მოიძებნა 669199 ჩანაწერი
212401.
განძის კუნძული | თავი 30
თქვენზე უკეთესი კაცის მნახველი არა ვარ!
I never seen a better man than you!
212402.
განძის კუნძული | თავი 30
ჰოდა, ნუ დაივიწყებთ, რა სიკეთეც გამიკეთებია.
And you'll not forget what I done good.
212403.
განძის კუნძული | თავი 30
ახლა განზე გავდგები და თქვენ და ჯიმს მარტო დაგტოვებთ.
I step aside—see here—and leave you and Jim alone.
212404.
განძის კუნძული | თავი 30
ისინი წინ და უკან მიდიმოდიოდნენ ცეცხლსა და სახლს შორის, საიდანაც ლორი და პური გამოჰქონდათ საუზმის მოსამზადებლად.
They went to and fro in the sand between the fire, and the house, from which they brought forth pork and bread to make the breakfast.
212405.
განძის კუნძული | თავი 30
მაგრამ ამას მაინც გეტყვი: კაპიტანი სმოლეტი რომ ჯანსაღად ყოფილიყო, გაპარვას ვერ გაბედავდი.
But this much I will say, be it kind or unkind: when Captain Smollett was well, you dared not have gone off.
212406.
განძის კუნძული | თავი 30
უნდა ვაღიარო, ტირილი ამივარდა.
I will own that I here began to weep.
212407.
განძის კუნძული | თავი 30
მე თვითონაც ბევრჯერ ვუსაყვედურე თავს.
I have blamed myself enough.
212408.
განძის კუნძული | თავი 30
ჩემი საქმე მაინც წასულია და ახლაც მკვდარი ვიქნებოდი, სილვერი რომ არ გამომქომაგებოდა.
My life's forfeit anyway, and I should have been dead by now if Silver hadn't stood for me.
212409.
განძის კუნძული | თავი 30
ჯიმ, – გამაწყვეტინა სიტყვა ექიმმა და ხმის კილო სულ შეეცვალა.
Jim, the doctor interrupted, and his voice was quite changed.
212410.
განძის კუნძული | თავი 30
მე ვკისრულობ, მთელ მაგ გაკიცხვასა და სირცხვილს, ჩემო ბიჭო.
I'll take it on my shoulders, holus bolus, blame and shame, my boy.
212411.
განძის კუნძული | თავი 30
აქ დარჩენის უფლებას კი არაფრით არ მოგცემ.
But stay here, I cannot let you.
212412.
განძის კუნძული | თავი 30
გადმოხტი! ერთი ნახტომი და გარეთ იქნები.
Jump! One jump, and you're out.
212413.
განძის კუნძული | თავი 30
არა, – ვუპასუხე მე, – თქვენ ჩინებულად იცით, თვითონ არ იზამდით მაგ საქმეს – არც თქვენ, არც სკვაირი და არც კაპიტანი.
No, I replied; you know right well you wouldn't do the thing yourself— neither you nor squire nor captain; and no more will I.
212414.
განძის კუნძული | თავი 30
სილვერი მენდო, სიტყვა ჩამომართვა და მეც უნდა დავბრუნდე.
Silver trusted me; I passed my word, and back I go.
212415.
განძის კუნძული | თავი 30
მაგრამ, ექიმო, სათქმელი არ დამამთავრებინეთ.
But, doctor, you did not let me finish.
212416.
განძის კუნძული | თავი 30
თუ მაწამეს, შეიძლება წამომცდეს, სად დავმალე გემი.
If they come to torture me, I might let slip a word of where the ship is, for I got the ship.
212417.
განძის კუნძული | თავი 30
მეც სასწრაფოდ მოვუყევი ჩემი ფათერაკებით სავსე მგზავრობა და იმანაც ბოლომდე ჩუმად მომისმინა.
Rapidly I described to him my adventures, and he heard me out in silence.
212418.
განძის კუნძული | თავი 30
ყოველთვის შენ გადაგვარჩენ ხოლმე სიკვდილს.
Every step, it's you that saves our lives.
212419.
განძის კუნძული | თავი 30
ჰოდა, როგორ გგონია, ჩვენ ეგრე მიგატოვებთ დასაღუპად?
And do you suppose by any chance that we are going to let you lose yours?
212420.
განძის კუნძული | თავი 30
ეგ რა სამაგიეროს გადახდა იქნება, ჩემო ბიჭიკო!
That would be a poor return, my boy.