მოიძებნა 668048 ჩანაწერი
30961.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
დაფინანსების ლიკვიდურობის რისკი: ეს არის რისკი იმისა, რომ ბანკმა შესაძლოა ვერ უზრუნველჰყოს შესაბამისი მოსალოდნელი თუ მოულოდნელი, მიმდინარე ან სამომავლო ფულადი ნაკადების ან შესაბამისი გირაოს არსებობა, ბანკის ყოველდღიურ ოპერაციებსა და ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითი ზემოქმედების გარეშე.
Funding liquidity risk - the risk that the Bank will not be able to meet efficiently both expected and unexpected current and future cash flow and collateral needs without affecting either daily operations or the financial condition of the Bank.
30962.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
ბაზრის ლიკვიდურობის რისკი: ეს არის რისკი იმისა, რომ ბანკმა შესაძლოა იოლად ვერ შეძლოს მისი საბაზრო პოზიციის საბაზრო ფასად ლიკვიდაცია, ბაზრის არასაკმარისი სიღრმის ან საბაზრო რყევების გამო.
Market liquidity risk - the risk that the Bank cannot easily offset or eliminate a position at the market price because of inadequate market depth or market disruption.
30963.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
სავალუტო რისკი – რისკი იმისა, რომ სავალუტო კურსის უარყოფითმა ცვლილებამ ბანკის ღია სავალუტო პოზიციის გადაფასების შედეგად, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს ბანკის ფინანსურ შედეგებზე.
Foreign Exchange risk - a risk that can potentially arise as a result of adverse movements in exchange rates, which could affect the Bank's financial results due to a revaluation of the Bank's open currency position.
30964.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის რისკი - სამართლებრივი და მარეგულირებელი სანქციების, მატერიალური ფინანსური დანაკარგის ან ბანკის რეპუტაციის შელახვის რისკი, რომელიც წარმოიშვება ფულის გათეთრების წინააღმდეგ/ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მოქმედ კანონებთან და რეგულაციებთან შეუსაბამობის გამო.
Anti Money Laundering risk - the risk of legal or regulatory sanctions, material financial loss, or loss to reputation the Bank may suffer as a result of its failure to comply with Anti Money Laundering / Counter Terrorist Financing laws and regulations.
30965.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
სტრატეგიული რისკი წარმოიშვება, როდესაც ჯგუფი ვერ ახერხებს, განახორციელოს შესაბამისი ბიზნეს გეგმები, სტრატეგიები, ვერ ახდენს ადაპტირებას მის ბიზნეს გარემოში არსებული ცვლილებების შესაბამისად;
Strategic risk refers to the risks arising from the Group's inability to implement appropriate business plans and strategies, and its inability to adapt to changes in its business environment.
30966.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
ხოლო რეპუტაციული რისკი არის რისკის ის კატეგორია, როდესაც გარკვეული ტიპის ნეგატიური ინფორმაცია გავლენას ახდენს კლიენტების რაოდენობაზე, ჯგუფის შემოსავალზე, ან იწვევს მნიშვნელოვან იურიდიულ ხარჯებს.
Reputation risk is the potential risk that negative publicity regarding the Group's business practices, will cause a decline in the customer base, costly litigation or revenue reductions.
30967.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
რისკის სტრატეგია.
RISK MANAGEMENT STRATEGY.
30968.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
თიბისი ბანკის ჯგუფს რისკის მართვის ნათლად განსაზღვრული სტრატეგია აქვს, რომელიც დამტკიცებულია სამეთვალყურეო საბჭოს მიერ.
TBC Bank Group has a clear risk management strategy that is approved by the Supervisory Board.
30969.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
სტრატეგიული მიზნებია:
The strategic goals are to:
30970.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
ჯგუფის ბიზნეს სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობა, რისკის ადექვატური მომგებიანობის უზრუნველყოფის გზით.
Contribute to the development of the Group's business strategy by ensuring risk adjusted profitability.
30971.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
ჯგუფის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, რისკის ანალიზის, გაზომვისა და მონიტორინგის ეფექტური სისტემის გამოყენების გზით.
Guarantee the Group's sustainable development through the implementation of an efficient system for risk analysis, measurement and monitoring.
30972.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
ჯგუფმა შეიმუშავა რისკის მართვის პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც მიზნად ისახავს რისკისა და ჯგუფის წინაშე ყოველდღიურად არსებული გამოწვევების კონტროლს.
The Group has developed risk management policies and procedures aimed at effectively controlling risk exposures and reflecting the day-to-day challenges faced by the Group.
30973.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
ჯგუფის რისკის მართვის პოლიტიკა შექმნილია, რათა (1) განისაზღვროს და გაანალიზდეს რისკები პერიოდულად განახლებადი და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული შიდა მოდელების გამოყენებით (2) დადგინდეს შესაბამისი რისკის ლიმიტი, ჯგუფის რისკის პროფილის შესაბამისად, და (3) განხორციელდეს პერიოდული მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშგება მენეჯმენტის წინაშე რისკის ოდენობისა და ლიმიტების შესახებ
The Group's risk management policy is designed to (i) identify and analyse risks using internal models based on industry best practice, which are periodically reviewed and updated; (ii) set appropriate risk exposure limits in line with the Group's risk profile and (iii) periodically monitor risk exposure and limits and provide related reports to management.
30974.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
ჯგუფი სისტემატიურად აფასებს და ეძებს რისკის მართვის პოლიტიკისა და სისტემების გაუმჯობესების შესაძლებლობებს იმისათვის, რომ ისინი შესაბამისობაში მოიყვანოს ახალ გამოწვევებთან, რომლებსაც ჯგუფი მუდმივად აწყდება ცვლადი საბაზრო გარემოსა და მისი ბიზნესის განვითარებისა და ზრდის გამო.
The Group systematically reviews and continuously seeks to improve its risk management policies and systems in an effort to ensure that they are in line with any new challenges the Group faces from the changing market environment, as well as from the development and growth of the Group's business.
30975.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
რისკების დროული და ადექვატური მართვის მიზნით, ბანკი პერიოდულად მიმართავს რისკის შეფასების პროცედურებს.
In order to ensure that all the risks are timely and adequately addressed, the Bank periodically performs risk assessment processes.
30976.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
აღნიშნული შეფასებების საფუძველზე მზადდება რისკის რუქები, რომლებიც შემდგომ რისკის კლასიფიკაციისა და მართვის მიზნებისათვის გამოიყენება.
Based on the results of the risk assessment, Risk Maps are created that are further used for risk quantification and management purposes.
30977.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
ბანკის წინაშე არსებობს საკრედიტო რისკი, რაც ნიშნავს რომ კონტრაგენტი ვერ შეძლებს თანხის დათქმულ ვადებში დაფარვას.
The Bank is exposed to credit risk, which is the risk that a counterparty will be unable to pay amounts in full when due.
30978.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
ამგვარი რისკი ჩნდება სასესხო და კონტრაგენტებთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შედეგად, რომლებიც წარმოშობენ ფინანსურ აქტივებს.
The Bank's exposure to credit risk arises as a result of its lending operations and other transactions with counterparties giving rise to financial assets.
30979.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
საკრედიტო რისკის კატეგორიებია:
The subcategories of credit risk are:
30980.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, წლიური ანგარიში 2012
რისკის გაზომვისათვის გამოიყენება სტანდარტული მეთოდები.
Standardized method is used for risk measurement.