მოიძებნა 669199 ჩანაწერი
212381.
განძის კუნძული | თავი 30
ჰოკინზ, მომცემ პატიოსან სიტყვას, როგორც ახალგაზრდა ჯენტლმენს შეჰფერის, რომ არ გაიქცევი?
Hawkins, will you give me your word of honour as a young gentleman, your word of honour not to slip your cable?
212382.
განძის კუნძული | თავი 30
ექიმო, თქვენ მესერს იქით გადაბრძანდით და მე აქეთა მხრიდან მოგიყვანთ ბიჭს.
Then, doctor, you just step outside o' that stockade, and once you're there I'll bring the boy down on the inside.
212383.
განძის კუნძული | თავი 30
მე მგონი, ასეც მოახერხებთ ერთმანეთში ჭუკჭუკს.
I reckon you can yarn through the spars.
212384.
განძის კუნძული | თავი 30
როგორც კი ექიმი გარეთ გავიდა, მაშინვე იფეთქა უკმაყოფილებამ, რომელსაც აქამდე მარტო სილვერის თვალების სასტიკი ბრიალი აკავებდა.
The explosion of disapproval, which nothing but Silver's black looks had restrained, broke out immediately the doctor had left the house.
212385.
განძის კუნძული | თავი 30
სილვერს კვლავ დააბრალეს ორგულობა, თავისთვის ცალკე ზავის მოპოვების მცდელობა.
Silver was roundly accused of playing double—of trying to make a separate peace for himself.
212386.
განძის კუნძული | თავი 30
მეც ეს ისე აშკარად მეჩვენებოდა ახლა, რომ ვერც წარმომედგინა, როგორ მოახერხებდა მათი რისხვის თავიდან აცილებას.
It seemed to me so obvious, in this case, that I could not imagine how he was to turn their anger.
212387.
განძის კუნძული | თავი 30
მაგრამ სილვერი სხვებზე ბევრად ჭკვიანი კაცი იყო და წინა დღეს მოპოვებულმა გამარჯვებამაც უდიდესი უპირატესობა მოუტანა.
But he was twice the man the rest were, and his last night's victory had given him a huge preponderance.
212388.
განძის კუნძული | თავი 30
ჩვენ მაშინ უნდა დავარღვიოთ ხელშეკრულება, როცა დრო დადგება.
It's us must break the treaty when the time comes.
212389.
განძის კუნძული | თავი 30
მანამდე კი უნდა ვულოლიავოთ ექიმს, თუნდაც მისთვის ჩექმების გაპრიალებაც დამჭირდეს.
Till then I'll gammon that doctor, if I have to ile his boots with brandy.
212390.
განძის კუნძული | თავი 30
ნელა იარე, ბიჭო, ნელა.
Slow, lad, slow.
212391.
განძის კუნძული | თავი 30
თვალის დახამხამებაში გვეძგერებიან, თუ ფეხის აჩქარება შეგვატყვეს.
They might round upon us in a twinkle of an eye if we was seen to hurry.
212392.
განძის კუნძული | თავი 30
ამიტომ ძალიან დინჯად მივიწევდით იმ ადგილისაკენ, სადაც ექიმი გველოდებოდა მესრის მეორე მხარეს.
Very deliberately, then, did we advance across the sand to where the doctor awaited us on the other side of the stockade.
212393.
განძის კუნძული | თავი 30
როგორც კი ხმის მისაწვდენ მანძილზე მივუახლოვდით, სილვერი შედგა.
As soon as we were within easy speaking distance Silver stopped.
212394.
განძის კუნძული | თავი 30
ექიმო, როცა ასე ბეწვზე ჰკიდია კაცის სიცოცხლე, ასე ვთქვათ, სულ უკანასკნელი ძალ-ღონის დაძაბვით რომ ეწევა კაცი თამაშს, ეგებ ერთი გამამხნევებელი სიტყვა მაინც გაიმეტოთ მისთვის?
Doctor, when a man's steering as near the wind as me—playing chuck-farthing with the last breath in his body, like—you wouldn't think it too much, mayhap, to give him one good word?
212395.
განძის კუნძული | თავი 30
რაკი გარეთ გამოვიდა და მეგობრებსა და ძელურს ზურგი შეაქცია, სილვერი სულ სხვა კაცად იქცა, ლოყები თითქოს ჩაუცვივდა, ხმაც უკანკალებდა.
Silver was a changed man once he was out there and had his back to his friends and the block house; his cheeks seemed to have fallen in, his voice trembled.
212396.
განძის კუნძული | თავი 30
ჯონ, ხომ არ დაფრთხი? – ჩაეკითხა ექიმი ლივსი.
Why, John, you're not afraid? asked Dr. Livesey.
212397.
განძის კუნძული | თავი 30
ექიმო, მე მხდალი არა ვარ, არა, არა ვარ.
Doctor, I'm no coward; no, not I.
212398.
განძის კუნძული | თავი 30
რომ ვიყო, ვიტყოდი კიდეც.
If I was I wouldn't say it.
212399.
განძის კუნძული | თავი 30
მაგრამ გულახდილად ვაღიარებ: პირდაპირ მაცახცახებს სახრჩობელას მოგონებაზე.
But I'll own up fairly, I've the shakes upon me for the gallows.
212400.
განძის კუნძული | თავი 30
თქვენ კეთილი და სამართლიანი ადამიანი ბრძანდებით.
You're a good man and a true.