მოიძებნა 668045 ჩანაწერი
46301.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
ახლა მარჯვენა მხარზე: „და სულითა წმინდისათა.“
Now on your right breast: "And of the holy ghost".
46302.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
ახლა მარცხენაზე: „ამინ!“
Now on your left breast: "Amen".
46303.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
ბიჭი იმეორებდა თუთიყუშივით, მაგრამ თავისთავად კი ვერ ამბობდა.
The boy repeated like a parrot, but was unable to say it on his own.
46304.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
ბოლოს, რომ ვეღარა მოუხერხა რა, სულ დაანებებინა თავი და ერთხელ, ბუხრის წინ რომ ვთამაშობდით, დედაც ვითომ ხუმრობით მიუბრუნდა იმ ბიჭს და უთხრა: „პეტრე იყო ბელატიო!“ (მელოტი) უჩვენა შუბლი და დაადებინა სამი თითი.
Finally, when he could get nothing right, he gave it all up and once, when we were playing in front of the stove, my mother turned to the boy, as if joking, and said: "Peter was a bald-head", pointed to his forehead and made him put his three fingers on it.
46305.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
„წვერი ჰქონდა აქამდეო“, დაადებინა თითები ჭიპზე – „ულვაშები აქედან-აქამდეო“ – გაატანინა მარჯვენა მხრიდან მარცხენაზე ხელი.
"Whiskers from here to there," and moved his hand from his right breast to his left.
46306.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
ამ სიტყვების შემდეგ, რასაკვირველია, წარმოვიდგინეთ მოხუცებული პეტრე, თავტიტველა, დიდის წვერებითა და ულვაშებით.
After these words, of course, we imagined the old man Peter with his bald head, his big beard and whiskers.
46307.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
დავიწყეთ სიცილი და ზედიზედ ვიმეორებდით ზემო სიტყვებს, ხან ერთი და ხან მეორე.
We began to laugh and one after another we repeated it all word by word.
46308.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
შედეგი ამის ის იყო, რომ უგულისყურო ბიჭმა პირჯვრის წერა ისწავლა და მეორე დღეს „სახელითა მამისათაც“ გაიზეპირა.
The upshot of it all was that the boy who couldn’t concentrate learnt how to cross himself and the next day learnt "In the name of the father" by heart.
46309.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
ჩვენს სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა.
We were overjoyed.
46310.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
დედაც გამხიარულდა და მკითხა: „შენ არ იცი ჯერ ლოცვებიო?“
Mother too was pleased and asked me: "Don’t you know any prayers yet"?
46311.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
„როგორ არა, სოფელში მასწავლეს და თუ იმას არ მათქმევინებდნენ, ისე არ დამაძინებდნენ ხოლმე-მეთქი“ და მოვყევი ზეპირად:
"Of course I do, they taught me in the village, and if they didn’t listen to me saying them, I couldn’t go to sleep", and I recited to her:
46312.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
„დავწვები, დამეძინება, პირჯვარი დამეწერება, ცხრა ხატი, ცხრა ანგელოზი თავითა დამესვენება“...
"I shall lie down, I shall go to sleep, The sign of the cross will be made over me, Nine icons, nine angels Will rest by my head"...
46313.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
„ჯვარი მწყალობს ჯვარცმული, ვერას მავნებს მაცდური".
"The sign of the cross blesses me, The deceiver cannot harm me".
46314.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
კარგი ლოცვააო, – მითხრა დედამ, – მაგრამ ეგ სოფლურია და ჩვენ კი სულ სხვა ლოცვები გვაქვს, წმინდა მამებისაგან შედგენილიო, და ის უნდა ისწავლოო.
It’s a good prayer, – my mother told me, – But it is a village prayer and we have quite different prayers, which the fathers of the church made up and you have to learn them.
46315.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
მეც, რასაკვირველია, დავეთანხმე და ერთი თვის განმავლობაში „მრწამსი“, „მიწყალე“, „მამაო ჩვენო“, „წმინდაო ღმერთო“ და სხვანი სულ ზეპირად ვიცოდი.
Naturally I agreed, and in the course of a month I had learnt by heart "I believe", "Have mercy on me", "Our Father", "O holy God" and other prayers.
46316.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
ისე გამიგემრიელდა საზეპიროები, რომ წერა-კითხვის სწავლაც მოვინდომე, მაგრამ დედამ მითხრა:
I so much liked learning my heart that I wanted to learn to read and write, but my mother told me:
46317.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
„ჯერ ბრიყვი ხარ და არ შეგშვენის წერა-კითხვაო; როცა დაჭკვიანდები და ხასიათიც კარგი შეგექნება, მაშინ გასწავლი, თორემ ჯერ შენ რა ღირსი ხარო!“
"You’re still too silly and not ready for reading and writing; when you are cleverer and show that you have a good character, then I’ll teach you, but you’re not fit yet!"
46318.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
ამ სიტყვებმა სულ ცეცხლი მომიკიდეს და ვცდილობდი დაჭკვიანებას და ბოლოს ჩემმა ბედმაც გასჭრა.
I was fired by these words and tried to become cleverer and finally my fate was decided.
46319.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
ერთხელ ჩემი ძმა, რომელიც რამდენიმე წლით ჩემზე უფროსი იყო, მღვდელს მოეხმარა და წირვაზე მშვენივრად წაიკითხა „სამოციქულო“.
Once my brother, who was some years older than me, helped the priest at service and read out beautifully from the "Acts of the Apostles".
46320.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
ნაწირევს დიდი და პატარა ყველა მის ქებაში იყო.
Everyone, big and small, who was at the service was full of praise for him.