მოიძებნა 669199 ჩანაწერი
212421.
განძის კუნძული | თავი 30
შენ აღმოაჩინე შეთქმულება, შენვე იპოვე ბენ განი.
You found out the plot; you found Ben Gunn.
212422.
განძის კუნძული | თავი 30
ერთი რამ უნდა გირჩიოთ: იმ განძის ძიებას მაინცდამაინც ნუ იჩქარებთ.
I'll give you a piece of advice, don't you be in any great hurry after that treasure.
212423.
განძის კუნძული | თავი 30
მე მხოლოდ იმ განძის ძიებით შემიძლია ჩემი და ამ ბიჭის სიცოცხლის გადარჩენა.
I can only, asking your pardon, save my life and the boy's by seeking for that treasure.
212424.
განძის კუნძული | თავი 30
ისიც არ ვიცი, რა გნებავთ, რატომ მიატოვეთ ძელური, რატომ მომეცით ეგ რუკა.
What you're after, why you left the block house, why you given me that there chart, I don't know.
212425.
განძის კუნძული | თავი 30
ახლა კი უკვე მეტისმეტია!
Now, here's too much.
212426.
განძის კუნძული | თავი 30
თუ გარკვევით არ ამიხსნით, რა გნებავთ, ან რა კივილს გულისხმობთ, ხელს ავიღებ საქმეზე.
If you won't tell me what you mean plain out, just say so and I'll leave the helm.
212427.
განძის კუნძული | თავი 30
მეტის თქმის უფლება არა მაქვს.
I've no right to say more.
212428.
განძის კუნძული | თავი 30
ხომ იცით, ეს ჩემი საიდუმლო არ არის, სილვერ.
it's not my secret, you see, Silver.
212429.
განძის კუნძული | თავი 30
სილვერს სახე გაებადრა.
Silver's face was radiant.
212430.
განძის კუნძული | თავი 30
აი, ეს არის ჩემი პირველი შეღავათი – დასძინა ექიმმა.
Well, that's my first concession, added the doctor.
212431.
განძის კუნძული | თავი 30
მეორე პატარა რჩევა იქნება: ბიჭი გვერდიდან არ მოიშოროთ.
My second is a piece of advice: keep the boy close beside you.
212432.
განძის კუნძული | თავი 30
ახლა სწორედ ამისთვის მივეშურები და თვითონვე დარწმუნდებით, რომ ფუჭად არ ვლაპარაკობ.
I'm off to seek it for you, and that itself will show you if I speak at random.
212433.
განძის კუნძული | თავი 30
ექიმმა ლივსიმ მესერში გამოყო ხელი, ჩამომართვა, სილვერსაც თავი დაუქნია და აჩქარებული ნაბიჯით გაუდგა გზას.
And Doctor Livesey shook hand s with me through the stockade, nodded to Silver, and set off at a brisk pace.
212434.
განძის კუნძული | თავი 31
ჯიმ, – მითხრა სილვერმა, როცა მარტო დავრჩით, – მე თუ შენ გადაგარჩინე, შენც გადამარჩინე და ამას არასოდეს დავივიწყებ.
Jim, said Silver when we were alone, if I saved your life, you saved mine; and I'll not forget it.
212435.
განძის კუნძული | თავი 31
ეს იმედის პირველი სხივია ჩემთვის მას შემდეგ, რაც იერიში ჩაგვეფუშა; და ამას შენ უნდა გიმადლოდე!
This is the first glint of hope I had since the attack failed, and I owe it you.
212436.
განძის კუნძული | თავი 31
მე და შენ ერთმანეთს არ უნდა მოვშორდეთ, ხელი ხელს უნდა მივცეთ და ჩვენს კისრებსაც გადავირჩენთ ბედისწერის ჯიბრზე.
you and me must stick close, back to back like, and we'll save our necks in spite of fate and fortune.
212437.
განძის კუნძული | თავი 31
სწორედ ამ დროს ერთ-ერთმა დაგვიძახა, საუზმე მზად არისო.
Just then a man hailed us that breakfast was ready.
212438.
განძის კუნძული | თავი 31
მალე აქა-იქ ქვიშაზე დავსხედით ორცხობილასა და შემწვარი შაშხის საჭმელად.
We were soon seated here and there about the sand over biscuit and fried junk.
212439.
განძის კუნძული | თავი 31
იმხელა ცეცხლი დაენთოთ, ხარი შეიწვებოდა ზედ და ისეთი სიცხე დადგა, მხოლოდ საქარე მხრიდან თუ შეიძლებოდა მიახლოება და ისიც დიდი სიფრთხილით.
They had lit a fire fit to roast an ox, and it was now grown so hot that they could only approach it from the windward, and even there not without precaution.
212440.
განძის კუნძული | თავი 31
თვით სილვერსაც კი, რომელსაც ბეჭზე შემოესვა თავისი კაპიტანი ფლინტი და ისე საუზმობდა, კრინტი არ დაუძრავს მათი უთავბოლობის გასაკიცხად.
Even Silver, eating away, with Captain Flint upon his shoulder, had not a word of blame for their recklessness.