მოიძებნა 669199 ჩანაწერი
212441.
განძის კუნძული | თავი 31
ნამდვილად იმათ აქვთ გემი.
Sure enough, they have the ship.
212442.
განძის კუნძული | თავი 31
სადა აქვთ, ჯერ კიდევ არ ვიცი, მაგრამ, როცა განძს ვიპოვით, მივდგებ-მოვდგებით და გემსაც მოვნახავთ.
Where they have it, I don't know yet; but once we hit the treasure, we'll have to jump about and find out.
212443.
განძის კუნძული | თავი 31
თანაც, მეგობრებო, ნავები ხომ გვაქვს.
And then, mates, us that has the boats.
212444.
განძის კუნძული | თავი 31
ასე შეუჩერებლივ ყბედობდა და თან პირი ცხელი ლორით ჰქონდა გამოტენილი.
Thus he kept running on, with his mouth full of the hot bacon.
212445.
განძის კუნძული | თავი 31
ამგვარად უსახავდა თანამგზავრებს გულში იმედსა და მისდამი ნდობას.
Thus he restored their hope and confidence.
212446.
განძის კუნძული | თავი 31
რაც შეეხება მძევალს, – განაგრძობდა იგი, – ეგ, ჩემი აზრით, უკანასკნელად ელაპარაკა მისთვის ძვირფას ადამიანს.
As for hostage, he continued, that's his last talk, I guess, with them he loves so dear.
212447.
განძის კუნძული | თავი 31
ჩემთვის საჭირო ცნობები უკვე მოვიპოვე.
I've got my piece of news.
212448.
განძის კუნძული | თავი 31
რაკი გემსა და განძს ვიპოვით და მხიარულად შევცურდებით ზღვაში, მაშინ მოველაპარაკებით ბატონ ჰოკინზს.
Once we got the ship and treasure both and off to sea like jolly companions, why then we'll talk Mr. Hawkins over.
212449.
განძის კუნძული | თავი 31
საკუთარ წილსაც მივუზღავთ, რასაკვირველია, მთელი მისი გულკეთილობისათვის.
we'll give him his share, to be sure, for all his kindness.
212450.
განძის კუნძული | თავი 31
რა თქმა უნდა, ყველა კარგ გუნებაზე დადგა.
It was no wonder the men were in a good humour now.
212451.
განძის კუნძული | თავი 31
მე კი ძალიან წამიხდა ნირი.
For my part, I was horribly cast down.
212452.
განძის კუნძული | თავი 31
მისი დაწყობილი გეგმა რომ განხორციელებულიყო, უკვე ორჯერ მოღალატე სილვერი ამასაც უყოყმანოდ ჩაეჭიდებოდა.
Should the scheme he had now sketched prove feasible, Silver, already doubly a traitor, would not hesitate to adopt it.
212453.
განძის კუნძული | თავი 31
მას ჯერ კიდევ ორივე ბანაკში ედგა ფეხი და, უეჭველია, მეკობრეებთან სიმდიდრესა და თავისუფლე ბას ამჯობინებდა სახრჩობელიდან თავის დაძვრენას, რისი იმედიც უნდა ჰქონოდა უკეთეს შემთხვევაში, თუ ვინიცობაა, ჩვენს მხარეს იქნებოდა.
He had still a foot in either camp, and there was no doubt he would prefer wealth and freedom with the pirates to a bare escape from hanging, which was the best he had to hope on our side.
212454.
განძის კუნძული | თავი 31
ის კი არა, თუნდაც საქმე ისე დატრიალებულიყო, რომ სილვერი იძულებული გამხდარიყო, ექიმ ლივსისთან დადებული პირობა არ დაერღვია, მაშინაც საფრთხე გველოდა!
Nay, and even if things so fell out that he was forced to keep his faith with Dr. Livesey, even then what danger lay before us!
212455.
განძის კუნძული | თავი 31
ამ ორგვარ საფრთხეს დაურთეთ ის საიდუმლო, რომელიც კვლავ ფარავდა ჩემი მეგობრების ყოფაქცევას: ძელურის უცნაური მიტოვება; რუკის დათმობა; ექიმის კიდევ უფრო ძნელად შესაცნობი უკანასკნელი გაფრთხილება სილვერისადმი – განძის ძებნაში ყურადღება მიაქციეთ კივილსო, და ადვილად მიხვდებით, რა გემო შეიძლებოდა ჩამეტანებინა საუზმისათვის და რა გულდამძიმებული ავედევნე უკან განძის საძებნელად მიმავალ დამტყვევებლებს.
Add to this double apprehension the mystery that still hung over the behaviour of my friends, their unexplained desertion of the stockade, their inexplicable cession of the chart, or harder still to understand, the doctor's last warning to Silver, Look out for squalls when you find it, and you will readily believe how little taste I found in my breakfast and with how uneasy a heart I set forth behind my captors on the quest for treasure.
212456.
განძის კუნძული | თავი 31
ვინმეს რომ დავენახეთ მაშინ, უცნაური სურათი წარმოუდგებოდა თვალწინ.
We made a curious figure, had anyone been there to see us.
212457.
განძის კუნძული | თავი 31
ყველას მეზღვაურის დასვრილი სამოსი ეცვა და ჩემ გარდა ყველა კბილებამდე იყო შეიარაღებული.
All in soiled sailor clothes and all but me armed to the teeth.
212458.
განძის კუნძული | თავი 31
სილვერს ორი თოფი ეკიდა – ერთი მკერდზე და ერთი ზურგზე.
Silver had two guns slung about him—one before and one behind.
212459.
განძის კუნძული | თავი 31
მის უცნაურ გარეგნობას ბეჭზე წამოსკუპებული კაპიტანი ფლინტი აგვირგვინებდა, რომელიც სხაპასხუპით ისროდა მეზღვაურების ნალაპარაკევის უთავბოლო ნაწყვეტებს.
To complete his strange appearance, Captain Flint sat perched upon his shoulder and gabbling odds and ends of purposeless sea-talk.
212460.
განძის კუნძული | თავი 31
მე წელში თოკი მქონდა მობმული და მორჩილად მივდევდი მზარეულს, რომელსაც თოკის თავისუფალი ბოლო ხან თავისუფალ ხელში ეჭირა, ხან კბილებში.
I had a line about my waist and followed obediently after the sea-cook, who held the loose end of the rope, now in his free hand, now between his powerful teeth.