დააფრთხობს.
The man's tongue is fit to frighten the French.
212373.
განძის კუნძული | თავი 30
სილვერ, სწორედ მიკვირს თქვენგან!
Silver, I'm surprised at you.
212374.
განძის კუნძული | თავი 30
თქვენ ისეთი ტუტუცი არა ხართ, როგორც სხვები.
You're less of a fool than others.
212375.
განძის კუნძული | თავი 30
მაგრამ როგორც ჩანს, არანაირი წარმოდგენა არა გქონია ჯანმრთელობის დაცვის წესებზე.
but you don't appear to me to have the rudiments of a notion of the rules of health.
212376.
განძის კუნძული | თავი 30
ახლა კი ამ ბიჭთან დამალაპარაკეთ, გეთაყვათ.
And now I should wish to have a talk with that boy, please.
212377.
განძის კუნძული | თავი 30
ჯორჯ მერი კართან იდგა, უგემურ წამალს სვამდა და თან იფურთხებოდა.
George Merry was at the door, spitting and spluttering over some badtasted medicine.
212378.
განძის კუნძული | თავი 30
მაგრამ ექიმის სიტყვაზე აჭარხლებული შემოტრიალდა და იყვირა:
but at the word of the doctor's proposal he swung round with a deep flush and cried:
212379.
განძის კუნძული | თავი 30
ყველანი დიდი მადლობლები ვართ შემწეობისათვის; როგორც ხედავთ, სრულიად გენდობით და არაყივითაც ვყლაპავთ თქვენს წამლებს.
We're all humbly grateful for your kindness, and as you see, puts faith in you and takes the drugs down like that much grog.
212380.
განძის კუნძული | თავი 30
და, მე მგონი, ისეთი გზა გამოვნახე, რომ ყველას მოეწონება.
And I take it I've found a way as'll suit all.