მოიძებნა 668048 ჩანაწერი
30881.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
სესხებზე დარიცხული განაკვეთის ანალოგიურად, შემოსავლიან აქტივებზე დარიცხულმა საპროცენტო განაკვეთმა 14.8% შეადგინა, რაც 0.2 პუნქტით ნაკლებია 2011 წელს დაფიქსირებულ 15.0%-თან შედარებით.
Similarly, the interest yield on average interest earning assets was 14.8%, down 20 bps, from 15.0% in 2011.
30882.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
ეს ვარდნა გამოიწვია ფასიანი ქაღალდების განაკვეთის შემცირებამ, ასევე ლიკვიდურობის ზრდამ ზემოაღნიშნულ მიზეზთა გამო.
This fall is attributable to the general trend of the reduction of the interest rates on investment securities and the increased liquidity due to the above-mentioned reasons.
30883.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
საპროცენტო ხარჯის ზრდის ძირითადი მიზეზი 2012 წელს კლიენტების დეპოზიტების მოცულობის 24.4%-ით ზრდა გახდა.
The increase in interest expense was a reflection of the strong Y-o-Y growth in the customer deposit portfolio by 24.4% during 2012.
30884.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
დეპოზიტების პორტფელის მნიშვნელოვანი ზრდის შედეგად, კლიენტების დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო ხარჯი 51.2 მილიონი ლარით (48.6%) გაზარდა და 156.6 მილიონ ლარს მიაღწია.
Such solid growth in customer deposits drove the interest expense on total customer deposits up by GEL 51.2 million, or 48.6%, to GEL 156.6 million.
30885.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
ამასთან, საპროცენტო განაკვეთი დეპოზიტებზე, 2011 წელს დაფიქსირებულ 6.5% მაჩვენებელთან შედარებით, 0.6 პუნქტით გაიზარდა და 7.1% შეადგინა.
Furthermore, deposit rates increased 60 bps to 7.1% from 6.5% in 2011 being in line with the general upward trend in deposit rates in the same period.
30886.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
აღნიშნულის შედეგად, ჯგუფის NIM კოეფიციენტი წინა წლის მაჩვენებლთან (8.7%) შედარებით 1.0 პუნქტით შემცირდა და 7.7% შეადგინა.
The above-mentioned reasons resulted in declining NIMs of the Group by 100 bps to 7.7%, compared to 8.7% in the previous year.
30887.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
2012 წელს ჯგუფის სესხებისა და სხვა აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ხარჯმა 30.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 14.5 მილიონი ლარით აღემატება 2011 წლის მაჩვენებლს (2011 წელს - 16.2 მილიონი ლარი).
In 2012, the GroupDs provision and impairment charges equaled GEL 30.6 million, up GEL 14.5 million, compared to GEL 16.2 million in 2011.
30888.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
აღნიშნული ზრდა ძირითადად 2012 წლის ბოლოსათვის სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ხარჯის 7.1 მილიონი ლარით, ანუ 23.2 მილიონამდე ზრდამ განაპირობა, რომელიც შესაბამისობაშია საკრედიტო პორტფელის წლიურ 17%-იან ზრდასთან.
This growth was primarily due to an increase in the provision for loan impairment charges by GEL 7.1 million reaching GEL 23.2 million as of the 2012 year end. This increase was in line with the Y-o-Y loan portfolio growth of 17%.
30889.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
აღნიშნული რეზერვის ხარჯის ზრდამ, თავის მხრივ, გამოიწვია ბანკის Cost of Risks კოეფიციენტის ზრდა 0.1 პუნქტით, 1.0%-მდე.
As a result of the increase in the provision for loan impairment, the Bank's cost of risk ratio increased immateriality by 10 bps to 1.0%.
30890.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
უმოქმედო სესხების (NPL) კოეფიციენტი, რომელიც განისაზღვრა როგორც 90 დღეზე მეტი ვადით ვადაგადაცილებული სესხების მოცულობის შეფარდება მთლიან საკრედიტო პორტფელთან, ასევე 0.4 პუნქტით აღემატება 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, მაგრამ ბანკის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ 1.0% მაინც საკმაოდ დაბალი მაჩვენებლია.
NPL ratio, defined as loans overdue for more than 90 days over gross loan portfolio, was also up 40 bps from December 2011, but the Management believes that it is still very low at 1.0%.
30891.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
2012 წელს სულ სხვა არასაპროცენტო შემოსავალმა 88.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებლს 28.7 მილიონი ლარით (48.2%) აღემატება.
Total other non-interest income in 2012 was GEL 88.1 million, an increase of GEL 28.7 million, or 48.2%, over the previous year.
30892.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
აღნიშნული ზრდა ძირითადად წმინდა საკომისიო შემოსავალმა განაპირობა, რომელიც 10.6 მილიონი ლარით (36.9%) გაიზარდა საბარათე, ანგარიშსწორების ოპერაციებისა და გარანტიებიდან მიღებული შემოსავლის საფუძველზე (შესაბამისად 4.4, 2.3 და 2.5 მილიონი ლარი).
Major driver of this growth was net fee and commission income which grew by GEL 10.6 million or 36.9% Y-o-Y and was largely driven by GEL 4.4 million, GEL 2.5 million and GEL 2.3 million increases during 2012 in net card operations income, income from guarantees issued and income from settlement transactions, respectively.
30893.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
საკომისიო შემოსავლის ასეთ ზრდას ხელი შეუწყო ჯგუფის მიერ ახალი პროდუქტების შეთავაზებამ, ქვეყანაში ბიზნეს საქმიანობის გააქტიურების შესაბამისად.
The growth in net fee and commission income was a result of the Group's increased offering of fee generating products which was generally in line with increased business activities in the country.
30894.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
სხვა საოპერაციო შემოსავალმა ასევე შეიტანა წვლილი მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლის ზრდაში, იგი 9.8 მილიონი ლარით (99.3%) გაიზარდა, რაც ძირითადად გირაოში დარჩენილი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის ხარჯზე მოხდა.
Other operating income also contributed to the increased total non-interest income, which increased by GEL 9.8 million or 99.3% mainly due to the increased gain from sale of repossessed assets and other inventory in 2012.
30895.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციებით მიღებული შემოსავალი 7.1 მილიონი ლარით (27.3%) გაიზარდა და 32.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც თავის მხრივ, კლიენტების ბაზის გაფართოვებამ და ქვეყანაში ბიზნეს აქტივობის გაუმჯობესებამ განაპირობა.
Gains less losses from trading in foreign currencies and foreign exchange translations also increased by GEL 7.1 million or 27.3% to GEL 32.9 million, as a result of increased scale, client base and improved business activities in the country.
30896.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
2012 წელს, არასაპროცენტო ხარჯებმა 183.8 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 38.6 მილიონი ლარით (26.6%) აღემატება წინა წლის მაჩვენებლს (145.3 მილიონი ლარი).
In 2012, non-interest expenses reached GEL 183.8 million, up by GEL 38.6 million, or 26.6%, compared to GEL 145.3 million in the previous year.
30897.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
აღნიშნული ზრდიდან 14.7 მილიონი (38.2%) ლარით ზრდა დაკავშირებულია ბანკი კონსტანტას არასაპროცენტო ხარჯების ზრდასთან.
Out of this increase, GEL 14.7 million or 38.2% is attributable to the increase in Bank ConstantaDs non-interest expenses.
30898.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2011 წელს ბანკი კონსტანტას არასაპროცენტო ხარჯები მოიცავდა მხოლოდ 8 თვეს (73.1%) (რადგან კონსტანტას შესყიდვა 2011 წლის მაისში მოხდა), ხოლო 2012 წელს მთელი პერიოდის ხარჯებია გაერთიანებული.
In addition, non-interest expenses for 2011 only include 8 months or 73.1% of Bank Constanta's total non-interest expenses (as it was acquired in May 2011); while in 2012 the Bank's full period costs are consolidated.
30899.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
ბანკი კონსტანტას გარეშე, მთლიანი არასაპროცენტო ხარჯები 18.1%-ით გაიზარდა, საიდანაც პერსონალის ხარჯის ზრდა 8.5%-ს შეადგენდა, 71.9 მილიონი ლარიდან 78.0 მილიონ ლარამდე, რაც ძირითადად ბიზნესის გაფართოვებამ, ფილიალების გახსნამ, ასევე თანამშრომელთა რაოდენობისა და მათი ხელფასების ზრდამ განაპირობა.
Excluding Bank Constanta, total non-interest expenses increased by 18.1%, out of which staff costs increased 8.5% to GEL 78.0 million from GEL 71.9 million corresponding to the larger scale of business, new branch openings, associated increases in salaries and the number of staff on a Y-o-Y basis.
30900.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
ასევე ბანკი კონსტანტას ჩაუთვლელად, ადმინისტრაციული და სხვა საოპერაციო ხარჯები 26.1%-ით 57.4 მილიონ ლარამდე გაიზარდა, 2011 წელს დაფიქსირებულ 45.5 მილიონ ლართან შედარებით, რაც ძირითადად რეკლამასა და მარკეტინგზე გაწეული ხარჯების ზრდამ განაპირობა, რომლებიც, თავის მხრივ, ბანკის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებული სარეკლამო კამპანიის გამო 43.8%-ით გაიზარდა.
Similarly, without Bank Constanta, administrative and other operating expenses grew by 26.1% to GEL 57.4 million compared to GEL 45.5 million in 2011, largely due to higher advertising and marketing costs, which grew by 43.8% Y-o-Y as a result of intensified marketing and advertising activities associated with the 20th anniversary of the Bank.